Home Blog Page 1896

იერიშების შედეგად მოკლულია “ჰამასის” უფროსი მეთაური-ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ადამ დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ უფროსი მეთაური.

„ჩვენ ვზრდით თავდასხმებს ღაზის სექტორში, რათა შევამციროთ საფრთხეები ჩვენი ძალებისთვის, ომის შემდეგი ეტაპის მომზადებისთვის.

მომდევნო ეტაპზე გავალთ ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის საუკეთესო პირობებით და პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილების შესაბამისად“, – განაცხადა ამბობს ჰაგარი.

საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში – საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის დედაქალაქში ხვალ დაგეგმილ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.

„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“,-  აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ე.წ. 3+3-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.

23 ოქტომბერს, ორშაბათს აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანში, თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ.

სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ – “3+3” შექმნის ინიციატივის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წელს განაცხადა.

აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად 2021 წელს გაიმართა და საქართველო არც მაშინ დასწრებია.

საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ რუსეთის ფაქტორის გამო, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.

არ გვეკუთვნის! –  მურმან დუმბაძე კანდიდატის სტატუსზე

„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის.

ამის შესახებ მურმან დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„არ გვეკუთვნის! თუ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ოცი ოცდაათი გარანტირებულია! რაც იქნება კატასტროფა!“,- წერს მურმან დუმბაძე „ფეისბუქზე“.

https://www.facebook.com/murman.dumbadze/posts/7109799399044036?ref=embed_post

შეშფოთებული ვარ იმ საბედისწერო 7 ოქტომბრის შემდეგ ანტისემიტური სიძულვილის ზრდის გამო -ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ აღშფოთებულია ანტისემიტური აგიტაციის გამო, რომელიც მსოფლიოში, მათ შორის გერმანიაშიც გავრცელდა.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა დესაუში განაცხადა.

„ეს სინაგოგა, აქ, დესაუში, ამბობს, რომ ებრაული ცხოვრება არის და რჩება გერმანიის ნაწილად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ და გავაძლიეროთ ებრაული ცხოვრება. ჩვენ – ეს სიტყვა წარმოუდგენელია, ითქვას ებრაელების გარეშე. ღრმად ვარ აღშფოთებული, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ მედიაში, ინტერნეტში, მთელ მსოფლიოში და სამწუხაროდ, გერმანიაშიც ანტისემიტური სიძულვილი ვრცელდება“, – აღნიშნა შოლცმა.

შოლცის ეს განცხადება გერმანიაში ანტისემიტური შემთხვევების მატებას მოჰყვა, მათ შორისაა 18 ოქტომბერს ბერლინში, „მოლოტოვის კოქტეილებით“ თავდასხმა სინაგოგაზე. გერმანიის კანცლერის თქმით, ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმები არასდროს იქნება მისაღები.

– ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს – ძმებო, შეჩერდით, შეჩერდით – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და ღაზის სექტორს მოუწოდა, კონფლიქტი შეწყვიტონ.

„კიდევ ერთხელ ვფიქრობ იმაზე, რაც ხდება ისრაელსა და პალესტინაში. ძალიან შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძევლებისთვისდაშავებულებისთვისდაღუპულებისთვის და მათი ოჯახებისთვის. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, რომ გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება და გათავისუფლდნენ მძევლები. წამებულ უკრაინაზეც ვფიქრობ. ომი ყოველთვის დამარცხებაა. ეს არის ადამიანთა ძმობის განადგურება. ძმებო, გაჩერდით,“- აღნიშნა რომის პაპმა.

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის ძალებს განათავსებს

შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის ძალებს განათავსებს და მოამზადებს ჯარს საგანგებო სიტუაციების შემთხვევებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„პრეზიდენტ ბაიდენთან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის და მისი მარიონეტების მიერ ბოლო ესკალაციის შესახებ დეტალური დისკუსიის შემდეგ, მე დღეს ვუბრძანე გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები რეგიონში {აშშ-ის} თავდაცვის ძალების პოზიციების გასამყარებლად. ეს ნაბიჯები გააძლიერებს შეკავების რეგიონულ ძალისხმევას, გააძლიერებს აშშ-ს ძალების დაცვას რეგიონში და დაეხმარება ისრაელს თავდაცვაში“, – განაცხადა ოსტინმა.

ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, მან ავიამზიდ USS Dwight D. Eisenhower-ის დამრტყმელი ჯგუფი ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში გაგზავნა. ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი დაემატება ავიამზიდ USS Gerald R. Ford-ს, რომელიც ამჟამად მოქმედებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემა და პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები დამატებით ბატალიონო გაიგზავნება.

ოსტინს მიაჩნია, რომ ეს უზრუნველყოფს რიგ გაუთვალისწინებელ გარემოებაზე რეაგირების უნარს.

,,ჰეზბოლა“ თუ, ომში ჩაერთვება, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ჰეზბოლა“ თუ ომში ჩაერთვება, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს, -ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გამოიწვევს ისრაელის „წარმოუდგენელი“ მასშტაბის კონტრშეტევას, რომელიც ლიბანს გაანადგურებს.

ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელეს, ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე მორიგი საბრძოლო ფრონტის გახსნის შესახებ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა უკვე გააფრთხილეს.

ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას -ირაკლი ჩიქოვანი

ობიექტური რეალობაა, რომ დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ობიექტური რეალობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს, საქართველო არ არის და არ იქნება გამოყენებული, როგორც სანქციების არიდების სახელმწიფო. ამის დასტურია უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტები. როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი წარმომდგენლების სანქციების საკითხებში ჩამოვიდნენ და თქვეს, რომ სასანქციო რეჟიმი საქართველოში სამაგალითოდ არის დაცული და ეს ასე გაგრძელდება. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ობიექტური რეალობაა, რომ დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ობიექტური რეალობა. ეს არის დადგენილი ფაქტი. იმიტომ რომ ამის შემდგომ მათ შეძლონ საკუთარი დესტრუქციული რადიკალური დღის წესრიგი და რევოლუციური სცენარები შესთავაზონ საზოგადოებას. ყველა კარგად ხედავს, რომ სახელმწიფო ვითარდება, აგრძელებს განვითარებას მშვიდობიან რეჟიმში და ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ბიუჯეტიც გავზარდოთ, ჩვენ მოქალაქეებზეც უფრო მეტად ვიზრუნოთ და უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივა“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

,,პრეზიდენტს მინიმალური ნდობა აქვს, ვიდრე სააკაშვილი პატიმარია”- პაატა მანჯგალაძე

ეს სჭირდებათ იმიტომ რომ დამატებითი რეგულაცია ჰქონდეთ. დიახ, ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, უნდა დაედოს ვეტო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე საერთო სამოქმედო გეგმა გვაქვს, – განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე საუბრისას.

გამარჯვების კოალიციას, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ სალომე ზურაბიშვილისადმი მინიმალური ნდობა აქვს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული არ არის“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხზე პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში იმსჯელებს. მანამდე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ.

მაშინ ყოველი ჩვენი საქმე იქნება დალოცვილი… – რის შესახებ იქადაგა დღეს მეუფე შიომ

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა, რომ „ქრისტეს ძალას არა მარტო სხეულის, არამედ სულიერად მომკვდარი ადამიანის გაცოცხლება და აღდგინებაც შეუძლია“. მისივე თქმით, „სადაც მოქმედებს ძალა ქრისტესი, იქ აღარ არის სიკვდილი, ვინაიდან უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

პატიოსანნო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ეპიზოდი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე მიდის კაპერნაუმიდან ქალაქ ნაინში და როგორც ხშირად ხდებოდა, მასთან ერთად არიან მისი მოწაფეები და მას ახლავს მრავალი ადამიანი. აი, როდესაც ისინი უახლოვდებიან ქალაქის კარიბჭეს, მათ შემოხვდებათ სამგლოვიარო პროცესია, ასაფლავებდნენ ქვრივი ქალის ერთადერთ ვაჟიშვილს და ადვილი წარმოსადგენია, რა დიდი მწუხარებით სავსე მოდიოდა ეს ქალი. უფალი იესო ქრისტე შეაჩერებს ამ მსვლელობას, მას შეებრალება ეს ქვრივი, მიდის მასთან და ეტყვის: „ნუ სტირი“. შემდეგ შეეხება კუბოს და იტყვის: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდექ!“ ეს მიცვალებული წამოჯდება, ალაპარაკდება და მას სიცოცხლე უბრუნდება.

აი, სად გამოვლინდა ძალა ქრისტესი, ძალა, რომელსაც შეუძლია მკვდარი სხეულის აღდგინება… მაგრამ ქრისტეს ძალას არა მარტო სხეულის, არამედ სულიერად მომკვდარი ადამიანის გაცოცხლება და აღდგინებაც შეუძლია. სადაც მოქმედებს ძალა ქრისტესი, იქ აღარ არის სიკვდილი, ვინაიდან უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა, როგორც ამბობს იგი: „მე ვარ აღდგომა და მე ვარ სიცოცხლე!“

აი, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში წმინდა ისაია წინასწარმეტყველი წერდა, რომ იმჟამად ადამიანები სიბნელესა და სიკვდილის აჩრდილში მკვიდრობდნენ; ანუ ეს სიკვდილის ძალა ვრცელდებოდა მთელ მსოფლიოზე, ყოველ ადამიანზე, მაგრამ ეს იყო მაშინ, – როგორც ამბობს წმინდა ისაია, – როდესაც ბნელსა შინა ვიდოდა კაცობრიობა. შემდეგ კი ამ ბნელში მავალ ხალხს გამოუბრწყინდა დიდი ნათელი, როდესაც კაცობრიობას მოევლინა მხსნელი, განკაცებული ძე ღვთისა, უფალი იესო ქრისტე და სადაც არის მისი ნათელი (ეს ნათელი, რომელზეც წინასწარმეტყველი საუბრობს), იქ არის ნამდვილი სიცოცხლე, იქ არის ნამდვილი სიყვარული და სადაც არის იესო ქრისტე, იქ არის ეს ნათელი; და სადაც არის ეს ნათელი, იქ სუფევს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, რა საქმესაც უნდა ვიწყებდეთ, რა ცოდნასაც უნდა ვეუფლებოდეთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის ეს სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და მე ვარ სიცოცხლე!“ და მაშინ ყოველი ჩვენი საქმე იქნება დალოცვილი, ჩვენი ცხოვრება იქნება ნამდვილი, მადლიანი და ჩვენ გამოვალთ ამ სიკვდილის აჩრდილიდან, რომელშიც ცხოვრობდნენ ადამიანები ქრისტეს გარეშე იმჟამადაც და რომლის გარეშეც ცხოვრობენ ადამიანები დღესაც.

კიდევ იმაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, რომ უფალი იესო ქრისტე ასე ხშირად ეგებება ნაინის კარიბჭესთან ადამიანებს, სულით და გულით მომკვდარ ადამიანებს; დავფიქრდეთ იმაზე, რომ ვინ იცის, იქნებ მრავალი ჩვენგანიც არის ხოლმე აი, ასე სულიერად მკვდარი ადამიანის მდგომარეობაში ჩვენს ნაინის ქალაქის კარიბჭესთან, მაგრამ გული არასდროს უნდა გავიტეხოთ, სასო არ წარვიკვეთოთ, ვინაიდან იქ ყოველთვის გვეგებება უფალი და ყოველთვის იქვე გაისმის მისი ხმა: „ნუ სტირი“ და „ამინ გეტყვი თქვენ, რომელმან ისმინოს სიტყვანი ჩემნი, და რომელსა რწმენეს მომავლინებელი ჩემი, გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად, ამინ!“

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 23 ოქტომბერს, ირანს ეწვევა, – ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი“, – განაცხადა ზახაროვამ რუსულ მედიასთან საუბარში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები.

ღაზაში მძევლად აყვანილი ადამიანების დადასტურებული რაოდენობა 212-ს შეადგენს

ისრაელის სამხედრო ძალების (IDF) სპიკერის დანიელ ჰაგარის ცნობით, ღაზაში მძევლების დადასტურებული რაოდენობა 212-ს შეადგენს. ამის შესახებ The Times Of Israel წერს.

IDF-ის სპიკერმა თქვა, რომ ისინი ჰამასის ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების ოჯახის წევრებთან კონტაქტში არიან. როგორც მან აღნიშნა, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ახალ ინფორმაციას კვლავ იძიებენ.