Home Blog Page 1783

რუსეთის მოქალაქის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

“შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ღაზაში კონფლიქტი არის ტყის ხანძარი, რომელიც, შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს – გაეროს წარმომადგენელი

ღაზაში კონფლიქტი არის ტყის ხანძარი, რომელიც შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს, – ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა პარიზში კონფერენციაზე განაცხადა, სადაც ღაზის ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე მსჯელობენ.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს ცალმხრივი წინადადების ნაწილი, რათა ღაზაში ასობით ათასი სასოწარკვეთილი მშვიდობიანი მოქალაქე ე.წ. უსაფრთხო ზონებში გადაიყვანოს“, – განაცხადა მარტინ გრიფიტსმა.

გრიფიტსმა დასძინა, რომ ბევრი მსჯელობა იყო ჰუმანიტარული პაუზების მნიშვნელობაზე და ის არ უარყოფს პაუზის მნიშვნელობას. თუმცა, გაერო-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ეს არ არის იგივე, რაც ცეცხლის შეწყვეტა.

80-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია პარიზში შეიკრიბა, რათა კოორდინაცია გაუწიონ დახმარების მიწოდებას და შეაფასონ, როგორ უნდა დაეხმარონ დაჭრილებს.

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. ამ ეტაპზე საახალწლო განათებები რობაქიძის გამზირზე მოეწყო, სადაც სამონტაჟო სამუშაოები კომპანიის 160-მდე თანამშრომელმა სპეცტექნიკის საშუალებით შეასრულა.

სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება.

მიმდინარე წელს იგეგმება ახალი ილუმინაციებისა და აქსესუარების მოწყობაც. სამუშაო პროცესის დროს განათებები მხოლოდ სატესტო რეჟიმში ირთვება.

” ქვეყანას „მივაქანებდით რუსეთისკენ“ და უცებ, სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში”- ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაც უფრო შორს წავალთ, ახალ-ახალი რეკომენდაციები და მეტი საშინაო დავალება გაჩნდება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, მიესალმება, თუ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩაერთვება.

„ევროკომისიის დასკვნაში თვალსაჩინოდ წერია, რომ ევროკომისიამ გადაწყვეტილება ქვეყნის პროგრესის გათვალისწინებით მიიღო, რომ საქართველოსთვის რეკომენდაცია გაეწია. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც ძველი რეკომენდაციებიდან გადმოყვა, თუმცა უკვე ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, რადგან 12 რეკომენდაცია აღარ არსებობს და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად არის ახალი რეკომენდაციები. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაც უფრო შორს წავალთ, ახალ-ახალი რეკომენდაციები და მეტი სექტორული საშინაო დავალება გაჩნდება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ვინ შეასრულებს? – რა თქმა უნდა, მთავრობა და ხელისუფლება.

კარგი იქნება, თუ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულებაში ჩაერთვება, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი მაინც და მაინც აღფრთოვანებული და მოწადინებული არ არიან, ამაში დაგვეხმარონ. ამ ყველაფერს ბრჭყალებში ვამბობ – ქვეყანას მივაქანებდით რუსეთისკენ და უცებ, კანდიდატის სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში, ასეთი ჯადოქრები ვართ, ყველაფერს გატყუებთ, თვალს გიხვევთ, გვინდა, შეცდომაში შეგიყვანოთ, გაჩვენებთ, რომ რუსეთისკენ მივდივართ და უცებ ევროკავშირში აღმოვჩნდებით. დღეს საქართველოს ასეთი სასწაულმოქმედი ხელისუფლება ჰყავს. თუ ეს ყველაფერი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობამდე მიგვიყვანს, ამ ჯადოქრობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

2024 წლის 3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება პორტფელების განაწილებასთან დაკავშირებით, კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) პორტფელში კვლავ დაბრუნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სქემის ყველა მონაწილეს ექნება საინვესტიციო პორტფელის ყოველ 12 თვეში ერთხელ შეცვლის უფლება.

„2024 წლის 3 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება. 3 იანვრიდან ყველა ის პირი ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) პორტფელში. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სქემის ყველა მონაწილეს ექნება საინვესტიციო პორტფელის ყოველ 12 თვეში ერთხელ შეცვლის უფლება“, – ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ მისთვის საქართველოს კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს – არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

“ეს იქნება წინა შემთხვევაზე კიდევ უფრო უხეში დარღვევა და იმის დემონსტრირება, რომ მისთვის საქართველოს კონსტიტუცია არაფერს არ ნიშნავს, ასევე ის, რომ სახელმწიფოს არჩეული პრეზიდენტი კონსტიტუციაზე მაღლა თავის პირად მოსაზრებას აყენებს, რაც დაუშვებელია, ფაქტი, რომ პრეზიდენტი განმეორებით დაარღვევდა კონსტიტუციას, ეს არის ძალიან მძიმე და ნეგატიური სიგნალი ევროინტეგრაციის პროცესში. ევროპელებისთვის გაუგებარი იქნება ევროინტეგრაციის ამ ისტორიულ მომენტში, ქვეყნის უმაღლესი რანგის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა დაარღვიოს კონსტიტუცია. მე თავს არ მივცემ უფლებას, სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტების ნაცვლად გავაკეთო განცხადებები, თუ რა რეაგირება იყო პარლამენტმა ეს უკვე აჩვენა. ასე რომ დაველოდოთ თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული,” – აცხადებს თალაკვაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

“უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნის” – აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

კარგი ახალი ამბავი ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

კომიტეტი აცხადებს, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეშია.

„უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

” მივესალმებით ნებისმიერ რეკომენდაციას, რომელიც დაგვეხმარება, საქართველო გახდეს უფრო ძლიერი პარტნიორი, რადიკალური ოპოზიცია დათქმების დემონიზებით არის დაკავებული”- თალაკვაძე

ვულოცავ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას და ევროკავშირის მხრიდან ჩვენი პროგრესის აღიარებას, რომ საქართველო დღეს არის უფრო ევროპული, თავისუფალი, ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე იყო 10-11 წლის წინ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინაპირობაა დეკემბერში სტატუსის მისაღებად.

„ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველო დეკემბერში სტატუსს მიიღებს, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამით ასრულდება ჩვენი წინაპრების „ოცნება“, ჩვენი თაობის „ოცნება“, საქართველო იყოს დასავლეთის სრულფასოვანი წევრი. მადლობა პარტნიორებს სამართლიანი შეფასებისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს და ხელისუფლებას, რომელმაც ხალხთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც საქართველო უკვე დეკემბერში ელოდება. მადლობა ყველა საჯარო მოხელეს, ვინც ევროპული რეკომენდაციებისთვის იმუშავა და რაც მთავარია, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებიც მტკიცედ გვიჭერდნენ მხარს ევროპული კურსისა და ინტეგრაციის მისაღწევად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებას დღეს საკუთარ ქვეყანასთან დაპირისპირებული ხალხი აკრიტიკებს.

„რადიკალური ოპოზიციის რეაქციებს რაც შეეხება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის პოლიტიკური ბანაკი, რომელიც ქირაობდა ლობისტებს, რათა საქართველოს ევროპული სტატუსი დაებლოკა. ჩადიოდნენ ევროპის დედაქალაქებში და ჩვენს პარტნიორებს, ლიდერებს არწმუნებდნენ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. ხალხს არწმუნებდნენ, თითქოს გეოპოლიტიკური პოზიცია შეიცვალა და შემდეგ ლამის იმასაც ამბობდნენ, თუ სტატუსს მივიღებთ, ეს „რუსული სტატუსი“ იქნებაო. ასეთი უმსგავსი და საკუთარ ქვეყანასთან დაპირისპირებული ხალხი გვაკრიტიკებს დღეს. პოლიტიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით უტიფარი და ამორალური იყო, როდესაც ახალი კამპანია წამოიწყეს, თითქოს „ქართულ ოცნებას“ სტატუსის მიღება არ გაუხარდა. ევროკავშირი შეს ქვეყანას მწვანე შუქს როცა უნთებს სტატუსის მისაღებად და შენ ხელისუფლებას რაღაცას უსამძიმრებ, თითქოს საქართველომ გეოპოლიტიკა შეიცვალა, თითქოს ხალხი შედის ევროკავშირში და ხელისუფლება – ვერა, ან ხელისუფლება შედის ევროკავშირში და ხალხი გარეთ დარჩება – ასეთი განცხადებებით როცა ხარ დაკავებული, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხარ და შენი ადგილი ევროპულ პოლიტიკაში, მომავლის პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ევროკომისიის მხრიდან ნებისმიერ საქმიან რეკომენდაციასა და პირობას მიესალმება.

„დათქმები, პირობები და მკაფიო საგზაო რუკა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის ის, რაც გვჭირდება და რაზეც არაერთხელ მიუმართავს ჩვენს ხელისუფლებას ევროპელი პარტნიორებისთვის. კარგია, რომ საქართველოსთვის ამ საგზაო რუკის მონახაზი უკვე არსებობს. ევრორეკომენდაციები არის საგზაო რუკის შინაარსობრივი ნაწილი და მივესალმებით ნებისმიერ საქმიან რეკომენდაციასა და პირობას, რომელიც დაგვეხმარება, საქართველო გახდეს უფრო ძლიერი დემოკრატია, ძლიერი ეკონომიკა და ევროკავშირის ძლიერი პარტნიორი. ასევე ველოდებით მეტ სიცხადეს საკითხებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით. ძალიან მნიშვნელოვანია, „ასოცირებული ტრიოსთვის“ არსებობდეს მკაფიო საგზაო რუკა, სადაც პროგნოზირებადი იქნება რეფორმების გეგმა, კონკრეტული თარიღები, როდის, რა ეტაპზე გადადიან ჩვენი ქვეყნები და როდის მოხდება გაწევრიანება.

რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია პირობებისა და დათქმების დემონიზებით. უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ცუდი ამბავია, რომ  ევროკავშირმა მომავალ რეფორმებზე ჩვენთან გახსნა დისკუსია. ეს თავისთავად მიუთითებს, რა დამოკიდებულება აქვთ და როგორ ესმით ევროპეიზაცია. 12 რეკომენდაციიდან ერთადერთი რეკომენდაცია იყო დეპოლარიზაცია, სადაც ძირითადი პასუხისმგებლობა საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნოდა და მათი წვლილი შეიძლება, მართლაც პოზიტიური ყოფილიყო. ანუ პოლიტიკის გადაყვანა კონფლიქტიდან საქმიან დისკუსიაში, ჩხუბიდან დემოკრატიულ ოპონირებაში და ესეც კი არ გააკეთეს. 12 რეკომენდაციიდან, პრაქტიკულად, არცერთზე მუშაობის პროცესში არ ჩაერთნენ და არცერთ კენჭისყრაში ოპოზიციის მხრიდან სრული მხარდაჭერა არ ჰქონია ევროპულ რეფორმებს. ამიტომ, პოლიტიკური მორალიც აღარ აქვთ, რომ რეფორმებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ილაპარაკონ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად თიბისი USAID-თან თანამშრომლობს

3 აგვისტოს, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად და დაზარალებულთა დასახმარებლად, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ, თიბისისთან პარტნიორობით, ჩაატარა საგრანტო კონკურსი ონის მუნიციპალიტეტის გლოლას თემში, მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად.

თიბისი საგრანტო პროექტების საერთო ღირებულების 20%-ს (55 000 ლარი) დააფინანსებს. აღნიშნული თანხა გადაირიცხება, თიბისი ბანკში შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, შექმნილი საქველმოქმედო ანგარიშიდან. შოვის სტიქიური უბედურების შემდეგ, აღნიშნულ საქველმოქმედო ანგარიშზე, 700 000-მდე ლარი შეგროვდა. აქედან 500 000 ლარი თიბისიმ ჩარიცხა, 200 000 ლარი კი, ინდივიდუალური პირების, ორგანიზაციებისა და კომპანიების დონაციებია.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სოფელ გლოლაში მოქმედი ისეთი ტიპის ბიზნესების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და განთავსების სერვისის მიმწოდებლები, კვების ობიექტები, ტურისტული სერვისების მიმწოდებლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სურსათის მწარმოებლები.

R

„ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ დღეშია, არცერთი მანიფესტი არ უშველით -ირაკლი ჩიქოვანი

არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პარტიას მანიფესტი რის საპირწონედ შესთავაზა, მაგრამ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ დღეშია, რომ მათ არცერთი მანიფესტი არ უშველით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ვერცერთი მანიფესტი ვერ გააქარწყლებს იმ ვითარებას, რომ ამ პარტიას მართავს ვანო მერაბიშვილი და მისი იდეოლოგიით იმართება.

„მისი იდეოლოგია მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ვნახეთ. ამ პარტიას ფინანსები კრიმინალ კეზერაშვილისგან აქვს, რაც სერიოზული პრობლემაა. რეალურად, პარტიაში ვერ გაურკვევიათ, ვინ არის წევრი, ვინ – არა და ვინ რას წარმოადგენს. არ მგონია, პარტიის რღვევა ამ მანიფესტმა შეაჩეროს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ეს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტისთვის კარგი იქნება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა, შექმნან ერთიანობის მანიფესტი. „თუ ვინმე არ მოისურვებს ხელის მოწერას, ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

“თუ უკრაინის დახმარებას შევწყვეტთ, ეს დაეხმარება რუსეთს და ძირს გამოუთხრის აშშ-ის სანდოობას მთელ მსოფლიოში” – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

თუ აშშ უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, ეს დაეხმარება რუსეთს და ძირს გამოუთხრის აშშ-ის სანდოობას მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა.

„ყველასათვის ნათელია, რომ ახლა ვლადიმირ პუტინი ელოდება. ის ფიქრობს, რომ თუ დაელოდება იქამდე, ვიდრე ჩვენთან არჩევნები გაიმართება ან უკრაინა დაიღლება, მაშინ რუსეთი გაიმარჯვებს. ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა. თუ ჩვენ გვსურს, კონკურენცია გავუწიოთ ჩინეთს, უკრაინის მხარდაჭერა ასევე გვეხმარება, განვაახლოთ ჩვენი სამრეწველო ბაზა როგორც სამხედრო, ისე ენერგეტიკული კუთხით. ახლა არასწორი დროა უკან დასახევად, ვინაიდან უკრაინა იმარჯვებს. მათ უკვე დაიბრუნეს ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ნახევარი… არ შეიძლება უკან დახევა, როდესაც საქმე ნახევრად გაქვს შესრულებული“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

არაფერი შეიცვალა იმ კუთხით, რომ „ჭინკები“ არსად გამქრალან-დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ პოლიტიკურ ანალიზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, რადიკალური ოპოზიცია, „გლობალური ომის პარტიასთან“ ერთად, საქართველოსთვის ზიანის მოტანის სხვა გეგმებზე გადავა.

„დღეიდან ჩვენთვის არაფერი შეიცვალა იმ კუთხით, რომ „ჭინკები“ არსად გამქრალან, უბრალოდ, თავის მავნებლობის ახალ „ლეველზე“ გადადიან და ახალ გეგმებს ხლართავენ.

არ შეცვლილან არც მათი კურატორები – გარეგნულმა სიმშვიდემ შეცდომაში არ შეგვიყვანოს. ორმაგი ყურადღებით უნდა ვაკვირდებოდეთ მოვლენებს – თავაზიანობისა და ზრდილობის პრიზმაში.

არაფერი შეიცვალა არც ჩვენი „სასარგებლო იდიოტების“ პერიოდული „პროდუქციით“ მოსარგებლე ჩვენს ჩრდილოელ „დაუძინებელ მეგობრებში“. ამ „მეგობრობის“ გადაფორმატების ფორმულაც არ შეცვლილა – დაშვებული დანაშაული უნდა გამოსწორდეს, „რამდენიმე საქართველოსთან“ საქმის დაჭერას ადგილი არ ექნება – საქართველო არის ერთი და ერთადერთი, რა თქმა უნდა, მასში მცხოვრები ყველა ეთნოსისა თუ კონფესიის უფლებების დაცვისა და პატივისცემის საფუძველზე.

უცვლელია ასევე ჩვენი, ქართველების საბაზისო ღირებულებების „ქეისი“, რომელსაც ვერც ერთი დათქმა თუ რეკომენდაცია ვერ შეარყევს. ევროპის რეალური ფასეულობები დღეს საქართველოშია დაცული და ჩვენ მზად ვართ, გონივრული სიფრთხილით, ვუწილადოთ ისინი ამისთვის მზადყოფნაში მყოფ ევრო-სუბიექტებს.

ზუსტად იმ ფორმულით, რომელიც გაახმოვანა უნგრეთის პრემიერმა: „თქვენ დღეს სჭირდებით ევროკავშირს!“ – და რაც არ თქვა, მაგრამ დიდი ალბათობით, იგულისხმა: „ამ ეტაპზე ალბათ უფრო მეტად, ვიდრე ის გჭირდებათ თქვენ“. ასე, რომ ფხიზლად ვართ, კარგად ვართ და ღვთის ნებითა და ხელშეწყობით, სხვაგვარად ყოფნას არც ვაპირებთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.