“ოპოზიციის მხრიდან იმის ძახილი, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი” – ირაკლი ჩიქოვანი

78
spot_img

ოპოზიციის მხრიდან იმის ძახილი, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი და ამის მარტივ გამაბათილებლად შეიძლება გამოვიყენოთ ის მიღწევები, რომლებიც ბოლო 11 წლის განმავლობაში გვქონდა, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ამ მიღწევებზე საუბრისას გამოყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია.

„ძალიან დიდი მონდომება დახარჯა ოპოზიცია და ასევე ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არაკეთილსინდისიერად მოპოვებული ფინანსური რესურსია, რომ შესწინააღმდეგებოდა დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ზუსტად ამიტომ, ახლა ცდილობენ რაღაცნაირად გადაფარონ საკუთარი წარუმატებლობა, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, რეფორმებს, რომლებიც მიმართულია იმისკენ რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის თავსებადობა ევროპულ კანონმდებლობასთან და ევროკავშირის სტანდარტებთან, შედეგი მოაქვს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.