Home Blog Page 1933

“უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია”- პრემიერი

მიმდინარე წლის აპრილში ეროვნული ბანკის ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 5.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური აქტივობის მაღალ ზრდასთან ერთად გაიზარდა ინკლუზიურობა და შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე სიღარიბე.

„უმუშევრობის დონე, პატივცემულო დეპუტატებო, წინა წელთან შედარებით შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს – 17.3%-ს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობის დონე თითქმის 27% იყო. წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად – 70 ათასით გაიზარდა და შეადგინა 1 271 000. უმუშევრობის შემცირება, პირველ რიგში, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების ზრდით არის განპირობებული, იმ გარემოთი, რომელიც ჩვენ შევქმენით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ შევადარებთ გასულ წელს, ეს მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია. აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე – 15.6%-მდე ჩამოვიდა და წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელიც არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30.0%, 30% იყო წინა ხელისუფლების დროს სიღარიბის მაჩვენებელი. წელს ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა სიღარიბე – 15.6%. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ათ წელში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა თავი დააღწია სიღარიბეს, უფრო ზუსტად, 535 000-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს”, – განაცხადა პრემიერმა.

რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია – საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გვიან ღამიდან ყველა რეისი ჩვეული გრაფიკით შესრულდა.

„ძვირფასო მგზავრებო, საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. შეფერხების მიუხედავად, გვიან ღამიდან ყველა რეისი ჩვეული გრაფიკით შესრულდა. შეგახსენებთ, რომ უამინდობისა და ძლიერი წვიმის გამო, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს მცირე შეყოვნება ჰქონდათ, თუმცა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად, მოძრაობა მალევე განახლდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია თითოეულ მგზავრს შექმნილი დისკომფორტის გამო მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს. ამ დროისათვის, საქართველოს რკინიგზის ყველა რეისი გრაფიკით მოძრაობს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

“ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება – მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება.

როგორც პრემიერმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა, მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს – უკვე არსებული აეროპორტის გაფართოებას, ან ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, აქტიურად განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს – ერთი ეს არის არსებულის გაფართოება, თუმცა ამ ვარიანტს უფრო მეტი მინუსი აქვს. გვაქვს მეორე ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია. საუბარია, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორებისა და კომპანიების შერჩევა. გვინდა, სამუშაოები 2024 წელს დავიწყოთ. მანამდე პროექტირებას დასჭირდება დრო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რეალურია ბირთვული საფრთხე” – პრემიერი

ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში, როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე მთავრობის მთავარი საზრუნავი და ამოცანა არის სწორედ ქვეყნის გადარჩენა.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ საანგარიშო პერიოდი მსოფლიოსთვის ურთულეს, გამოწვევით აღსავსე პერიოდს მოიცავს. ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ხალხის ინტერესების დაცვა და რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება.

მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. 10-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის მიხედვით, პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა, რაც დამეთანხმებით, ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეძლო, საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა” – მარია ბურიჩი

ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა.

„თქვენს ლამაზ ქვეყანაში ეს ჩემი მეორე ვიზიტი გახლავთ და ველოდები, რომ სამი დღის განმავლობაში ყოვლისმომცველი და დატვირთული პროგრამა მექნება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე სტუმრობით. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით, ბეჯითად ვმუშაობთ იმ კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ადგენს და შემდგომ წარმოადგენს ევროპის საბჭო და რომელიც ამ საკითხსაც მოიცავს. მინდა, დავიწყო ჩემი მადლიერებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მომიწვიეს ქვეყანაში ვიზიტით და მომეცა შესაძლებლობა, თბილისში ხვალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მივიღო მონაწილეობა. მთელი ჩემი პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ორმხრივი ღონისძიებით. 24 წლის წინ შეუერთდა საქართველო ევროსაბჭოს და 2020 წელს, როდესაც ქვეყანა ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდა, მან წარმატებით გაართვა თავი თავმჯდომარეობას და პრიორიტეტებს. თქვენ ასევე ახსენეთ რეიკიავიკის სამიტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო და სადაც სახელმწიფოს მეთაურებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროსაბჭოს როლს, რომელიც არის კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ყველა ეს ღირებულება, თავის მხრივ, განამტკიცებს მშვიდობას, სტაბილურობას. ეს ღირებულებები კარგად მუშაობს ევროპაში და მე ვხედავ, რომ აგრეთვე დღევანდელ საქართველოშიც.

რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის მხრიდან უარის თქმა ამ ღირებულებებზე, რის შედეგადაც იგი გარიცხეს ევროსაბჭოდან და ჩვენ, რასაკვირველია, ძალას არ ვიშურებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რაც ასევე ითვალისწინებს ყველა იმ ზიანის აღრიცხვას, რომელიც ქვეყანას მიადგა რუსეთის თავდასხმის შედეგად.

საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა. მიმდინარე სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულდება წლის ბოლოს, მხარდაჭერილია თქვენი ხელისუფლების მხრიდან და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლოს რეფორმა, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ კანონმდებლობა.

2024-2027 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მალე დასრულდება და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ევროსაბჭო ისევ იქნება ამ რეფორმების ერთგული. ეს ყველაფერი თქვენ წაგადგებათ ევროკავშირში ინტეგრაციაში. ჩვენ აპრილში გამოვეცით ამ წლის კონსოლიდირებული ანგარიში სწორედ საქართველოს შესახებ, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. რასაკვირველია, ჩვენ ვიბრძვით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. ნდობის აღსადგენად გამოყენებული ინსტრუმენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ ძალისხმევას.

ჩვენ ვცდილობთ, მხედველობის არედან არ დავკარგოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რათა შემდგომი კონსოლიდაციისათვის ეს მხარეები იყვნენ მზად. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე, მინდა, გავამახვილო ყურადღება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოაქვს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დღესაც ვალდებულია, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება. ბოლო სარჩელი – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკვე დასრულების პროცესშია და, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილებები აღასრულოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იზრდება ამბიციების საჭიროებები“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა. 

“ჩვენმა მთავრობამ შეძლო, საქართველო გამხდარიყო ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ეკონომიკის კუთხით”

ბოლო 2 წელია ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა – 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ყოველწლიური ანგარიშით გამოდის.

„ჩვენ წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის მიხედვით ჩვენ გვაქვს 7,5 ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. ჩვენმა მთავრობამ ბოლო 2 წლის განმავლობაში შეძლო საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ეკონომიკის კუთხით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის უკანა შესავლელთან სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის” წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენას. სამოქალაქო აქტივისტებს უჭირავთ ბანერები წარწერებით: „მშვიდობიანი რევოლუცია“, „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, „ჩვენ ვართ ევროპა“.

„მთავარი მიზანია ის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას”, რომ ისინი არიან რუსები და ამ ქვეყანაში, ფაქტობრივად, პუტინის მთავრობას წარმოადგენენ, ასევე ვუთხრათ, ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ მათ ნიღაბი ჩამოეხსნათ. საზოგადოებამ დაინახა, რომ ისინი დადგნენ პუტინის და რუსეთის მხარეს. სინამდვილეში, ისინი სიტყვა „რუსის” გამო ბრაზობენ არა იმიტომ, რომ რუსები არ არიან, არამედ იმიტომ, რომ კარგად იციან, მათ დაკარგეს ჩვენი ევროპული ამომრჩევლების ხმები და დარჩნენ რუსულ ხმებზე. წეღან მოხდა ინციდენტი, როდესაც „ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი მოვიდა და თავის შვილის ტოლ აქტივისტებს აგინა და ასევე აგინა ჟურნალისტს. ასეთი საქციელის გამო ვეუბნებით, რომ ეს ადამიანები არიან რუსები“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მაისში საქართველოს ეკონომიკა 7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში.

“ირაკლი ღარიბაშვილისგან პასუხებს არ ველოდებით” – სალომე სამადაშვილი

პრემიერი პირადადაა პასუხისმგებელი, რომ 12 მოთხოვნიდან მხოლოდ სამია შესრულებული და ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე, ვერ მიიღოს სტატუსი წელს. მისგან პასუხებს არ ველოდებით. რუსულ ხელისუფლებას პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ანგარიშში ბევრი ტყუილი წერია.

“ჩვენ გავეცანით პრემიერ-მინისტრის ანგარიშს. სიმართლე იქ ალბათ, ძალიან ცოტა რამ წერია. რეალობა არის ის, რომ ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში. პრემიერ-მინისტრი არის პირადად პასუხისმგებელი, რომ ევროკავშირის მოთხოვნების წარდგენიდან ერთი წლის თავზე, დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ სამია შესრულებული 12-დან და საქართველო დგას საფრთხის წინაშე, რომ მიმდინარე წელს კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ. ამასთან დაკავშირებით იქნება შეკითხვები, ასევე, მთელ რიგ ტყუილებზე, რომელსაც ანგარიშში წერს, რომელიც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას. საქართველოს მოქალაქეები დამეთანხმებიან, რომ გაზრდილი ფასების, ინფლაციის და უმუშევრობის გარდა ვერანაირ ეკონომიკურ შედეგს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის შედეგად ვერ ხედავენ. პასუხი ამ რუსულ ხელისუფლებას უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა, ჩვენ არ ველოდებით არანაირ პასუხს რუსული ხელისუფლებისგან. პასუხი ამ პრობლემებს უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა და გაისტუმროს “რუსული ოცნება” ხელისუფლებიდან,” – განაცხადა სამადაშვილმა.

“დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოს უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს”

დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოს უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს – დიდი ინტერესით ველით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს.

ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დემოკრატიული რეფორმების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. მე მქონდა შესაძლებლობა გენერალური მდივნისთვის გამეზიარებინა რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ვისაუბრეთ ამ გამოწვევებზე, გავცვალეთ მოსაზრებები და დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქართველოში ვიზიტი ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო გავაძლიერებთ საქართველოს უსაფრთხოებას. მინდა ქალბატონ გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის და დიდი ინტერესით ველით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები,” – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ევროპის საბჭოსთან 2024-2027 წლებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, მუშაობა მიმდინარეობს.

“საქართველოსთვის ევროპის საბჭოსთან სამოქმედო გეგმა არის ღირებული ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. ასევე, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას. ჩვენთვის ძალიან ღირებულია ეს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან,” – აღნიშნა მინისტრმა.

“პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60 პროცენტს გადასცდა და წელს უკვე თითქმის 38 პროცენტამდე  ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია”- პრემიერი

საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია.

„2021-2022 წლებში ფისკალური კონსოლიდაცია მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფი ტემპებით წარიმართა; ბიუჯეტის დეფიციტი 9.3 პროცენტიდან ჩამოვიდა 3.1 პროცენტამდე. რეკორდულად მცირე – 2 წლიან პერიოდში შემცირდა; მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრული ლიმიტი 3 პროცენტია. წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 2.8 პროცენტზე. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც იყო შარშან, ჯერ პანდემიის დროს, პოსტპანდემიურ პერიოდში, ომის დაწყებიდან, ეს იყო მაღალი ინფლაცია და ფასების ზრდა. ინფლაცია გამოწვევა იყო მთელი მსოფლიოსთვის და ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ინფლაციასთან საბრძოლველად რიგმა ძლიერმა ეკონომიკებმა სერიოზული ზომები მიიღეს. ჩვენც ანალოგიურად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება. გასულ წელს მთავრობის ვალი ჩამოვიდა პანდემიამდელ დონეზე. ჩვენ ველით ვალის კლების ტენდენციის შენარჩუნებას. პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც; ე.წ ჯინის კოეფიციენტი ასევე ისტორიულ მინიმუმზეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან, მოგეხსენებათ, რაც უფრო დაბალია ჯინის კოეფიციენტი, მით უფრო თანაბრადაა გადანაწილებული საზოგადოებაში შემოსავალი“,  – განაცხადა პრემიერმა.

Коба Кобаладзе и директора Института ветеранов Нидерландов подписали меморандум о взаимном сотрудничестве

В рамках рабочего визита в Королевстве Нидерландов, директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе, вместе с представителями ведомства, членами грузинской делегации и чрезвычайном и полномочном после Грузии в Королевстве Нидиерландов, Давидом Соломония, присутствовал на итоговом симпозиуме, который проходил в Институте ветеранов Королевства Нидерландов: “Концепции заботы о ветеранах и пути их осуществления”.

 

Голландская сторона – директор Института ветеранов Нидерландов, бригадный генерал Пол Хофслотт, командир резерва морских сил Нидерландов, военный ветеран Сесилия Джоанна Ван Пески, исследователь института Хиэлт Алхра и профессор, психиатр, стратегический советник военного ментального здоровья, полковник запаса Эрик Верметен, выразили уважение в адрес Кобы Кобаладзе, ветеранов Грузии и грузинской делегации и подчеркнули особые заслуги ветеранов Грузии в борьбе за свободу и территориальную целостность страны.

 

Джоанна Ван Пески в своем докладе вспомнила прошлогодний визит директора и руководящих лиц Института ветеранов Нидерландов в Грузию – в Государственную службу по делам ветеранов; отметила, что дружеские и партнерские отношения, основанные между грузинским и голландским ведомствами, является важным шагом на пути преодоления вызовов, существующих перед ветеранами Грузии. Одна из соучредитель и член правления Гражданского совета обороны и безопасности Шорена Лорткипанидзе рассказала и планах и задачах организации, о существующих перед Грузией геополитических вызовов в плане обороны и безопасности, и об их преодолении, о значении использования консолидации общества, потенциала ветеранов.

 

Генерал Пол Хофслот выразил готовность к углублению и укреплению сотрудничества между Государственной службой по делам ветеранов Грузии и Институтом ветеранов Нидерландов: “Двери Института ветеранов Нидерландов всегда открыты для Государственной службы по делам ветеранов и ветеранов Грузии. Еще раз подтверждаю нашу поддержку и содействие в преодолении вызовов, существующих перед ветеранами Грузии в плане социальных вопросов и здравоохранения. В этих целях наши партнерские и дружеские связи обязательно станут более глубокими и тесными; продолжатся ответные, двусторонние визиты с участием тематических групп, для того, чтобы работа над конкретными вопросами была более продуктивной”, – отметил в своем выступлении Пол Хофслот.

 

Коба Кобаладзе поблагодарил голландскую сторону за теплый прием и интересные встречи; отметил, что визит грузинской делегации был важным на пути обмена опытом и укрепления международного партнерства; еще раз подчеркнул значение поддержки западных друзей в преодолении существующих перед ветеранами Грузии вызовов. В завершение симпозиума между грузинской и голландской сторонами был подписан меморандум о взаимном сотрудничестве, который подписали Пол Хофслот и Коба Кобаладзе.

 

Напомним, что директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе и представители ведомства по официальному приглашению института ветеранов Королевства Нидерландов находились с рабочим визитом в Королевстве Нидерландов. В состав делегации также входили члены комитета по обороне и безопасности Парламента Грузии – Гия Бенашвили и Александр Табатадзе, Народный Защитник Леван Иоселиани, представители Центра реабилитации военнослужащих имени Маро Макашвили и Гражданского Совета обороны и безопасности.

 

Рабочий визит Кобы Кобаладзе и грузинской делегации в Королевстве Нидерландов завершился.