“ბრიუსელში მყოფი გვარამიას, “ლელოს”, განსაკუთრებით მისი ახალი წევრის სამადაშვილის საცოდაობით დავიწვი. ამოხტნენ ქამრებიდან”- ამირან სალუქვაძე

116
spot_img

“თუ მთავრობა არაფერ შუაშია და ხალხს მისცეს, რა მნიშვნელობა აქვს მთავრობა რას იზამს ამ ერთ თვეში, ხალხს თუ მისცეს, მთავრობა როგორ გააწვევინებს უკან?- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

“რამდენიმე რეპლიკა ოპოზიციის გუშინდელ ქცევასთან და მოდელირებულ (იმიტირებულ) ზეიმთან დაკავშირებით

1. ოპოზიცია ამბობს ხელისუფლებას არ გაუხარდაო, არ აღნიშნეთო და ა.შ. აბსურდი. წინა დღეს სამძიმარზე იყვნენ სოფ. კირბალში. დაავიწყდათ?

2. ოპოზიციას გუშინ კიდევ ორი გზავნილო ჰქონდა:

ა) სტატუსი ხალხმა მიიღო;
ბ) ყველაფერი უნდა გავაკეთოთო, რომ ერთ თვეში
მთავრობამ უკან არ გააწვევინოსო.

ორივე კითხვა გუშინდელ გადაცემაში კითხვებით შევუტრიალე:

ა) თუ ხალხმა მიიღო სტატუსი, მთავრობას რატომ სთხოვდნენ რეფორმებს, ხალხს რატომ არ სთხოვდნენ?

ბ) თუ მთავრობა არაფერ შუაშია და ხალხს მისცეს, რა მნიშვნელობა აქვს მთავრობა რას იზამს ამ ერთ თვეში, ხალხს თუ მისცეს, მთავრობა როგორ გააწვევინებს უკან?

3. კიდევ ერთი აბსურდული გზავნილები ჰქონდათ, პოლიციელისთვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელმა დაიმსახურაო. ანუ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელის დაწვის გამო მოუციათ.

4. ბრიუსელში მყოფი გვარამიას, “ლელოს”, განსაკუთრებით მისი ახალი წევრის სამადაშვილის საცოდაობით დავიწვი. ამოხტნენ ქამრებიდან.

5. გუშინ ზურაბიშვილმა ცალკე ზეიმი მოაწყო. დააყენა ბავშვები მომზადებული სიტყვებით. აქეს, ადიდეს, საბას, რუსთაველს და აღმაშენებელს შეადარეს. ამანაც შეიფერა. თქვა ჯერ ჩემი კამპანია არ დაწყებულაო.

მერე ადგა და ისევ კონსტიტუციის დარღვევით საფრანგეთში იმავე ღონისძიებაზე გაფრინდა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს.

თურმე სალომე ზურაბიშვილისთვის ევროპელობა ის ყოფილა, ნაციონალების წყალობით იმპიჩმენტს, რომ გადაურჩები და კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფეხებზე დაიკიდებ. ჩვენი ევროპელი ასე აღიქვამს: თუ კენჭისყრაზე ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამით სასამართლოს გადაწყვეტილებამ ძალა დაკარგა. სირცხვილია.

6. ყველაზე სასაცილო ისაა, იმედგაცრუება სახეზე რომ აქვთ ამოკვეთილი და ცდილობენ ზეიმის იმიტაცია შექმნან და სხვისი გაკეთებული საქმე მიიწერონ.

👉 სინამდვილეში, როცა ქვეყანას სჭირდება, ყოველთვის არასწორ მხარეს დგანან.

👉 ანუ, ოპოზიციამ, მ.შ. სალომე ზურაბიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში თავისი ადგილი და ფუნქცია ვერ იპოვა.”- წერს სოციალური ქსელში სალუქვაძე.