Home Blog Page 1683

შალვა კეკელია ბასიანთან პარაკლისის ჩატარებას აპირებს

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი შალვა კეკელია კლუბ ბასიანთან პარაკლისის ჩატარებას აპირებს.

ამის შესახებ კეკელიამ ქადაგებისას თქვა.

,,მინდა, რომ მივიდე იმ კლუბთან, იმ ბასიანთან… მინდა, რომ იქ პარაკლისი გადავიხადო, არასაკამათოდ. ახალგაზრდები ღამის 12 საათზე აპირებენ მისვლას, როგორც დავადგინე, ჩვენ ღამის 11 საათზე მივიდეთ უბრალოდ, პარაკლისი გადავიხადოთ მშვიდად და ღმერთს ვთხოვოთ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გადაარჩინოს…

…ჩვენც ყველანი მივიდეთ, არავის არ ეჩხუბოთ იქ, უბრალოდ მივდივარ, რომ პარაკლისი გადავიხადო და მაინტერესებს, რომელი ტელევიზიები მოვლენ იქ, ვის დააინტერესებს და ვინ გააკეთებს ამის შემდეგ მაინც გადაცემებს, რომ ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.

…თქვენ ხომ ყველას შვილები გყავთ, ჩვენი შვილები ყველანი ამ საფრთხის ქვეშ არიან, მე შვილები მყავს, მე ამ ქვეყანაში შვილები მეზრდება და არ მინდა, ჩემი შვილი იქ ვიღაცამ შეიტყუოს. სიკვდილის ადგილია და ასეთი ბევრი ადგილია ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ“, – ამბობს დეკანოზი.

,,ამას აკეთებს ის ქალბატონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ხელისუფლებაში და უამრავი ჯაფა გასწია ამისთვის”- გია ცაგარეიშვილი

როცა სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს და გვევლინება „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევების ერთგვარ შემკრებად, ამ მოზაიკას აკოწიწებს ქალბატონი ზურაბიშვილი. ეს დღეს ნათლად გამოჩნდა. ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ირაკლი კობახიძის და სხვების პროგნოზები მართლდება და ქალბატონი ზურაბიშვილი ერის გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურიდან ტრანსფორმირდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევების შემკრებ ერთგვარ ლიდერად და ამაში ძალიან გაიწაფა უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „მოამბეში“ განაცხადა.

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ამას აკეთებს ის ქალბატონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ხელისუფლებაში და უამრავი ჯაფა გასწია ამისთვის. „გახსოვთ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიპეტიები და არა მხოლოდ. ბევრს ავიწყდება, რომ იქამდე ქალბატონი ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარად გამოძერწა. არც მთაწმინდაზე იყო არჩევნების მომგები და არც მით უმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნების მომგები იყო. გაგახსენებთ მეორე ტურის პერიპეტიებს. ასე რომ, მისმა ბორბალმა მოჯადოებულ წრეზე იტრიალა და ისევ მიგორდა იქ, საიდანაც მისი მგზნებარე პოლიტიკური კარიერა დაიწყო. გაგახსენებთ 2004 წელს, როცა ის იყო ნომინირებული ჩვენ ქვეყანაში საგარეო საქმეთა მინისტრად. დღესაც მახსოვს სააკაშვილის მიერ ჩატარებული ბრიფინგი იმჟამინდელ საპრეზიდენტო ოფისში, რომელიც კანცელარიაში მდებარეობდა. ასევე გახსოვთ, როგორ გამოაძევეს ის სამინისტროდან. ძალიან დიდი ნაწილი მან ჩემთან და უამრავ ჩემს თანამებრძოლთან ერთად გაატარა იმჟამინდელ ოპოზიციაში, რომელსაც შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია ერქვა. როგორც ცა და დედამიწა, ისეთი სხვაობაა იმჟამინდელ და ამჟამინდელ ზურაბიშვილში.

ტრანსფორმაცია მართლაც თვალში საცემია და მისი შეხედულებების, პოლიტიკური გემოვნების რადიკალიზაცია ძალიან სწრაფად განვითარდა“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით, ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ მისწრაფებებს ამოფარებული ეს ადამიანები სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით აპირებენ პარალელური პროცესების შექმნას. „როცა ის [ზურაბიშვილი] წარმოადგენს თავის თავს, როგორც მიუმხრობელ და დამოუკიდებელ არბიტრს, რომელსაც უნდა გააერთიანოს ლამის ერი და ბერი და უნდა, რომ ზემოდან მოექცეს ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ ლიდერს, იგი თავის ოფისს სთავაზობს რადიკალურ ოპოზიციას თავშეყრის ადგილად და ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ მისწრაფებებს ამოფარებულები, ეს ადამიანები მისი ხელმძღვანელობით აპირებენ პარალელური პროცესების შექმნას. მან თქვა დღეს დარბაზში – მობრძანდით ჩემთან, შევქმნათ ქარტია და ასე გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლა. ერთ-ერთი ქარტია და ერთ-ერთი მოქმედება, რაც შეიძლება განახორციელოს დღეს ქვეყანამ, არის ის ცხრა ნაბიჯი, რომლის გადადგმა ევროკომისიამ შემოგვთავაზა რამდენიმე თვის უკან. ეს არის ჩვენი ქარტიაც, ეს არის ჩვენი უახლოესი გეგმები, მათ შორის, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების.

დღეს პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე სწორედ ეს განაცხადა, რომ უმთავრესი ჩვენი მიზანი და მოწოდება არის, რომ წელს ჩავხუროთ ცხრავე რეკომენდაცია და ამ წლის ბოლოს, იმის შემდეგ, რაც სანიმუშო არჩევნებს ჩავატარებთ, გავხსნათ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი. სად არის აქ ზურაბიშვილის როლი, სად არის აქ დანარჩენი ჩვენი გარადიკალებული ოპოზიციის როლი? როგორც ჩანს ორბელიანის სასახლეში. ქალბატონ ზურაბიშვილს უნდა ახსოვდეს, რომ მას დროებით უკავია ეს რეზიდენცია. ეს არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის რეზიდენცია, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, თუ მას უნდა ნაცმოძრაობის პარტიული დროშის აღმართვა ამ რეზიდენციაზე, ეს შეუძლია ასევე პირდაპირ თქვას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

წალენჯიხის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი დავით ბელქანია განცხადებას ავრცელებს

წალენჯიხის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი დავით ბელქანია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა და მისი მოადგილეები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, სტიქიის ზონაში არ იმყოფებიან და დაზარალებული მოსახლეობა დახმარების გარეშეა დარჩენილი.

როგორც ბელქანიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა მერი ხარჩილავა მათთან ამ დრომდე არ გამოჩენილა, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.

გავრცელებული ინფორმაციით, მერიის მოადგილეები თბილისში იმყოფებიან. მერს კი ტელეფონი გამორთული აქვს და ვერ უკავშირდებიან. ამასთან, „ქრონიკას“ მერიის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, რომ გია ხარჩილავა სამუშაო საათებში მერიის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ახლა სად არის ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს და არის ძლიერი ქარი. სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა, წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები. გათიშულია ელექტროენერგია. მოსახლეობას გაუნადგურდა ინფრასტრუქტურა და საყოფაცხოვრებო ნივთები.

,,პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიციის ერთიანობა შედგეს”- ალეკო ელისაშვილი

მე გამოვედი ჩვენი პარტიის სახელით და საჯაროდ დავუდასტურე პარლამენტის ტრიბუნიდან მზადყოფნა და მზაობა პრეზიდენტს. ჩვენი პარტია „მოქალაქეები მზად ვართ, მივიდეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან სადაც იქნება ეს პლატფორმა და ჩვენი მოსაზრებები ვთქვათ, სხვებსაც მოვუსმინოთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიციის ერთიანობა შედგეს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმე ერთობისკენ წავიდეს, მაგრამ გულახდილად, გითხრათ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენს ოპოზიციონერ ლიდერებს მეტისმეტად მოუთოკავი ამბიციები აქვთ. ძალიან ამპარტავნები არიან. ასევე, მე მივიღე ის შენიშვნაც და ეს იყო ძალიან სწორი, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ერთმანეთის ლანძღვას თავი უნდა დავანებოთ. ბოლო პერიოდი მე იმის გამო მაკრიტიკებენ, რატომ არ ილანძღებიო. ასაკთან ერთად მემატება მიმძაფრდება ის განცდა, რომ ეს არ არის სწორი და თუ ჩვენ ცვლილებები გვინდა, თუ უკეთესი პოლიტიკა, უკეთესი საქართველო გვინდა, მაშინ იდეებით უნდა ველაპარაკოთ ხალხს და ერთმანეთის გაუთავებელ ლანძღვას უნდა მოვეშვათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

ოპოზიციაში გაერთიანებების შექმნაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ეს გახდა აშკარა და გარდაუვალი”- ვოლსკი

ოპოზიციაში გაერთიანებების შექმნაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა დღეს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ეს გახდა აშკარა და გარდაუვალი, ვინაიდან სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავენ, მათი წარსულისა და აწმყოს დისკრედიტაციის საკმაოდ მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„სცენარი ითვალისწინებს შემდეგს, რომ ამ ლიდერებმა, გახარიამ, „ლელომ“, ბოლო მომენტში განაცხადონ, რომ აქვთ მნიშვნელოვანი განსხვავებები და პიროვნული შეუთავსებლობა, მაგრამ, „სამშობლოსათვის“ უნდა შექმნან ერთობა, ერთიანი პლატფორმა და ამით, რასაკვირველია, გარკვეული პიარული ქულები ჩაიწერონ დასავლეთის მიმართ. ზოგადად, მიმდინარეობს დასავლეთის ყურადღების მიპყრობის და მხარდაჭერის მოპოვების მცდელობები. ეს იმდენად აშკარაა, რომ ამაზე აღარც ვსაუბრობთ, მაგრამ ამ გაერთიანებების შექმნაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა დღეს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ეს გახდა აშკარა და გარდაუვალი, ვინაიდან სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავენ, ვინაიდან მათი წარსულისა და აწმყოს დისკრედიტაციის ხარისხი საკმაოდ მაღალია. „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯვნის ფაქტორი უკვე კომიკურ სახეს იღებს. არ იციან, როგორ გაემიჯნონ. გახარია 4 თუ 5 საკრებულოში თანამშრომლობს მათთან, რუსთავში საერთოდ საბოტაჟი მოაწყვეს ბიუჯეტთან დაკავშირებით. თანამშრომლობა აშკარაა და გაიხსენეთ, არჩევნების წინ რა ხდებოდა, რატომ გადადგა გახარია, რა გეგმას ითვალისწინებდა სააკაშვილის ჩამოსვლა, მელიას გამაგრება პარტიის ოფისში და ხალხის შეკრება. გახარია ამბობდა, რამდენიმე დღე მომეცითო – აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ არის – დროულად და ოპერატიულად იმოქმედა ვახტანგ გომელაურმა და ყველაფერი ჩატარდა ისე, როგორც კანონს შეესაბამება. გახარია გადადგა და საფრთხე შეუქმნა ქვეყანას. რისთვის? იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ რევოლუციის იდეა ყოფილიყო რეალიზებული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კოსმოსური რაკეტებსა და მედიცინის მიღმა- ირანის მოგზაურობა ვარსკვლავებთან

კოსმოსური რაკეტებსა და მედიცინის მიღმა: ირანის მოგზაურობა ვარსკვლავებთან

გინახავთ ირანული ახალი თანამგზავრების ცეცხლოვანი გაშვების კადრები? ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი სანახაობა, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ირანელმა ხალხმა მიაღწია ვარსკვლავებს და გასცდა მათ ფარგლებს! მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბები ხშირად საუბრობენ ირანის კოსმოსურ პროგრამაზე, ან ქვეყნის გასაოცარ სამედიცინო მიღწევებზე, სიმართლე გაცილებით დიდია. ირანის მოგზაურობა ვარსკვლავებთან არ ეხება მხოლოდ კოსმოსურ რაკეტებს და მედიცინას, არამედ პროგრესს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ბევრ სხვა სფეროში.

მოგზაურობა ვარსკვლავებთან: ირანის გაბედული კოსმოსური პროგრამა

ისლამური რევოლუციის გამარჯვების 45-ე წლისთავის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო შიდა წარმოების სამი თანამგზავრის გაშვება კოსმოსში თანამგზავრის გადამტანი რაკეტის “სიმუღ”-ის მეშვეობით.

ახლა უკვე ირანი შეუერთდება იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი თანამგზავრების გაშვება!  მომავალი კიდევ უფრო ნათელია, უფრო დიდი რაკეტების აგება და რამდენიმე თანამგზავრის ერთდროულად გაგზავნაც კი იგეგმება. ერთ დღეს ირანული კოსმოსური რაკეტები შეძლებენ 15 ტონამდე ტვირთის გადატანას, რაც კიდევ მეტად გაგვიხსნის სამყაროს შესაძლებლობებს!

ირანი მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს საკუთარი კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებაში. კერძოდ, ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს ეროვნულ კოსმოსურ პროგრამას და გეგმავს კოსმოსში ასტრონავტების გაგზავნას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

ვარსკვლავების მიღმა: ციფრული სამყაროს აშენება

მაგრამ ირანის მოგზაურობა არ არის მხოლოდ კოსმოსური. დედამიწაზე სულ ახალი სამყარო იქმნება, რომელიც საზრდოობს ინტერნეტით და ირანელი ხალხის შემოქმედებით. თითქმის ყველას, პატარა სოფლებშიც კი, აქვს წვდომა ინტერნეტთან! ეს მძლავრი ინტერნეტი, 71000 კილომეტრზე მეტი კაბელით, დაეხმარა უამრავ სტარტაპსა და ტექნიკურ კომპანიას წარმატების მიღწევაში. მათ შექმნეს 345 000-ზე მეტი არაჩვეულებრივი მობილური აპლიკაცია, შეცვალეს ყიდვა-გაყიდვის მეთოდი. სოციალური ქსელი, ინსტაგრამის მსგავსი, გახდა მღელვარე ბაზარი, 415 000-ზე მეტი მცირე ბიზნესი ყოველწლიური მილიარდობით ბრუნვით! ეს ონლაინ ბაზარი აძლიერებს ადამიანებს, აძლიერებს ეკონომიკას.

სტატისტიკის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ 2024 წელს ირანში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 84,82 მილიონ ადამიანს მიაღწევს. იმავე 2024 წელს ირანში ინტერნეტის შეღწევადობის სავარაუდო მაჩვენებელი კი 94,45%-ს მიაღწევს.

მკურნალი ხელები: სამედიცინო მიღწევები ახალ იმპულსს იძენს

მიუხედავად იმისა, რომ სატელიტები და კიბერსივრცე საინტერესოა, განსხვავებული სახის ინოვაციური მიღწევებია ირანულ ლაბორატორიებსა და საავადმყოფოებში. ირანელი მეცნიერები ლიდერები არიან მედიცინის მრავალ დარგში:

  • ღეროვანი უჯრედების კვლევა: ამ სფეროში ირანი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ღეროვანი უჯრედების კვლევა, დაზიანებული ორგანოების განკურნებას და სისხლის დაავადებების მკურნალობას გვპირდება.
  • ნანომედიცინა: ნანო ნაწილაკების გამოყენებით, ირანელი მეცნიერები ავითარებენ ახალ გზებს ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის როგორიცაა სიმსივნური დაავადებები, ნაკლები გვერდითი ეფექტებით.
  • სიმსივნის სამკურნალო ხელმისაწვდომი საშუალებები: ირანელი მეცნიერები ქმნიან სიმსივნის სამკურნალო ისეთ ახალ პრეპარატებს, როგორიცაა Paclinab, რომელიც მოქმედებს კიბოს მრავალი სახეობის წინააღმდეგ და უფრო ეფექტურია, ვიდრე ძველი თაობის წამლები. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა კიბოს სამკურნალო საშუალებებზე.
  • რობოტი ქირურგები: საოპერაციო ოთახში “სინას რობოტი ტელექირურგის სისტემა” ეხმარება ექიმებს კომპლექსური ოპერაციების ჩატარებაში უფრო მეტი სიზუსტით და ეფექტურობით. ამან შეიძლება ოპერაციები ხელმისაწვდომი გახადოს უფრო მეტი ადამიანისთვის ირანში და მის ფარგლებს გარეთ.

 

სათაურებს მიღმა: ახალი ტექნოლოგიური საზღვრები

ირანის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მოგზაურობის ამბავი კიდევ უფრო შორს მიდის! ირანელი მკვლევრები ასევე პროგრესირებენ შემდეგ სფეროებში:

  • ხელოვნური ინტელექტი: ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება კიბოს ადრეული გამოვლენისთვის, მოსავლის დაავადებების პროგნოზირებისთვის და სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის გასაუმჯობესებლადაც კი.
  • განახლებადი ენერგია: ირანს სურს გამოიყენოს მეტი სუფთა ენერგია, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია. ირანში უკვე აშენებულია მზის ენერგიის პანელები და ქარის ტურბინები.
  • ბირთვული ტექნოლოგიები: კოსმოსის გარდა, ირანს აქვს გამოცდილება კიბოს სამკურნალოდ გამოსაყენებელი სამედიცინო იზოტოპების წარმოებაში.

გამოწვევები და მდგრადობა: წინსვლის სურვილის სტიმულირება

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს წარმატებები მიიღწევა ისეთი გამოწვევების მიუხედავად, როგორიცაა პოლიტიკური დაძაბულობა და ეკონომიკური სირთულეები. მიუხედავად ამისა, ირანელი მეცნიერები, მეწარმეები და მკვლევრები სამედიცინო სფეროში აგრძელებენ მუშაობას. მათი სწრაფვა გააუმჯობესონ ცხოვრება როგორც ირანში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გვიჩვენებს ადამიანური გამჭრიახობის ძალას და რთულ ვითარებაში წინსვლის და განვითარების მტკიცე ნებას.

ღიაობა თანამშრომლობისთვის: პროგრესის გაზიარება ნათელი მომავლისთვის

ირანს ღრმად სწამს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის და იმის, რომ მის განვითარებას და წინსვლას შეუძლია სარგებელი მოუტანოს მთელ რეგიონს და მზად არის გაუზიაროს თავისი გამოცდილება და ტექნოლოგია ისეთ მეგობარ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია ისარგებლოს ირანის ხელმისაწვდომი სამედიცინო მიღწევებით და ინოვაციური პროდუქტებით საკუთარი გამოწვევების გადასაჭრელად ჯანდაცვის სფეროში, რაც ორივე ქვეყნის პროგრესსა და კეთილდღეობას წაადგება.

მოგზაურობა განსხვავებულ გზაზე: ნათელი მომავლისთვის

ირანის აღმავლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში, არ არის მხოლოდ მიღწევების ჩამონათვალი; ეს არის ადამიანის გამძლეობის, ინოვაციების და უკეთესი მომავლისკენ მუდმივი სწრაფვის ისტორია. ვინაიდან ირანი აქტიურად აგრძელებს კვლევებს კოსმოსის, ციფრულ ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის და ბევრ სხვა სფეროებში, ის არამარტო იმედს აძლევს საკუთარ ხალხს, არამედ შთაგონებას მათ თანამშრომლობისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის ყველას სასარგებლოდ.

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

“2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას შეითავსებს” – ლევან დავითაშვილი

იგეგმება ბონდების გამოშვების თანადაფინანსება – 2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას შეითავსებს და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. 2024 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კერძო სექტორის, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ასევე, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა ეკონომიკის ზრდის კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართული სტრუქტურული რეფორმების განხორციელება.

„გაგრძელდება კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას, აგრეთვე ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას. იგეგმება ბონდების გამოშვების თანადაფინანსება – 2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას შეითავსებს და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. 2024 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულება საინვესტიციო ფონდების განვითარებაა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გააგრძელებს მუშაობას კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად, სადაც სახელმწიფო ლიმიტირებული პარტნიორი იქნება.

„2024 წელს ასევე დაგეგმილია აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმის შექმნა, რაც კომპანიებს საშუალება მისცემს, საკუთარი აქტივები დამატებითი სასესხო რესურსის მოსაზიდად გამოიყენონ.

პარალელურად გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი ტრადიციული პროექტების განხორციელება: მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2024 წლის განმავლობაში, სქემით ისარგებლებს დამატებით 250 პროექტი, სადაც დაგეგმილია 200 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება. ამასთან, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს დაგეგმილია 400-ზე მეტი ახალი პროექტის მხარდაჭერა, რის შედეგადაც მოხდება 500 მილიონ ლარამდე სესხის და 700 მილიონ ლარამდე ინვესტიციის მობილიზება.

ამასთან, სააგენტო გააგრძელებს მუშაობას მიკრო და მცირე მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის გაგრძელდება თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2024 წელს დაფინანსდება 40 სტარტაპი 150 000 ლარიანი გრანტით. ასევე, გაგრძელდება რეგიონული საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება 40 მდე სტარტაპი 25 000 ლარიანი გრანტით.

500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს 30 ადგილობრივი და საერთაშორისო სტარტაპი გაივლის ინტენსიურ სამთვიან აქსელერაციის კურსს. გაფართოვდება ტექნოპარკების ქსელი საქართველოში და აქტიურად გაგრძელდება ყველა ტექნოპარკში ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებისა და განათლების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. დაგეგმილია სენაკის და ქუთაისის ტექნოპარკის გახსნა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“მივესალმებით ყველა სახის ერთობას, რომელიც მოემსახურება ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას” – ლევან ხაბეიშვილი

მივესალმებით ყველა სახის ერთობას, რომელიც მოემსახურება ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციის გაერთიანებაზე მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ისინი მიესალმებიან ყველა სახის ერთობას „თუ ამას სხვა ოპოზიციური პარტიების შეძლებენ“.

„ჩვენ გვაქვს „გამარჯვების კოალიცია“, შესაბამისად, მივესალმებით ყველა სახის ერთობას თუ ამას სხვა ოპოზიციური პარტიების შეძლებენ და ცხადია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატში ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ დავსხდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან სასაუბროდ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

“მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისკენ”- ლაშა ხუციშვილი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში, მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ამოცანის შესასრულებლად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისკენ, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, სიღარიბის შემცირებისა და ქვეყნის რეგიონულ, ლოგისტიკურ და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებებზე. ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის შემდგომი პერიოდი საქართველოს ეკონომიკამ სწრაფი აღდგენით დაიწყო და 2021-2022 წლებში ორნიშნა ზრდა დააფიქსირა.

„საკმაოდ წარმატებული იყო 2023 წელიც. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, სამი წარმატებული წლის შემდეგ, სრულად აღმოიფხვრა პანდემიით გამოწვეული ჩამორჩენა და ეკონომიკა დაუბრუნდა იმ ტრენდს, რომელიც პანდემიის არარსებობის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო. ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ განიცდის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში 2023 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა, ხოლო ბოლო 8 თვის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება.

როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლოსთვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა 8000 დოლარს გადააჭარბა. 2024 და მომდევნო წლებში მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

„ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის საქართველომ გასულ წლებში ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მრავალი მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ეკონომიკურ და ფისკალურ მიმართულებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონე, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2024 წელს ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45 პროცენტამდე იქნება. 2000-იანი წლებიდან ევროკავშირში გაწევრიანებული 13-დან 4 ქვეყნის, კერძოდ: პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ბულგარეთის შემთხვევაში, გაწევრიანების მომენტში მათი ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო. შესაბამისად, საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით გაწევრიანებისათვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.

ხუციშვილის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ ან/და მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირისა და პანდემიის შემდეგ მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების აღდგენის სისწრაფის მიხედვით.

„სახელმწიფო ფინანსების მართვის მიმართულება ტრადიციულად ჩვენი ფისკალური პოლიტიკის ძლიერი მხარეა, სადაც მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო შეფასებებში მუდმივად მოწინავე ადგილებს ვიკავებთ, მათ შორის, „ღია ბიუჯეტის ინდექსში“, რომელიც აფასებს საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობას, საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე“, – განაცხადა ხუციშვილმა.

“უკრაინა ევროპაა, ვინაიდან, ევროპა უკრაინელების გულებსა და ტვინებშია” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

მალე უკრაინა ევროკავშირის შემადგენლობაში იქნება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უკრაინელი ერის ღრმა სურვილია.

“კონტრასტი [უკრაინაში არსებულ] ვითარებასთან სულ რაღაც 10 წლის წინ არ შეიძლება უფრო გასაოცარი იყოს. მაშინ პრორუსული რეჟიმი უკრაინაში ავტორიტარულ კანონებს იღებდა და მომიტინგეებს ქუჩებში კლავდა. დღეს ქვეყანა ახალ კანონმდებლობას იღებს, რომელიც ეროვნული უმცირესობების უფლებებს აფართოებს, სასამართლო სისტემას აუმჯობესებს და ხელისუფლების შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას უზრუნველყოფს. სწორედ ამან მიგვიყვანა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან. და ეს პროცესი არა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ამას ევროპა ითხოვს. ეს უკრაინელი ერის ღრმა სურვილია. უკრაინა ევროპაა, ვინაიდან ევროპა უკრაინელების გულებსა და ტვინებშია. და მალე უკრაინაც იქნება ჩვენს კავშირში”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

უკრაინამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის პერიოდის 13 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

დადგენილებაში, რომელიც დამტკიცებულია კანონით, ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ხანგრძლივ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიასთან დაკავშირებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებების საფუძველზე, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 14 თებერვლის დილის 5:30 საათიდან 90 დღის ვადით, ანუ 2024 წლის 13 მაისამდე გახანგრძლივდა.

სახალხო დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გაგრძელებას.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები გუშინ წარუდგინა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი მეათედ დაუჭირა.