,,ქართველ ხალხს ბატონის გამოცვლისთვის არ უბრძოლია” – შაქარაშვილი

231
spot_img

ქართველ ხალხს ბატონის გამოცვლისთვის არ უბრძოლია – არ ავარევინებთ ამ ქვეყანას, ვისაც არეულობა უნდა, იცოდეს, რომ ვერც ერთ საელჩომდე თავშესაფრის მისაღებადაც ვერ მიაღწევს, – ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე, ჟურნალისტებთან ვატო შაქარიშვილმა განაცხადა. შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ მშვიდობას არავის “გაანიავებინებენ”. “ძალიან ამაღლებული განწყობაა მიუხედავად ამინდისა, რადგან აქ ქართველი ხალხი მოსულია საკუთარი ქვეყნის დასაცავად, რომ კიდევ ერთხელ გააგონოს ყველას ხმა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ საქართველოს ბედი ვერ გადაწყდება ვერც მოსკოვში, ვერც ბრიუსელში და ვერც კიევში, საქართველოს ბედი გადაწყდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში – აქ, საქართველოში. როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა მოგვწონდეს, რა უნდა გვიხაროდეს, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. გამოვედით იმისათვის, რომ მკაფიოდ დავაფიქსიროთ, ქართველ ხალხს ბატონის გამოცვლისთვის არ უბრძოლია, ეს იქნება ბრიუსელი, ვაშინგტონი, მოსკოვი თუ სხვა რომელიმე დედაქალაქი. ვეუბნებით ყველას, ხელისუფლებას პარტნიორებს, დაუძინებელ მეგობრებს, მათ შორის, მტრებს: რა უნდა მოგვწონდეს, როგორ ვიცხოვროთ, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მშვიდობა წინაპრებმა მოიტანეს ძალიან ბევრი შრომის, სისხლის, თავგანწირვის ფასად, ამას არ დავთმობთ, არ გავანიავებინებთ. არ ავარევინებთ ამ ქვეყანას. ვისაც ამ ქვეყანაში არეულობა უნდა, უნდა იცოდეს, ვერც ერთ საელჩომდე თავშესაფრის მიღებამდეც ვერ მიაღწევს და ეს გაითვალისწინოს,” – განაცხადა შაქარიშვილმა. ინფორმაციისთვის, რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი გია გაჩეჩილაძეა (უცნობი).