Home Blog Page 1765

გახარიამ თავის თავს მიხედოს, ნუ ცდილობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხშირი ხსენებით რამენაირად პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივოს -ირაკლი ქადაგიშვილი

“გიორგი გახარიამ თავის თავს მიხედოს, ნუ ცდილობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხშირი ხსენებით რამენაირად პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  გახარია არის ხელმოცარული.

„გიორგი გახარიამ თავის თავს მიხედოს, ნუ ცდილობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხშირი ხსენებით რამენაირად პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივოს, ჯერ საკითხი კარგად გაარკვიოს, წითლიძესთან ალიანსშია, გადამგდებია, მატყუარაა თუ ბიძინა ივანიშვილის ბე პროექტია. პრობლემაა ჭორიკანა ადამიანის, რომელსაც, ჭორაობის გარდა, არაფერი დარჩენია, პოლიტიკაში რომ იტივტივოს. ადამიანებს შეუძლიათ, ბევრ რამეზე იჭორაონ. გახარია არის ხელმოცარული. მას არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ასეთი ეპატაჟური ჭორაობით დაკავდეს, რათა რამენაირად ყურადღების ობიექტად დარჩეს. სერიოზულ პოლიტიკოსს თავში ის არ მოუვა, რასაც ეს ადამიანი კადრულობს, მაგრამ ეს ის ადამიანია, ვისაც არც ხედვა აქვს, არც გუნდი ჰყავს, არც გეგმა აქვს. მხოლოდ ის დარჩენია, რომ ჭორები მოიფიქროს, რისი ამტაცებელიც არიან მედიაშიც”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს – სააკაშვილი ამის შემდეგ სრულიად იდეალურ მდგომარეობაში იქნება” – ვახო მეგრელიშვილი

რომ დავფიქრდი, პრინციპში, რატომაც არა, მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს – მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ იქნება სრულიად იდეალურ მდგომარეობაში, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმრების მდგომარეობის შესახებ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნას და რეკომენდაციებს გამოეხმაურა.

მეგრელიშვილის განცხადებით, დასკვნის თანახმად, სააკაშვილს „ვივამედში“ კარგად უვლიან.

ამასთან, მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ „სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა, ჭამის პრობლემა რომ არ ჰქონია“.

„მე პირველად დავფიქრდი, რაც დასკვნა წავიკითხე ამ თემაზე, რაც იქ აღნიშნულია. ერთი მხრივ, გამიხარდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგად უვლიან, გარემო შიგნით, საცხოვრებელი პირობები, ინფორმაციასთან წვდომა და ა.შ. გადასარევად ჰქონია, გარეგნულადაც ეტყობა, ჭამის პრობლემა რომ არ ჰქონია და ა.შ. მაგრამ რომ დავფიქრდი, პრინციპში, რატომაც არა – მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს. ამის გამო, ალბათ, „ვივამედს“ შეიძლება მოუწიოს, არ ვიცი, მაგალითად, სახურავზე ეზოს განთავსება, რომ მსგავსი ფუნქციები მომავალში უკეთ შეასრულოს, ან კიდევ გვერდზე პარკია, წიწვნარი და უკან არის კიდევ ძალიან სერიოზული დენდროლოგიური პარკი და იქაც თუ სახელმწიფო და „ვივამედი“ შეთანხმდებიან, შეიძლება ეკოლოგიურად სწორ გარემოში პატიმრებს ჰქონდეთ დასვენების და სეირნობის საშუალება. მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ იქნება სრულიად იდეალურ მდგომარეობაში, როგორც ჩანს, ამ დასკვნის მიხედვით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკას და ტელესტუდიებს უნდა დაუბრუნდეს.

„მე ვფიქრობ, ის უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკას, ტელესივრცეს, თქვენს სტუდიებს და უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში ყოველგვარი ხელისშეშლის გარეშე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილის განცხადებით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს არავინ კლავს და „ტყუილები რომ მთავრდება, ადამიანებს უნდა რცხვენოდეთ“.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის დახმარების ასეთი სტრატეგიის არჩევით, მისმა კოლეგებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ “მძიმე შეცდომების დრო გაიარა.”

„ამაში დასამალი არაფერია და ნებისმიერი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილს იმ კონკრეტულ საავადმყოფოში არავინ ერჩის, არავინ კლავს და პირობებიც ადამიანურია, საბოლოო ჯამში იუმორის ხასიათზე გაყენებს, როცა მსგავსი შენიშვნები შეიძლება აღმოაჩინო იქ, რადგან არავინ ელოდებოდა ამ საავადმყოფოში, რომ 9 თვის განმავლობაში პაციენტი ეყოლება, ასეთი პაციენტები არ არსებობენ ბუნებაში. თუმცა, ვინაიდან ეს საპატიმროა და იქ ადამიანი ფაქტობრივად სასჯელს იხდის, გასაგებია, რომ ის მომენტი არავის აქამდე არ გახსენებია. ახლა გაახსენდებათ და „ვივამედი“ და სახელმწიფო მოიფიქრებს ამაზეც რეაგირებას და პასუხს. მაგრამ ტყუილები რომ მთავრდება რცხვენიათ თუ არა ადამიანებს, ამას თუ მეკითხებით, უნდა რცხვენოდეთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, „წამებისა პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კომიტეტის დელეგაციის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც „ვივამედის“ კლინიკაში არსებული ვითარებაა შეფასებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დელეგაციამ, გამოავლინა რეალური ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების და მულტიდისციპლინური მიდგომის არარსებობა. ამავე დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ზოგიერთი სიმპტომი და პათოლოგიური აღმოჩენა არ იყო საკმარისად გამოკვლეული. დასკვნაში ნათქვამია, რომ კლინიკაში არ მუშაობდნენ არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგები და გაცემულია რეკომენდაცია, „ვივამედის“ დაცულ პალატაში გადაყვანილ პატიმრებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ატმოსფერო კიდევ უფრო დამთრგუნველი იყო სათვალთვალო კამერების არსებობის გამო, რომელთაგან ერთი მუდმივად იღებდა სააკაშვილს საწოლში, რაც კომიტეტის შეფასებით, არის არა მხოლოდ პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა იყო, არამედ მისი ადამიანური ღირსების მიმართ უპატივცემულობაც.

“ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა, აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის მოქალაქეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები”

ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის მოქალაქეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. ეს წარმატებული მცდელობა იყო, მაგრამ გვესმის, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “ევრაზიის ახალი განთიადი?” გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ მხარეები მონახავენ გამოსავალს და მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას.

„რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს ორივე ქვეყანასთან. ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები არიან. ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის მოქალაქეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა და.ნაღმული ტერიტორიების რუკები. ეს წარმატებული მცდელობა იყო, მაგრამ გვესმის, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსურია. რეგიონში ბევრი მოთამაშეა და ყოველივე ზემოთ თქმულს მინდა ის დავამატო, რომ ორივე ქვეყნის ლიდერის პოზიცია ვიცი. სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ორმხრივ ფორმატში უნდათ ურთიერთობა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს სწორი გზაა, რადგან ყველა დაინტერესებული წრისა და მხარის, მედიატორის ჩართვით სიტუაცია უფრო წინააღმდეგობრივი და ნაკლებად პროდუქტიული ხდება ხოლმე. ამიტომ, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მათ. დიდი იმედი მაქვს, რომ მონახავენ გამოსავალს და მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას“, – განაცხადა პრემიერმა

მინდა საჯაროდ გადავუხადო მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას -ირაკლი ღარიბაშვილი:

კიდევ ერთხელ მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და საჯაროდ გადავუხადო მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას – საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „ევრაზიის ახალი განთიადი?“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია და დიდი წინსვლა ჰქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ და დიდი წინსვლა გვქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს გულისხმობს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ყოველივე ამის კულმინაცია სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

ასევე, ძალიან მოკლედ მინდა, ვახსენო, რომ 2012 წელს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა აშშ დოლარში. მაგალითად, მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე და აშშ დოლარში გაორმაგდა. 2020 წელს მშპ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 4 250 აშშ დოლარი იყო, ხოლო წელს 8 600 აშშ დოლარი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, – 7%. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია”

ორი წლის  წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, – 7%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “ევრაზიის ახალი განთიადი?” გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება.
 „დიდი მადლობა! უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. მეც მინდა შევუერთდე თქვენს მილოცვას და ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ ვუჩიჩს, მივულოცო ეს დიდი გამარჯვება.
საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა ქვეყნის ეკონომიკა და ამჟამად მივიჩნევით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მთელ მსოფლიოში.
ორი წლის  წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, – 7%. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 1 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზე იყო. წელს ველით, რომ 5 პროცენტზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეს ძალიან კონსერვატიული შეფასებაა. ამიტომ, ძალიან კარგი, სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში, პოლიტიკურადაც სტაბილურია საქართველო.
თქვენ ვაჭრობა ახსენეთ, და ეს მიმართულებაც, ზოგადად ყველაფერი, ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ვაფართოებთ სავაჭრო ურთიერთობებსა და კავშირებს.
ასევე მინდა ვახსენო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო გასულ წელს. ეს განსაკუთრებით ასეა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული გასული წლის დეკემბერში და საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ახლა უკვე, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ველით  საქართველოში”, –  განაცხადა პრემიერმა.

„პატიმარს სიმარტოვეს რა უმსუბუქებს? ალბათ, ცოლი ან ოჯახის წევრი და მეუღლემ მიაკითხოს ხოლმე სააკაშვილს”

ყველა რეკომენდაცია შეიძლება შვედეთსა და ნორვეგიაში არ იყოს გათვალისწინებული – გასეირნებას რაც შეეხება, ამის უზრუნველყოფა შეიძლება, – ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის და სხვა პატიმრების პირობების შესახებ „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნასა და გაცემულ რეკომენდაციებს.

ქადაგიშვილის თქმით, დასკვნა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანას პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის კუთხით ხელშესახები პროგრესი აქვს და რეფორმების გზაზე სწორი მიმართულებით მიდის. მისივე თქმით, თუ რაიმე კიდევ დასახვეწია, ამას გაითვალისწინებენ.

ქადაგიშვილის განცხადებით, დასკვნა ცხადყოფს, რომ ყველა პატიმარი, მათ შორის, სააკაშვილი იმყოფება იმ პირობებში, რომელიც ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და ოპოზიცია ამ საკითხზე სპეკულირებდა.

„თუ დავაკვირდებით რეკომენდაციებს, შეიძლება შვედეთსა და ნორვეგიაშიც არ იყოს ყველა ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული. სიმარტოვეს რაც შეეხება, პატიმრის სიმარტოვეს რა უმსუბუქებს – ალბათ, ცოლი ან ოჯახის წევრი და რა ვიცი, მეუღლემ მიაკითხოს ხოლმე. აი, გასეირნების საკითხი, შეიძლება რეალური იყოს. გასეირნების უზრუნველყოფა შეიძლება, იმ ტერიტორიაზე ცალკე პირობა შეიძლება შეიქმნას გასეირნების, ეს რეალური საკითხია. პატიმარი რომ სიმარტოვეს განიცდის, ამის კომპენსაცია ოჯახის წევრმა უნდა გაუწიოს – მეუღლემ, შვილმა, რა გითხრათ ახლა, არ ვიცი,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამს, სახელწოდებით – „ვაშენებთ ხვალინდელ ევროპას“.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა მიწვეულ სტუმრებს. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.

მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა ბრენდე ბორგემ, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა, ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და ვაჭრობის ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკიმ, კანადის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა კრისტია ფრილენდმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი, ამის შემდეგ რუსეთმა ააშენა სამხედრო ბაზები და კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას -ირაკლი ღარიბაშვილი

2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი, ამის შემდეგ რუსეთმა ააშენა სამხედრო ბაზები და კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში არასდროს ყოფილა ასეთი მშვიდობიანი და სტაბილური სიტუაცია, როგორიც ახლაა.

„რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მდგომარეობას, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, თქვენ გახსოვთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი და გუშინ გვქონდა ამაზე დისკუსია. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი, ამის შემდეგ რუსეთმა ააშენა სამხედრო ბაზები და კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. თუმცა უსაფრთხოების ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით, მიგვეღწია მშვიდობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო და უწყვეტი ათწლედისთვის, რომელმაც საქართველოს მოუტანა კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ არასდროს გვქონია საქართველოში ასეთი მშვიდობიანი და სტაბილური სიტუაცია, როგორიც ახლაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შვეიცარიის საკურორტო ქალაქში მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი გრძელდება.

უკვე ერთმანეთს ასწრებენ იმას, რომ ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში -გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

უკვე ერთმანეთს ასწრებენ იმას, რომ ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაკავშირებით განაცხადა.

„უკვე ერთმანეთს ასწრებენ იმას, რომ ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში, მაგრამ ეს უკვე აღარ არის საინტერესო. ეს ხალხი გაშიფრულია როგორც ქვეყნის მოღალატეები და გაშიფრულია ისიც, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია წინ მიიწევს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ოპოზიციაში საჯარო აღიარება გრძელდება – ვინ მოქმედებდა ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ქვეყნის ევროპული მომავალის წინააღმდეგ, ამაზე ამჯერად უკვე თაკო ჩარკვიანი საუბრობს. დეპუტატი კონკრეტული პოლიტიკოსის გვარს და პარტიას არ ასახელებს, თუმცა ადასტურებს , რომ სტატუსის მინიჭებას ნამდვილად ეწინააღმდეგებოდნენ.

უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მორიგ ავღანეთად არ გადაიქცევა -აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

„რესპუბლიკელებს“ სურთ, მიიღონ პასუხი კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს აშშ-ის საბოლოო მიზანი და სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

„უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მორიგ ავღანეთად არ გადაიქცევა. როგორც ხედავთ, ამერიკელებს აქვთ კითხვები, რატომ უნდა გრძელდებოდეს ეს ყველაფერი სათანადო პასუხების გარეშე. ასე რომ, მე ამ პასუხებს მოვითხოვ“, – აღნიშნა ჯონსონმა.

61 მილიარდი დოლარის დახმარების ახალი ტრანში, საიდანაც 44 მილიარდი დოლარი სამხედრო საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი, დაბლოკილია კონგრესში „რესპუბლიკური“ უმრავლესობის მიერ, რომელსაც სურს უკრაინისათვის დახმარება მექსიკიდან არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრებას მიაბას.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებოდა: სამნიძემ და დეკანოიძემ ისაუბრონ ამაზე -თაკო ჩარკვიანი

ყოფილა ასეთი შემთხვევა, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა იყო და ერთადერთ ადამიანზე შემიძლია, ვთქვა, სხვა ოპოზიციონერებისგან ნამდვილად არ გამიგია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” განაცხადა, როდესაც საუბრობდა თემაზე, შესწრებია თუ არა შეხვედრას, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ჩარკვიანი თავს იკავებს როგორც კონკრეტული გვარის, ისე – პარტიის დასახელებისგან, თუ ვინ ეწინააღმდეგებოდა კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამავე დროს, აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” და “სტრატეგია აღმაშენებლიდან” სტატუსის მიღების მოწინააღმდეგე არავინ ყოფილა.

“მე არ ჩავთვალე საჭიროდ, მით უმეტეს, სტატუსის მიღების წინ, იმდენად შევიკარით ყველა ოპოზიციონერი, რომ მოვერიდე და არ მივიჩნიე სწორად, რომ ამაზე უნდა მესაუბრა, ვინაიდან ოპოზიციონერების მხრიდან ეს იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა და სხვებისგან არ მსმენია.
რადგან გადავწყვიტე რომ არ ვთქვი, მაშინ ბოლომდე არ ვიტყვი. მერე რაღაცნაირად შეიცვალეს სასწრაფოდ პოზიცია, თავი გაიმართლეს რომ ჩვენ ამის თქმა ასე არ გვინდოდა, ამიტომ მოდი, ვაპატიოთ, რადგან შეცვალეს პოზიცია და თქვეს, რომ ეს შემთხვევით მოგვივიდა, თორემ არ გვინდოდა ასე გვეთქვა. მიხარია, თუ ეს სისულელე თუ შემთხვევით მოუვიდათ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც მე მარტო არ ვიყავი, ათი-თორმეტი ადამიანი მაინც იჯდა იქ.
თუ რაიმე შეხვედრა მქონია, თქვენ იცით, კბილებით მე რაც ვიმუშავე იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე საქართველომ სტატუსი მიიღოს- ეს არის ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ამიტომ “ნაციონალური მოძრაობიდან”, პირიქით, ყველა ძალიან მონდომებული იყო. ” – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

წამყვანის კითხვაზე – გამორიცხავს თუ არა “ლელოს” იმ ოპოზიციური პარტიების რიგებიდან, რომლის წარმომადგენელიც სტატუსის მიღების წინააღმდეგი იყო, ჩარკვიანმა უპასუხა: – “არა, არ გამოვრიცხავ”. მისივე თქმით, ვინაიდან ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი, მათვე უნდა დაასრულონ და დაასახელონ, ვინ იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების წინააღმდეგი.

“არ მინდა ამაზე საუბარი, ხათუნა სამნიძემ ისაუბროს ამაზე და ხატია დეკანოიძემ, მათ დაიწყეს და მათ გასცენ პასუხი, მათ ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი და მე რატომ ვთქვა? რადგან სამნიძემ და დეკანოიძემ დაიწყეს, დაასრულონ თავიანთი დაწყებული საქმე, თან ხატია საკმაოდ ახლოს არის “ლელოსთან” და რადგან “იკისრა” და გამოიტანა ეთერში ეს ყველაფერი თავის დროზე, დაასრულონ თავიანთი დაწყებული საქმე”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

“დასავლეთს კონფლიქტის კონსტრუქციული გადაწყვეტა არ სურს” – ლავროვი

უკრაინისთვის ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებისკენ ბიძგება იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს კონფლიქტის კონსტრუქციული გადაწყვეტა არ სურს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„შორი დისტანციის იარაღის გამოყენება ყირიმზე დასარტყმელად, იმ მიზნით, რომ ის საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდეს, ასევე დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში და არა მხოლოდ წაქეზება, არამედ შესაბამისი იარაღის გადაცემა, მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთს არ სურს რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ შეშფოთებას გაითვალისწინებდა“, – განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე, რომელზედაც გასული წლის შედეგები შეაჯამა.

„დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის; ეს ახლა დამატებით სტრატეგიულ რისკებს ქმნის“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთი არ არის დაინტერესებული რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებით და ვაშინგტონი ბრძანებებს გასცემს.

„2022 წლის აპრილში დასავლეთმა უკრაინას აუკრძალა ხელშეკრულებების ხელმოწერა, ასევე დასავლეთი ახლაც არაა დაინტერესებული მოლაპარაკებების დაწყებით. ბრძანებას ვაშინგტონი გასცემს“, – აღნიშნა ლავროვმა.