Home Blog Page 1784

“ოპოზიციის მხრიდან იმის ძახილი, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი” – ირაკლი ჩიქოვანი

ოპოზიციის მხრიდან იმის ძახილი, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი და ამის მარტივ გამაბათილებლად შეიძლება გამოვიყენოთ ის მიღწევები, რომლებიც ბოლო 11 წლის განმავლობაში გვქონდა, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ამ მიღწევებზე საუბრისას გამოყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია.

„ძალიან დიდი მონდომება დახარჯა ოპოზიცია და ასევე ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არაკეთილსინდისიერად მოპოვებული ფინანსური რესურსია, რომ შესწინააღმდეგებოდა დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ზუსტად ამიტომ, ახლა ცდილობენ რაღაცნაირად გადაფარონ საკუთარი წარუმატებლობა, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, რეფორმებს, რომლებიც მიმართულია იმისკენ რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის თავსებადობა ევროპულ კანონმდებლობასთან და ევროკავშირის სტანდარტებთან, შედეგი მოაქვს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ვერ შემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ შეიძლება, პრეზიდენტი გაბლატავდა და როგორც უნდა, ისე იქცევა -იაგო ხვიჩია

ვერ შემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ შეიძლება, პრეზიდენტი გაბლატავდა და როგორც უნდა, ისე იქცევა, რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იგი საქართველოს პრეზიდენტის მიერ საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„შერიგება უნდა ვითომ, ღარიბაშვილთან? შეიძლება ასეთი ნაბიჯი იყოს? არ ვიცი. შეიძლება ის იყოს, როცა შერიგება გინდა ადამიანთან და რაღაცას იყენებ. ან ვერ შემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, როდესაც, ბევრი მცდელობის მიუხედავად, პრინციპული ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ მოისყიდა „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, პრეზიდენტი გაბლატავდა და ზოგადად როგორც უნდა, ისე იქცევა ამიერიდან, რადგან მოგეხსენებათ, კონსტიტუციის დარღვევის გამო, მაინც ვერ ისჯება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით მხოლოდ დატუქსვას უნდა ველოდოთ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და რომელსაც პრემიერი დაესწრება.

აღნიშნულთან დაკავშირებითაც მთავრობის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისთვის არ მიუმართავს.

“ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 12 რეკომენდაციიდან შევასრულეთ დაახლოებით, ცხრა” – ბექა დავითულიანი

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 12 რეკომენდაციიდან შევასრულეთ დაახლოებით 9, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუკი სათანადოდ იმუშავა ხელისუფლებამ რეკომენდაციებზე, რატომ მიიღო ქვეყანამ 9 დათქმა, რომელიც ძირითადად სწორედ 12 რეკომენდაციაში იყო ასახული.

დავითულიანი აცხადებს, რომ „ევროკავშირი პუტინის მოკავშირეებს სტატუსს არ აძლევს და სპეკულაცია ყველამ უნდა დახუროს“.

დავითულიანმა ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრა შემცირდა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებული რეზოლუციებია. ამასთან, დავითულიანი აცხადებს, რომ ზოგიერთ დოკუმენტზე შეერთება რუსეთთან ორმხრივი სანქციების დაწესებას ნიშნავდა და ამიტომ არ შეუერთდნენ.

„ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ და ყველაფერში გავხდეთ თავსებადები, რაშიც შესაძლებელია. ეს( საგარეო პოლიტიკის თავსებადობაზე) ჩაიწერა იმიტომ, რომ იქ არის რეზოლუციების ნაწილი, რომელსაც უბრალოდ საქართველო ვერ უერთდებოდა ორი მიზეზით. ერთი ისაა, რომ ორმხრივი სანქციების დაწესებას ნიშნავდა და მოიცავდა, რასაც ჩვენ არ შევუერთდით, რადგან ჩვენ არც ნატოს წევრები ვართ, არც ევროკავშირის და აგერ, 30 კილომეტრში გვიდგას მტერი, ვერ შევუერთდით უბრალოდ, ეკონომიკა დაგვექცეოდა თავზე. მეორე ნაწილი, რასაც ვერ შევუერთდით, ეხება ქვეყნებს, რომელიც უშუალოდ ჩვენს სამეზობლოშია, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და იმას რომ შეუერთდე ამ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობა გაგიფუჭდება. ვგულისხმობ რეზოლუციებს, რომელიც შეეხება მაგალითად, თურქეთს, აზერბაიჯანს, მათ შორის, ირანს, აფრიკულ ქვეყნებს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ვერ ვუერთდებით. რუსეთთან მიმართებით რეზოლუციებზე მიერთების არანაირი პრობლემა არ გვაქვს, გარდა ორმხრივი სანქციების დაწესებისა, პრაქტიკულად ყველას შეერთებული ვართ, ჰააგაში სარჩელის თანაინიციატორები ვართ. რუსეთთან მიმართებით რეზოლუციების ნაწილში პრობლემა არ ყოფილა. მაშინ, როცა ჰააგაში სარჩელის თანაავტორი ხარ, რუსეთთან მიმართებით რაიმე რეზოლუციაზე ხელის მოწერის ყოველგვარი უხერხულობა მოხსნილი გაქვს. მერე როგორი მარტივი მაგალითები ხდება ხოლმე – უცებ ატყდება ხოლმე ამბავი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა რატომ არ მივეცით და აღმოჩნდება ხოლმე, რომ დელეგაციის რომელიღაც წევრმა რეზოლუციას, სადაც ყველაფერი კარგად ეწერა, მივიდა და მიაწერა, რომ “მიშა გაათავისუფლეთ”,- განაცხადა დავითულიანმა.

არანაირი 12 პირობის და ახალი, დამატებითი დათქმების შემსრულებელი „ქართული ოცნება” არ არის -პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით,  კანდიდატის სტატუსზე დადებითი შეფასება პროგრესია, თუმცა „ქართული ოცნება“ დამატებითი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას არ შეეცდება.

მისივე თქმით, 2024 წლის გეოპოლიტიკურ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს, შემდგომ კი საქართველო ევროკავშირის წევრიც გახდება.

„კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითი შეფასება არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისა და საქართველოს გაერთიანების გზაზე. ჩვენ ვნახეთ, ერთი წელი ველოდით, არანაირი 12 პირობის და ახალი, დამატებითი დათქმების შემსრულებელი “ქართული ოცნება” არ არის.

არჩევანი მარტივია, მოდის 2024 წლის გეოპოლიტიკური არჩევნები, ვისაც უნდა ევროპა, ვისაც უნდა უსაფრთხოება და განვითარება ის მხარს დაუჭერს ოპოზიციას, ვისაც უნდა სიღარიბე, კორუფცია, მეტი რუსეთი და რუსული ჭაობი – მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას”.

მე მჯერა, როგორც 33 წლის წინ ქართველმა ხალხმა ჯერ აირჩია ეროვნული ხელისუფლება და შემდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს თავისუფლებას, ზუსტად ასე მოხდება ახლაც, ჯერ გაიმარჯვებს პროდასავლური ძალები ანუ ეროვნული ოპოზიცია და შემდეგ გავხდებით ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

“გლობალური კორუფციის ინდექსში” საქართველომ “კორუფციის დაბალი დონის” სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია

მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაციამ – Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023″ გამოაქვეყნა.
რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა და მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა. შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველი ადგილი მიიღო – სტატუსით „კორუფციის დაბალი დონე”. საქართველო აღნიშნულ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „კორუფციის დაბალი დონის” სტატუსი აქვს.
კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს.
GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე, ხოლო 2 ფინანსურ დანაშაულზე.

რას ამბობს თამაზ პაპიტაშვილი, რომელიც თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად, კირბალში, ლომისის ეკლესიასთან იმყოფებოდა

თამაზ პაპიტაშვილი, რომელიც თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად, კირბალში, ლომისის ეკლესიასთან იმყოფებოდა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც პაპიტაშვილი აცხადებს, ის 6 ნოემბერს, 6 ადამიანთან ერთად სოფლის სასაფლაოზე იმყოფებოდა, შემდეგ კი მან, დოთიაშვილმა და გინტურმა ლომისის ეკლესიაში წასვლა გადაწყვიტეს.

პაპიტაშვილი აცხადებს, რომ ცუდად იყო და ლომისის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია ადრე დატოვა, იქ კი გინტური და დოთიაშვილი დარჩნენ.

მისივე თქმით, ადგილზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები არ დაუნახავს და სოფელში ჩამოსვლის შემდეგ, 3 გასროლის ხმა გაიგო.

„სალოცავს შემოვუარეთ. ამათ მანქანით შემოუარეს, მე ფეხით. ცუდად ვიყავი, გადავედი ტყეში. რომ გადმოვედი არავინ დამინახავს. წამოვედი და იმის მერე იქ რა მოხდა, იცის იმ ბავშვმა, ვინც იქ დაჭერილია. 3 გასროლის ხმა გავიგე. სოფელში ჩამოვედი, მერე ვინ ვნახე და ვინ არა, აღარ მახსოვს“, – აცხადებს თამაზ პაპიტაშვილი.

საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის საკითხი, სადაც ყველას ერთიანობა გვმართებს”-ანა დოლიძე

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკომისიის გადაწყვეტილებას და კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის გაცემას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ახლა ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.

მისი თქმით, შემდეგი 5 კვირა საჭიროა, მუხლჩაუხრელი შრომა, რომ დეკემბერში, ევროკავშირის წევრმა 27-ივე სახელმწიფომ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.

„თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. აქვე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ რეკომენდაცია არაფერია, თუ შემდეგი 5 კვირა არ ვაჩვენებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ნამდვილად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ყველასთვის ცხადია, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე მოდის, რომელიც ამ დროისთვის, პროპაგანდითაა დაკავებული, თითქოს, ეს დადებითი რეკომენდაცია მათი 24-საათიანი შრომის შედეგია. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი მოქალაქეების აქტიურობის შედეგი, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი არაერთხელ ღიად გამოხატეს.

ახლა მთავარია, ყველამ ერთად გავაკეთოთ საერთო საქმე, საერთო მიზნისთვის. ამიტომ, მივმართავ ყველას, პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობოებს და მოქალაქეებს – ვისაც რისი გაკეთება შეგვიძლია, ვიაქტიუროთ იმ მიმართულებით რეკომენდაციების მიხედვით და შევეცადოთ, შემდეგი 5 კვირის განმავლობაში, ჩვენი თითოეული ნაბიჯით, ქმედებით თუ სიტყვით – ვაჩვენოთ ევროპას, რომ ნამდვილად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. როგორც ვნახეთ, რეკომენდაციები მოიცავს დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, რეფორმებს იუსტიციის საბჭოს მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით და ა. შ.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის საკითხი, სადაც ყველას ერთიანობა გვმართებს და ეს საქმე ყველამ ერთად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ერთი საქმე მომავლისთვის“, – აცხადებს ანა დოლიძე.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზში მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ჩატარდება.

„რაც შემეხება მე პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ბრიუსელში მყოფი გვარამიას, “ლელოს”, განსაკუთრებით მისი ახალი წევრის სამადაშვილის საცოდაობით დავიწვი. ამოხტნენ ქამრებიდან”- ამირან სალუქვაძე

“თუ მთავრობა არაფერ შუაშია და ხალხს მისცეს, რა მნიშვნელობა აქვს მთავრობა რას იზამს ამ ერთ თვეში, ხალხს თუ მისცეს, მთავრობა როგორ გააწვევინებს უკან?- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

“რამდენიმე რეპლიკა ოპოზიციის გუშინდელ ქცევასთან და მოდელირებულ (იმიტირებულ) ზეიმთან დაკავშირებით

1. ოპოზიცია ამბობს ხელისუფლებას არ გაუხარდაო, არ აღნიშნეთო და ა.შ. აბსურდი. წინა დღეს სამძიმარზე იყვნენ სოფ. კირბალში. დაავიწყდათ?

2. ოპოზიციას გუშინ კიდევ ორი გზავნილო ჰქონდა:

ა) სტატუსი ხალხმა მიიღო;
ბ) ყველაფერი უნდა გავაკეთოთო, რომ ერთ თვეში
მთავრობამ უკან არ გააწვევინოსო.

ორივე კითხვა გუშინდელ გადაცემაში კითხვებით შევუტრიალე:

ა) თუ ხალხმა მიიღო სტატუსი, მთავრობას რატომ სთხოვდნენ რეფორმებს, ხალხს რატომ არ სთხოვდნენ?

ბ) თუ მთავრობა არაფერ შუაშია და ხალხს მისცეს, რა მნიშვნელობა აქვს მთავრობა რას იზამს ამ ერთ თვეში, ხალხს თუ მისცეს, მთავრობა როგორ გააწვევინებს უკან?

3. კიდევ ერთი აბსურდული გზავნილები ჰქონდათ, პოლიციელისთვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელმა დაიმსახურაო. ანუ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელის დაწვის გამო მოუციათ.

4. ბრიუსელში მყოფი გვარამიას, “ლელოს”, განსაკუთრებით მისი ახალი წევრის სამადაშვილის საცოდაობით დავიწვი. ამოხტნენ ქამრებიდან.

5. გუშინ ზურაბიშვილმა ცალკე ზეიმი მოაწყო. დააყენა ბავშვები მომზადებული სიტყვებით. აქეს, ადიდეს, საბას, რუსთაველს და აღმაშენებელს შეადარეს. ამანაც შეიფერა. თქვა ჯერ ჩემი კამპანია არ დაწყებულაო.

მერე ადგა და ისევ კონსტიტუციის დარღვევით საფრანგეთში იმავე ღონისძიებაზე გაფრინდა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს.

თურმე სალომე ზურაბიშვილისთვის ევროპელობა ის ყოფილა, ნაციონალების წყალობით იმპიჩმენტს, რომ გადაურჩები და კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფეხებზე დაიკიდებ. ჩვენი ევროპელი ასე აღიქვამს: თუ კენჭისყრაზე ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამით სასამართლოს გადაწყვეტილებამ ძალა დაკარგა. სირცხვილია.

6. ყველაზე სასაცილო ისაა, იმედგაცრუება სახეზე რომ აქვთ ამოკვეთილი და ცდილობენ ზეიმის იმიტაცია შექმნან და სხვისი გაკეთებული საქმე მიიწერონ.

👉 სინამდვილეში, როცა ქვეყანას სჭირდება, ყოველთვის არასწორ მხარეს დგანან.

👉 ანუ, ოპოზიციამ, მ.შ. სალომე ზურაბიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში თავისი ადგილი და ფუნქცია ვერ იპოვა.”- წერს სოციალური ქსელში სალუქვაძე.

“ხელისუფლება – მოუსმინე ქართველ ხალხს!” – გიორგი ვაშაძე

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: – ოპოზიცია ყოჩაღ! სამოქალაქო სექტორი – ყოჩაღ! ხელისუფლება – მოუსმინე ქართველ ხალხს! ეს არის მთელი შინაარსი, – ასე აფასებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია დეკემბერში „აუცილებლად უნდა ჩაბეტონდეს“.

„საქართველომ კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური რეკომენდაცია მიიღო და როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, ეს ყველაფერი სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა.

რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვეს. მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ცხრა წინაპირობა ჩვენი გასაკეთებელია. მთავარი არის ის, რომ მომავალი, 2024 წლის არჩევნები გეოპოლიტიკური არჩევნებია. რა გზას ირჩევს საქართველო: ამ 9 რეკომენდაციის შესრულებით ევროკავშირის წევრობას თუ ისევ ჭიდაობას და იმ მაიმუნობას, რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ჰქონდა ადგილი. ვინ არის ამ პირობების შემსრულებელი? ჩვენ ხომ ვიცით, რომ გამკეთებლები ვართ! მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში იქნება შესრულებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

„ქართული ოცნება“ კვლავ დაიწყებს ჭიდაობას… არ უნდათ ცხრა პირობა შეასრულოს. რატომ არის „ქართული ოცნება“ ასეთი დამწუხრებული? მათაც კარგად იციან, რომ ამ ცხრა პირობის გამკეთებლები ისინი არ არიან და დიაგნოზს ამ ყველაფერს საზოგადოება აუცილებლად დაუსვამს.

წინ დიდი გამარჯვებისკენ! პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დეკემბერში იმედი მაქვს ჩაბეტონდება და ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც უნდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, დარწმუნებული ვართ 2024 წლის არჩევნებში იქნება, რომელიც ამ პირობებიდან მესამე მნიშვნელოვანი პირობაა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“დადებითი რეკომენდაცია არის ქართველი ხალხის დამსახურება!” – ანა ბუჩუკური

ევროკომისიისგან ძალიან მკაფიო გზავნილი მივიღეთ, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე მისი დადებითი რეკომენდაცია არის ქართველი ხალხის დამსახურება! მადლობა ქართველ ხალხს! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ხელისუფლების ვალდებულებაა, ლიდერის სტატუსი, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე დაკარგა, დროულად დაიბრუნოს და ამ მხრივ დაკარგული დრო აინაზღაუროს.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ ურყევი და უდრეკი ბრძოლის შედეგია, რასაც ქართველი ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებს – იმის მიუხედავად, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი ბევრჯერ გადავიხადეთ. მადლობა ქართველ ხალხს და მადლობა ევროპელ ხალხს, რადგან სირთულეების მიუხედავად, ევროპელი ხალხი ნამდვილ მეგობრებს გვერდით უდგას. ახლა თვითმიზანი უნდა იყოს, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ლიდერის სტატუსი დაიბრუნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ყველა შეუსრულებელი რეკომენდაცია, ასევე დამატებითი პირობები რაც შეიძლება სწრაფად შესასრულებელია”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი თანხების 96% დახარჯულია -თეთრი სახლი

შეერთებულმა შტატებმა, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინისთვის გამოყოფილი თანხების 96% დახარჯა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განუცხადა.

„შემიძლია გითხრათ, რომ, უკრაინისთვის ომის დაწყებიდან, გადაცემული თანხების მთლიანი ოდენობა 60 მილიარდ დოლარს აჭარბებს და დაახლოებით 96% დახარჯულია. ეს არის არა მხოლოდ დახმარება უსაფრთხოების სფეროში, არამედ ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა”,- თქვა კირბიმ.

მან დასძინა, რომ სპეციალურად სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხების 90% დახარჯულია.

კირბიმ ასევე თქვა, რომ აშშ ორიენტირებულია, გააგრძელოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა „მათ შეძლონ, დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, სანამ ამინდი გაუარესდება და შეამცირებს პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას“.

ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა პრეზიდენტ ბაიდენს, რომ კიევს შეუძლია პროგრესის მიღწევა, კირბიმ თქვა, ”აბსოლუტურად. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი შეძლებენ, დაიბრუნონ თავიანთი ტერიტორია. ვფიქრობ, ისინი კონფლიქტის დაწყებიდანვე არასათანადოდ იყვნენ შეფასებული”.