სალომე ზურაბიშვილი პარიზში მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრა

89
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზში მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ჩატარდება.

„რაც შემეხება მე პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.