Home Blog Page 1949

ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში აქცია გაიმართა

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართა.

ნავალნის, რომელიც თავის 47-ე დაბადების დღეს სამარტოო საკანში შეხვდა, მხარდაჭერა თბილისში მცხოვრები რუსების ნაწილმა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2022 წლის 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს 3.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აღსასრული გარდაუვალია”- სარჯველაძე

ადამიანები, ვისაც კარგად ახსოვთ რა ტიპის მმართველობასთან გვქონა საქმე, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაფასებთ, მგონი ნათელია, რომ ეს იყო ძალიან რბილად გაკეთებული შეფასება, თუმცა, აღიარება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს.

„ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ეს იყო პოლიტიკური პარტია, რომელიც მართავდა სახელმწიფოს, მოგვიანებითაც იგივე ინსტრუმენტებით, რომ მათ არსენალში რა იარაღებიც მოიძებნება, ეს არის რეპრესიული, ძალადობრივი და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გამთელავი მეთოდების ერთობლიობა. იგივე ტიპის მმართველობაა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური აღსასრული გარდაუვალია. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პარტია აღარ არსებობს“, – აცხადებს სარჯველაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა ღვივდება – პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდება.

„ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება ენმ-ს და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას”, – აცხადებს მელია. მისი განცხადებიდან ისმის ერთგვარი აღიარებაც, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანების უფლებები და მოსახლეობა იჩაგრებოდა. „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობის“ უკან ისევ იმ ადამიანებს ხედავს, ვის გამოც პარტიამ 2012 წლის არჩევნები წააგო.

,,სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას შეეცდება”- დავით ჩიხელიძე

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილის სტრატეგია შეიცვალა. სტრასბურგმა მკაფიოდ თქვა, რომ სააკაშვილის ადგილია ციხეში, ის არათუ სხვა ქვეყანაში გადაყვანას, არამედ სხვა კლინიკაში გადაყვანასაც არ საჭიროებს. სააკაშვილი მიხვდა, რომ შიმშილობა თავისუფლებას ვერ მოუტანს, სასჯელისგან ვერ გათავისუფლდება“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა ეს მას თავისუფლებას ვერ მოუტანს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილმა დაარღვია ქართულ პოლიტიკაში ჩაურევლობის პირობა, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ის თავს უკრაინელ პოლიტიკოსად თვლის, რომელიც არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას, იმავეს ტირაჟირებდა სააკაშვილის ადვოკატი და დედა, რომლებიც ხშირად ამბობდნენ, რომ სააკაშვილს ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს, ის (სააკაშვილი) უკრაინულ არხებს უყურებს და უკრაინულ ამბებს ეცნობა.

საზოგადოება გასული თვეების განმავლობაში მუდმივად ისმენდა, რომ სააკაშვილი კვდება, მარტო თავი დარჩა, ვერ გადაადგილდება, აქვს ათობით დაავადება და ა.შ. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა, უფრო მეტიც სააკაშვილის მხარდამჭერების, პარტიის წევრების რიტორიკა რადიკალურად შეიცვალა, გახმოვანდა მისი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა, თვითონ კი ორი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. სააკაშვილის „ვივამედში“ ყოფნის პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობას„ აქცია არ გაუმართავს („ვივამედთან“) გუშინ პირველი აქცია ვნახეთ, რაც ცალსახად ნიშანია, რომ სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას შეეცდება. სააკაშვილს სტრატეგიის ცვლილება, თავისუფლებას ვერ მოუტანს“, – წერს ჩიხელიძე.

ბაიდენმა ხელი მოაწერა შეთანხმებას 31 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა შეთანხმებას 31 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ, რათა ქვეყანამ დეფოლტი თავიდან აიცილოს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, კანონპროექტის მიღებას კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, პირველად ბოლო 247 წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებს დეფოლტი ემუქრებოდა.

შეთანხმების დამტკიცება 5 ივნისამდე იყო აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებდა.

,,როცა იმავე წინადადებას ამბობს მაკრონი, ვითომც არაფერი, თუ ამბობს ღარიბაშვილი, იქცევა ქვეყანა”- ცაგურია

როცა ერთსა და იმავე წინადადებას ამბობს მაკრონი, ვითომც არაფერი და ზუსტად იმავე ფრაზას თუ ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, იქცევა ქვეყანა, – ამის შესახებ  „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა, დაჩი ცაგურიამ მედიასთან განაცხადა

„იწყება – აი, რუსეთში მიგავაქანებენ, რუსეთის აგენტები, კრემლის მონები, ეს რა თქვა, ხალხო, ნახეთ და ა.შ. უკვე გამარჯობას რომ ამბობს პრემიერი, ყველა ფრაზაზე შეუძლიათ, სდიონ. ჩვენთვის საქართველო არის ყველაზე მთავარი და მერე არის ყველა დანარჩენი. ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია? ცა ცისფერია, სამშობლო ჩვენთვის მთავარია, ხომ ასეთი მოცემულობაა ეს? ამას რომ იტყვი ხმამაღლა, რომ სამშობლოა ჩემთვის მთავარი და მერე არის ყველა სხვა დანარჩენი კავშირი და ა.შ, ეგრევე ხარ რუსეთის აგენტი, კრემლის მონა, „გაზპრომიდან“ ფინანსდები და ა.შ. ეს არის სიგიჟე ჩვენ ქვეყანაში. ამათ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ეს სიგიჟე აქვთ არჩეული და ყველაფერზე შეუძლიათ, ისტერიკები მოაწყონ. ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფრის წინააღმდეგ ძალიან ფხიზლად უნდა იყოს“, – განაცხადა ცაგურიამ.

,,ორი ვარიანტია, რიგ ევროპარლამენტარებს ან ინფორმაცია არ აქვთ, ან ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდიათ, მე თუ მცემდნენ, მაწამებდნენ, ტელევიზიაში სპეცრაზმი შედიოდა და ა.შ. ასეთ დროს ავი ხმები ამბობენ, რომ შეიძლება, ისინი ვიღაცას სჭირდებოდეს, როგორც თავისი გავლენის აგენტები და ყველაფრის ფასად დაიცვან თავიანთი გავლენის აგენტები. გვარამიაზე და სააკაშვილზე მაქვს საუბარი. ისინი ხომ არასოდეს არ ყოფილან საქართველოს ინტერესების დამცველი? მგონი, ყველა ქვეყნის აგენტები იყვნენ, ვისი აგენტობაც არ დაეზარებოდათ. მაგალითად, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ხომ ძალით შეტენეს? საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ჰქონდა გადამწყვეტი ხმა, ვეტოს უფლება და ყველაფერი. უბრალოდ, რომ არ მისულიყვნენ იმ კენჭისყრაზე, რუსეთი ვერ გახდებოდა წევრი. სააკაშვილი და მისი გუნდი, გვარამია, კეზერაშვილი, უტიაშვილი და ყველა, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ, პასუხისმგებელი არიან ამაზე, რომ რუსეთი შეტენეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ აგებენ ამაზე პასუხს?“, – განაცხადა ცაგურიამ.

„ბოლო დროს, განსაკუთრებით გამძაფრებულია ის, რომ ყოველგვარი ეროვნული გვერდით არის გაწეული. ყოველ შემთხვევაში, მეინსტრიმულ საზოგადოებაში და საჯარო სივრცეში ასე ჩანს. ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ძლიერი და ფხიზელი საზოგადოება, რომელიც იქნება მუდმივად მზად, რომ როდესაც ვიღაცას სადღაც რომ მოუნდება, ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს და ეროვნული შიდა დაპირისპირება გამოიწვიოს, ეს ვერ შეძლოს. მინდა, 12 ივნისს 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში მოვიწვიო აბსოლუტურად ყველა, ვისთვისაც საქართველო არის უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

რუსეთმა ბელგოროდიდან 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა

ბელგოროდიდან, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის თავდასხმის ქვეშ იმყოფება, რუსეთმა 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდიდან ევაკუირებულთა შორის 600 ბავშვია.

მისივე თქმით, ოლქის მოსახლეობა ახლა „ფაქტობრივი ომის პირობებში“ ცხოვრობს.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბელგოროდის დაბომბვაში უკრაინული მხარე არაერთხელ დაადანაშაულეს, თუმცა უკრაინა რუსულ ოლქში მისი სამხედროების შეჭრას უარყოფს და აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციებში ეთნიკური რუსებით დაკომპლექტებული „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის წევრები მონაწილეობენ.

Коба Кобаладзе встретился с исполнительным директором службы по делам военных и ветеранов округа Майами Густаво Круссом

В рамках рабочего визита в Соединенных Штатах, директор Государственной служба по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе встретился с исполнительным директором службы по делам военных и ветеранов округа Майами Густаво Круссом. В ходе встречи стороны обменялись своими опытом. Коба Кобаладзе ознакомил Густава Крусса с военной структурой и рассказал о программах, которые Госслужба осуществляет для улучшения психо-социального и экономического положения членов семей ветеранов и погибших во время войны военных.

 

Стороны договорились о тесном сотрудничестве в будущем, что будет способствовать эффективному преодолению вызовов и проблем, стоящих перед грузинскими ветеранами. Коба Кобаладзе пригласил Густаво Крусса в Грузию, чтобы он на месте смог ознакомиться с теми нуждами, которые стоят перед грузинскими ветеранами. После встречи, в целях углубления партнерского сотрудничества был подписан меморандум о взаимосотрудничестве между Службой по делам военных и ветеранов Майами и Государственной службой по делам ветеранов Грузии, который подписали  Коба Кобаладзе и Густаво Крусс.

На встрече также присутствовали: заместитель департамента правового обеспечения Государственной службы по делам ветеранов, Ираклий Чантуридзе, начальник отдела протокола Мариам Адамашвили, основатель и президент неправительственной организации “Американские друзья ветеранов Грузии” Николоз Карчава и представители Службы по делам военных и ветеранов округа Майами.

На встрече Николоз Карчава вручил Кобе Кобаладзе и Густаво Круссу почетные медали организации “Американские друзья ветеранов Грузии”.

Поддержка “Басти Бубу” детям ветеранов

1 июня этого года, в связи с Международным днем защиты детей, творческая группа “Басти Бубу”, в большом концертном зале филармонии представила музыкальное шоу “Приключения Пинокио”, на котором при организации Государственной службы по делам ветеранов и содействии ООО “Басти Бубу”, присутствовали 150 детей и внуков ветеранов.

Спектакль, представленный маленькими актерами, на детей оказал большое впечатление. К голосам поющих присоединялся веселый шум маленьких зрителей, что шоу сделало еще более веселым и забавным.

 

Государственная служба по делам ветеранов благодарит руководство “Басти Бубу”, всю творческую команду, за содействие и поддержку, выраженное к его маленьким бенефициарам, и проведение праздника в связи с Международным днем защиты детей, и желает им успехов, единую, сильную и мирную Грузию.

 

,,მამაშენის „კოკა-კოლა“ რუსეთში რომ შედის ეგ კარგია და როცა მანქანაა აქ რუსული, მაშინ ვართ პროვინცია?”- ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სოფო ჭყონიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, რომელიც საქართველოს რუსეთის პროვინციად მოიხსენიებს. ექსპერტი ჭყონიას უსინდისოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ძველ ფოტოს აქვეყნებს, რითაც ხალხი შეცდომაში შეჰყავს.

„სოფო ჭყონიას მივმართავ და რადგან ვერ ვთაგავ, იქნებ გადასცეთ ვინმემ: პირველი იმიტომ ხარ უსინდისო, რომ ძველ ფოტოს ავრცელებ და ხალხი შეგყავს შეცდომაში. მეორე კიდევ იმიტომ ხარ უსინდისო, რომ მამაშენის ქართული „კოკა-კოლა“ რომ შედის რუსეთში ეგ კარგია და როცა მანქანაა აქ რუსული მაშინ ვართ პროვინცია? უსინდისო ხარ, მოკლედ და კონკრეტულად“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ბათუმში აქციაზე დაკავებული 6 პირიდან 3 გაათავისუფლეს

ბა­თუმ­ში, 3 ივ­ნისს, აქ­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ექ­ვსი პი­რი­დან სამი, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ისი­ნი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან.

წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში კი “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რე­ბი – მირ­დატ ქა­მა­და­ძე, ლე­ვან გორ­გი­ლა­ძე და თა­მაზ მა­ხა­რა­ძე რჩე­ბი­ან.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გვი­ან ღა­მით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რის გი­ორ­გი კირ­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუმ­ში, აქ­ცი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი “Говорит Москва” – წარ­წე­რის გამო, და­ა­კა­ვეს.

,,ავიაკომპანია, რომლის განკარგულებაში სულ ოთხი თვითმფრინავია, რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს” – გაიაშვილი

„ჯორჯიან ეარვეისის“ საფრენოსნო დირექტორი, თამაზ გაიაშვილი უკრაინული მხარის მიერ მისი დასანქცირების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მისი თქმით, „ჯორჯიან ეარვეისის“ განკარგულებაში სულ 4 თვითმფრინავია, რაც რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ოცდაათი წელიწადია, რაც კეთილსინდისიერად და თავდადებით ემსახურება საქართველოს და ქართველ ხალხს. იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ამ ხნის მანძილზე არ ესარგებლოს ავიაკომპანიის მომსახურებით. ეს საქართველოს ისტორიის რთული მონაკვეთი იყო. „ჯორჯიან ეარვეისმა“ ქართველ ხალხთან ერთად მრავალი ჭირ-ვარამი გამოიარა და ჩვენმა გმირმა ავიატორებმა ბევრი რამ გააკეთეს სამშობლოსთვის.

სამწუხაროდ, საქართველოში მოიძებნებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მხოლოდ იმას ფიქრობენ, თუ ვის რა ავნონ, ვის როგორ უღალატონ, ან როგორ „მოსცხონ ჩირქი„ საკუთარ ქვეყანას და მთავრობას, როგორ შეურყიონ მას საერთაშორისო ავტორიტეტი. ამ მიმართულებით იმდენი გამოცდილება დაგვიგროვდა, რომ უკვე აღარც გვიკვირს და აღარც გვწყინს მათი საქციელი.

ერთი ისტორია მახსენდება. „სვისეირი“ როდესაც გაკოტრდა, მთელი შვეიცარია ტიროდა. ეს კადრები მსოფლიომ ნახა. საქართველოში კი იმის მომსწრენი გავხდით, თუ რა სიხარულის ყიჟინა აქვთ გამართული იმის გამო, რომ ქართულ ეროვნულ ავიაკომპანიას ვიღაცამ სანქცია დაადო და ეს ან გაკოტრდება ან პრობლემები შეექმნებაო. აფერუმ, ასეთ ადამიანებს! ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი რამ პოლიტიკური სპეკულაციის თემად არ უნდა აქციონ, რადგან ამით ვერავინ ვერანაირ ქულას ვერ დააგროვებს და ვერც ქართველი ხალხის სიყვარულს ვერ დაიმსახურებს.

რაც შემეხება პირადად მე, დაახლოებით თხუთმეტი წელიწადია, აღარ ვარ „ჯორჯიან ეარვეისის“ არც დამფუძნებელი და არც გენერალური დირექტორი. მე საფრენოსნო დირექტორის თანამდებობა მიკავია და აქტიურად ვმუშაობ მფრინავების მომზადებისა და უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც ჩვენი ავიაკომპანიის პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, ქართველ ემისრებს შეცდომაში შეჰყავთ უკრაინის მთავრობა, რომ ვითომ თამაზ გაიაშვილი გავლენას ახდენს ამა თუ იმ სახელმწიფოში ფრენების დანიშვნა-არდანიშვნაზე. მსოფლიოში არცერთ ავიაკომპანიას (მათ შორის, არც „ჯორჯიან ეარვეისს“) არ შეუძლია, გასცეს ნებართვა ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყების ან შეწყვეტის შესახებ, ეს საკითხი ორ ქვეყანას შორის სამთავრობო ხელშეკრულებით რეგულირდება. აქედან გამომდინარე, „ჯორჯიან ეარვეისი“ და მისი გენერალური დირექტორი, დავით გაიაშვილი ხელმძღვანელობენ იმ რეგულაციებით, რაც დაწესებულია საერთაშორისო წესებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.

ქართული ოპოზიცია და მათი რუპორი მედიასაშუალებები გაჰყვირიან, რომ ჩვენ რუსეთის ეკონომიკას ვეხმარებით. ავიაკომპანია, რომლის განკარგულებაში სულ ოთხი თვითმფრინავია, რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. სხვა საქმეა ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთის ავიახაზები, რომლის ავიაპარკი ხუთასზე მეტ თვითმფრინავს ითვლის და, რომელიც რუსეთში ყოველდღიურად ოცდაათ რეისზე მეტს ასრულებს. აგრეთვე, არაბეთის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი, შუა აზიისა და, საერთოდ, აზიის სახელმწიფოები. ამაზე რატომღაც თვალებს ხუჭავენ ისინი, ვინც ასე გააფთრებით ებრძვიან ქართულ პატარა ავიაკომპანიას.

ინფორმაციისთვის: საფრენოსნო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განვაგრძე კიევის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტში. შესაბამისად, ორი წელიწადის განმავლობაში ვცხოვრობდი უკრაინაში, შემდეგ კი გადავედი ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი) სამოქალაქო ავიაციის აკადემიაში, რომელიც 1986 წელს დავამთავრე. აქედან გამომდინარე, უკრაინაში უამრავი მეგობარი მყავს და კარგად ვიცნობ კეთილშობილებითა და სიბრძნით გამორჩეულ უკრაინელ ხალხს.

„ჯორჯიან ეარვეისში“ დღესაც დასაქმებული არიან უკრაინიდან ლტოლვილები. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები ვერასოდეს შეეგუებიან სიყალბეს. ერთადერთი, რაც მე შემიძლია, ისაა, რომ უკრაინელ ხალხს მშვიდობა და ერთიანობა ვუსურვო“, – აღნიშნულია გაიაშვილის განცხადებაში

,,ეს ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ბრტყლად ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები”- დავით ასათიანი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გასული დღეების განმავლობაში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „როცა 150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა უმეტესად აბსურდული ბრალდებებით 2007-2012 წლებში, და ამ დროს ზოგიერთები უწყებებში რომ მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები”.

როგორც დავით ასათიანი განმარტავს, დღეის მდგომარეობით და ბოლო 5 წელია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფება!

„რამდენჯერმე დავწერე და ყოველთვის დავწერ, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს ანდა ვინც მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და არ იცის:

როცა 150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა უმეტესად აბსურდული ბრალდებებით 2007-2012 წლებში, და ამ დროს ზოგიერთები სამინისტროებსა და უწყებებში რომ მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ბრტყლად ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები. უკეთურება არ გვავიწყდება.

ცნობისათვის, დღეის მდგომარეობით და ბოლო 5 წელია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფება!

პ.ს. ახლა ამას გინდა ასოციაციის მწვადი და შამფურის და გინდა კეცი-ჩალაღაჯის პოლიტიკა დაარქვით, სულ არ მაინტერესებს“, – წერს დავით ასათიანი.