“დასავლეთს კონფლიქტის კონსტრუქციული გადაწყვეტა არ სურს” – ლავროვი

32
spot_img

უკრაინისთვის ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებისკენ ბიძგება იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს კონფლიქტის კონსტრუქციული გადაწყვეტა არ სურს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„შორი დისტანციის იარაღის გამოყენება ყირიმზე დასარტყმელად, იმ მიზნით, რომ ის საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდეს, ასევე დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში და არა მხოლოდ წაქეზება, არამედ შესაბამისი იარაღის გადაცემა, მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთს არ სურს რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ შეშფოთებას გაითვალისწინებდა“, – განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე, რომელზედაც გასული წლის შედეგები შეაჯამა.

„დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის; ეს ახლა დამატებით სტრატეგიულ რისკებს ქმნის“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთი არ არის დაინტერესებული რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებით და ვაშინგტონი ბრძანებებს გასცემს.

„2022 წლის აპრილში დასავლეთმა უკრაინას აუკრძალა ხელშეკრულებების ხელმოწერა, ასევე დასავლეთი ახლაც არაა დაინტერესებული მოლაპარაკებების დაწყებით. ბრძანებას ვაშინგტონი გასცემს“, – აღნიშნა ლავროვმა.