Home Blog Page 1994

,,მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებით, ქართველებისთვის არაფერი შეცვლილა”- იონათამიშვილი

ეს არ არის მარტო ორმაგი სტანდარტი. ეს არის საკუთარი ქვეყნის პირდაპირი მტრობა, – ასე აფასებს რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიდგომას რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებით, ქართველებისთვის არაფერი შეცვლილა.

„რუსეთი მანამდეც ოკუპანტი იყო და ახლაც ოკუპანტია. მანამდეც წართმეული იყო ჩვენი ქვეყნის 20% და ოკუპაცია დღესაც რჩება. შესაბამისად, ეს მოცემულობა ჩვენთვის უცვლელი იყო და ამ ადამიანების რიტორიკა რომ არის შეცვლილი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და დღეს, ეს ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში არა მარტო ყალბი ბუნებით გამოირჩევიან, არამედ არ უყვართ საკუთარი ქვეყანა, უნდათ აქ არეულობა და ამისთვის ყველაფრისთვის მზად არიან“, – მიიჩნევს იონათამიშვილი.

რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდაჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთთან ურთიერთობების შესახებ, ნახეთ „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟში.

„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები აირჩიეს. „ქართული ოცნების“ სამგორის პარტიულ ორგანიზაციას კახა სამხარაძე უხელმძღვანელებს;
გლდანის პარტიულ ორგანიზაციას – კოტე ზარნაძე;
მთაწმინდის პარტიულ ორგანიზაციას – დავით კირკიტაძე;

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
კონფერენციებს ესწრებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც.

პარტიული კონფერენციები მომდევნო კვირას სამცხე-ჯავახეთში გაიმართება.

რუსეთის საგარეომ G7-ის სამიტს “რუსოფობიური და ანტიჩინური ისტერიის ინკუბატორი” უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ G7-ის სამიტს იაპონიაში, “პოლიტიზებულო” ღონისძიება უწოდა, სადაც, მისი თქმით, ანტირუსული და ანტიჩინური განცხადებები გაკეთდა. რუსეთის საგარეოს ცნობით, შეხვედრის მთავარი შედეგი იყო განცხადებების ნაკრები, რომელიც გაჯერებულია “ანტირუსული და ანტიჩინური ხასიათის ოდიოზური პასაჟებით”. “ამრიგად, მომავალში “შვიდეულის” ღონისძიების შედეგი იქნება პოლიტიზებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობებში გამყოფი ხაზების გაყვანისკენ..ის გადაიქცა “ინკუბატორად”, სადაც ანგლოსაქსების ხელმძღვანელობით მწიფდება დესტრუქციული ინიციატივები, რომლებიც შეარყევს გლობალურ სტაბილურობას. შემდეგ ისინი თავს ახვევენ პროამერიკულ ბრბოს ნატოს, ევროკავშირის და სხვა თანამგზავრების ქვეყნებიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა (ფოტოები)

იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი 36 000-მდე ადამიანი. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ყველაზე მეტად ემილია, რომანიის რეგიონი დაზარალდა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი ასობით ათასი ოჯახი.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების დროა – ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, დრო მოვიდა როგორც უშიშროების საბჭოს, ასევე ბრეტონ-ვუდსის სისტემის რეფორმირება დაიწყოს, რადგან ეს ინსტიტუტები „დღევანდელი მსოფლიოს რეალობასთან“ თანხვედრაში ვეღარ მოდიან და „1945 წლის ძალაუფლებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ასახავენ“. Reuters-ის ცნობით, გუტიერეშმა ამის შესახებ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტზე განაცხადა. „გლობალური ფინანსური არქიტექტურა მოძველებულია, დისფუნქციური და უსამართლოა. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური არეულობისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, მან ვერ შეასრულა თავისი ძირითადი – გლობალური უსაფრთხოების სისტემის ფუნქცია“, – აცხადებს გუტიერეში.

„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიძემ, 16 დაკავებული პირიდან, ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, დანარჩენების სასამართლო პროცესი კი გადადო.

პროცესის გადადების მიზეზი, დაკავებულების ადვოკატის შუამდგომლობა გახდა.

დაცვის მხარის განმარტებით, მათ საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად  გაცნობა ვერ შეძლეს.

შემდეგი სხდომა,  19 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

ამ დროისათვის თავისუფალია, მოძრაობა ,,დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც, რომელიც ხელწერილის საფუძველზეა განთავისუფლებული.

ხოშტარიას სასამართლო პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში, ხვალ გაიმართება.

ცნობილია, რომ ელენე ხოშტარია სასამართლო სხდომაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

სამართალდამცველები დაკავებულებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- და 173- ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაცდომას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი  დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პოლიციამ სასტუმრო ყვარლის ტბასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავა.

აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებოდნენ და ქორწილს გეგმავდნენ.

სისხლიანი გარჩევა კახეთში

სიხლიანი დაპირისპირება გურჯაანში – სოფელ ვაზისუბანში 32 წლის მამაკაცი 39 წლის მეზობელმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე სწორედ მოკლულის მეზობელი და თანასოფლელია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი – 1991 წელს დაბადებულ თ.მ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ყ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოკლულს ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული. სავარაუდო დამნაშავე კი პოლიციამ უკვე დააკავა.

,,არ ხართ თქვენ ქართველები და რომელ ქვეყანასაც ემსახურებით, გადაბარგდით იქ”- ნიკოლეიშვილი (ფოტო)

ჩემო თამარა, გოლს გაიტან კი არა, არ არის ეს ქვეყანა თქვენი, არ ხართ თქვენ ქართველები და რომელ ქვეყანასაც ემსახურებით, გადაბარგდით იქ, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook-სტატუსს.

„შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ გუშინ ლამაზ ქართულ ქორწილში იმაზე მეტი ადამიანი ვქეიფობდით, ვიდრე ამ მანქურთს და მის აგენტ ქმარს ხმას აძლევს… ჰოდა ჩემო თამარა, გოლს გაიტან კი არა, არ არის ეს ქვეყანა თქვენი, არ ხართ თქვენ ქართველები და რომელ ქვეყანასაც ემსახურებით, გადაბარგდით იქ, მამაშვილური რჩევაა“, – წერს ნიკოლეიშვილი.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა უარყო

ბახმუტთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა საერთაშორისო მედია დააბნია. დიდი შვიდეულის სამიტზე პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას ჟურნალისტებმა ზელენსკის ჰკითხეს, რჩება თუ არა ქალაქი უკრაინის კონტროლ ქვეშ და შეესაბამება თუ არა სიმართლეს რუსული მხარის განცხადება ქალაქის აღების შესახებ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასე არ ფიქრობს და რომ ბახმუტი უკრაინელების გულში რჩება.

„ვფიქრობ, არა, მაგრამ იქ უკვე აღარაფერია. მათ ყველაფერი გაანადგურეს, შენობები იქ აღარ არსებობს. ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია, მაგრამ ბახმუტი დღეს მხოლოდ ჩვენს გულებში არსებობს, რადგან მისგან არაფერი დარჩა – მხოლოდ მიწა და მკვდარი რუსები. ბახმუტის მცველებმა, ჩვენმა მებრძოლებმა უდიდესი სამუშაო დასწიეს და ჩვენ მადლობელნი ვართ მათი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის ამ კომენტარის შემდეგ წამყვანმა მედია საშუალებებმა დაწერეს, რომ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა დაადასტურა, მისმა პრეს სპიკერმა, კი განმარტა, რომ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა უარყო და მხოლოდ ის იგულისხმა, რომ ქალაქი რუსეთის აგრესიის შედეგად მიწასთან არის გასწორებული.

მოგვიანებით, ზელენსკიმ თავადაც განმარტა, რომ ბახმუტი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არ არის. პრესკონფერენციაზე მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„უკრაინის სამხედრო პერსონალი ბახმუტში ძალიან მნიშვნელოვან მისიას ახორციელებს. არ გაგიზიარებთ დეტალებს, მაგრამ ვიტყვი, რომ ქალაქი რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბახმუტზე კონტროლის სრულად დაკარგვას არც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ.

,,უკრაინა ვერ აკმაყოფილებს ნატოს წევრობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს” – გერმანიის კანცლერი

ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც მან გამოცემას იაპონიაში G7-ის სამიტის დროს მისცა. ,,რა თქმა უნდა, იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებსაც ნატო თავისთვის აყალიბებს, არის მრავალი პირობა, რომელსაც ამჟამად უკრაინა ვერ აკმაყოფილებს, ახლა არ არის საჭირო უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხით შეწუხება. ამის ნაცვლად, აქცენტი უნდა გაკეთდეს აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ კიევის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაზე. ამჟამად, საუბარია უკრაინის მხარდაჭერაზე სახელმწიფოთა ფართო კოალიციით, მხოლოდ შეიარაღების კუთხით – ამბობს კანცლერი.

,,ეს არის უნამუსობა და ანტიდასავლური პროპაგანდა”- ამირან სალუქვაძე

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას ანტიდასავლუს უწოდებს და ამბობს, რომ განცხადების ავტორს არ ესმის სამშობლოს მნიშვნელობა.

„ეს არის ტიპური ანტიდასავლური განცხადება. თითქოს რაღაც პატიოსნებაზე საუბრობს, მაგრამ ეს არის უნამუსო განცხადება. რას ეუბნება, რას უნერგავს [საზოგადოებას] ფადი ასლი და ის ადამიანები, ვინც მოიწონეს ეს? თითქოს ჩვენ ნატო და ევროკავშირი გვეუბნება – დათმეთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მიგიღებთ. მსგავსი ხომ არ ხდება. ეს არის უნამუსობა უბრალოდ, სხვა არაფერი და ანტიდასავლური პროპაგანდა“, – აცხადებს სალუქვაძე.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსეილში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“

100-летняя годовщина со дня расстрела членов военного центра Комитета независимости Грузии

Сегодня первый заместитель директора Государственной службы по делам ветеранов Николай Квезерели, заместитель Мирон Чигогидзе, советника директора Владимир Имнадзе, сотрудники ведомства, ветераны войны и вооруженных сил в Парке Ваке возложили цветы к мемориалу, воздвигнутого на месте, где за попытку организации антисоветского восстания были расстреляны члены военного центра Комитета независимости Грузии, и почтили память героев, погибших в борьбе за независимость и свободу Грузии.

 

В 1921 году, несмотря на оккупацию Грузии Красной Армией, патриоты, как оставшиеся жить внутри страны, так и находящиеся за пределами Грузии, продолжали борьбу за независимость Грузии.

 

В после оккупационные годы вооруженные партизанские отряды в разных регионах страны оказывали сопротивление большевистскому правительству. “Военный центр”, который должен был осуществлять непосредственное руководство вооруженными выступлениями, руководил председатель Национально-демократической партии, генерал Константи Абхази (племянник Ильи Чавчавадзе, сын его сестры). В феврале 1923 года член студенческого комитета Национал-демократической партии К Мисабишвили предал и донес на “Военный центр”. 100 лет назад, 20 мая 1923 года по приказу чрезвычайного комитета Кавказа (“Кавчека”, за попытку совершить антисоветское восстание, именно здесь, на этом месте были расстреляны пятнадцать самоотверженных грузин – члены военного центра Комитета независимости Грузии – генерал Константин Абхази (Шервашидзе), генерал Александр Андроникашвили, генерал-майор Варден Цулукидзе, полковник Александр Мачавариани, полковник Гиоргий Химшиашвили, полковник Ростом Мусхелишвили, члены Национал-демократической партии (НДП), полковник Элизбар Гулисашвили, полковник Димирий Чрдилели, офицер Иванэ Кутатуладзе, капитан Леван Климиашвили, Иасон Кереселидзе, Симон Чиабришвили, а также капитан Парнаоз Каралашвили, ротмистр Симон Багратион-Бухранский, ротмистр Николай Зандукели.

 

При содействий и помощи Тбилисской мэрии, в 100-летнюю годовщину трагедии, в парке Вакэ, был размещен информационный мемориал о героях, которые были расстреляны за попытку совершить антисоветское восстание.