“აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება ძალიან რეალურია” – ნიკოლ ფაშინიანი –

57
spot_img

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება უახლოეს მომავალში ძალიან რეალურია, თუ ბაქო ორი ქვეყნის ლიდერებს შორის უკვე შეთანხმებულ პრინციპებს დაადასტურებს.

„თუ აზერბაიჯანი დაადასტურებს ამ პრინციპებს, მაშინ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა უახლოეს მომავალში ძალიან რეალურია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე დაასახელა სომხური მხარის სამი ძირითადი პრინციპი – რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა იმ ქვეყნების სუვერენიტეტის შენარჩუნების პრინციპით, რომლის ტერიტორიაზეც ისინი გადიან, სომხეთის (29 800 კვ.კმ) და აზერბაიჯანის (86 600 კვ.კმ) ტერიტორიული მთლიანობის საჯარო აღიარება, ასევე საზღვრების დელიმიტაცია უახლესი საბჭოთა რუკების მიხედვით.

„ტყვეების გუშინდელი გაცვლა გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.