“დადებითი რეკომენდაცია არის ქართველი ხალხის დამსახურება!” – ანა ბუჩუკური

79
spot_img

ევროკომისიისგან ძალიან მკაფიო გზავნილი მივიღეთ, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე მისი დადებითი რეკომენდაცია არის ქართველი ხალხის დამსახურება! მადლობა ქართველ ხალხს! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ხელისუფლების ვალდებულებაა, ლიდერის სტატუსი, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე დაკარგა, დროულად დაიბრუნოს და ამ მხრივ დაკარგული დრო აინაზღაუროს.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ ურყევი და უდრეკი ბრძოლის შედეგია, რასაც ქართველი ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებს – იმის მიუხედავად, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი ბევრჯერ გადავიხადეთ. მადლობა ქართველ ხალხს და მადლობა ევროპელ ხალხს, რადგან სირთულეების მიუხედავად, ევროპელი ხალხი ნამდვილ მეგობრებს გვერდით უდგას. ახლა თვითმიზანი უნდა იყოს, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ლიდერის სტატუსი დაიბრუნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ყველა შეუსრულებელი რეკომენდაცია, ასევე დამატებითი პირობები რაც შეიძლება სწრაფად შესასრულებელია”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.