“თუ უკრაინის დახმარებას შევწყვეტთ, ეს დაეხმარება რუსეთს და ძირს გამოუთხრის აშშ-ის სანდოობას მთელ მსოფლიოში” – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

85
spot_img

თუ აშშ უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, ეს დაეხმარება რუსეთს და ძირს გამოუთხრის აშშ-ის სანდოობას მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა.

„ყველასათვის ნათელია, რომ ახლა ვლადიმირ პუტინი ელოდება. ის ფიქრობს, რომ თუ დაელოდება იქამდე, ვიდრე ჩვენთან არჩევნები გაიმართება ან უკრაინა დაიღლება, მაშინ რუსეთი გაიმარჯვებს. ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა. თუ ჩვენ გვსურს, კონკურენცია გავუწიოთ ჩინეთს, უკრაინის მხარდაჭერა ასევე გვეხმარება, განვაახლოთ ჩვენი სამრეწველო ბაზა როგორც სამხედრო, ისე ენერგეტიკული კუთხით. ახლა არასწორი დროა უკან დასახევად, ვინაიდან უკრაინა იმარჯვებს. მათ უკვე დაიბრუნეს ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ნახევარი… არ შეიძლება უკან დახევა, როდესაც საქმე ნახევრად გაქვს შესრულებული“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.