,,პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიციის ერთიანობა შედგეს”- ალეკო ელისაშვილი

31
spot_img

მე გამოვედი ჩვენი პარტიის სახელით და საჯაროდ დავუდასტურე პარლამენტის ტრიბუნიდან მზადყოფნა და მზაობა პრეზიდენტს. ჩვენი პარტია „მოქალაქეები მზად ვართ, მივიდეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან სადაც იქნება ეს პლატფორმა და ჩვენი მოსაზრებები ვთქვათ, სხვებსაც მოვუსმინოთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიციის ერთიანობა შედგეს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმე ერთობისკენ წავიდეს, მაგრამ გულახდილად, გითხრათ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენს ოპოზიციონერ ლიდერებს მეტისმეტად მოუთოკავი ამბიციები აქვთ. ძალიან ამპარტავნები არიან. ასევე, მე მივიღე ის შენიშვნაც და ეს იყო ძალიან სწორი, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ერთმანეთის ლანძღვას თავი უნდა დავანებოთ. ბოლო პერიოდი მე იმის გამო მაკრიტიკებენ, რატომ არ ილანძღებიო. ასაკთან ერთად მემატება მიმძაფრდება ის განცდა, რომ ეს არ არის სწორი და თუ ჩვენ ცვლილებები გვინდა, თუ უკეთესი პოლიტიკა, უკეთესი საქართველო გვინდა, მაშინ იდეებით უნდა ველაპარაკოთ ხალხს და ერთმანეთის გაუთავებელ ლანძღვას უნდა მოვეშვათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.