საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

75
spot_img

2024 წლის 3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება პორტფელების განაწილებასთან დაკავშირებით, კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) პორტფელში კვლავ დაბრუნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სქემის ყველა მონაწილეს ექნება საინვესტიციო პორტფელის ყოველ 12 თვეში ერთხელ შეცვლის უფლება.

„2024 წლის 3 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება. 3 იანვრიდან ყველა ის პირი ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) პორტფელში. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სქემის ყველა მონაწილეს ექნება საინვესტიციო პორტფელის ყოველ 12 თვეში ერთხელ შეცვლის უფლება“, – ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.