ოპოზიციაში გაერთიანებების შექმნაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ეს გახდა აშკარა და გარდაუვალი”- ვოლსკი

33
spot_img

ოპოზიციაში გაერთიანებების შექმნაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა დღეს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ეს გახდა აშკარა და გარდაუვალი, ვინაიდან სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავენ, მათი წარსულისა და აწმყოს დისკრედიტაციის საკმაოდ მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„სცენარი ითვალისწინებს შემდეგს, რომ ამ ლიდერებმა, გახარიამ, „ლელომ“, ბოლო მომენტში განაცხადონ, რომ აქვთ მნიშვნელოვანი განსხვავებები და პიროვნული შეუთავსებლობა, მაგრამ, „სამშობლოსათვის“ უნდა შექმნან ერთობა, ერთიანი პლატფორმა და ამით, რასაკვირველია, გარკვეული პიარული ქულები ჩაიწერონ დასავლეთის მიმართ. ზოგადად, მიმდინარეობს დასავლეთის ყურადღების მიპყრობის და მხარდაჭერის მოპოვების მცდელობები. ეს იმდენად აშკარაა, რომ ამაზე აღარც ვსაუბრობთ, მაგრამ ამ გაერთიანებების შექმნაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა დღეს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ეს გახდა აშკარა და გარდაუვალი, ვინაიდან სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავენ, ვინაიდან მათი წარსულისა და აწმყოს დისკრედიტაციის ხარისხი საკმაოდ მაღალია. „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯვნის ფაქტორი უკვე კომიკურ სახეს იღებს. არ იციან, როგორ გაემიჯნონ. გახარია 4 თუ 5 საკრებულოში თანამშრომლობს მათთან, რუსთავში საერთოდ საბოტაჟი მოაწყვეს ბიუჯეტთან დაკავშირებით. თანამშრომლობა აშკარაა და გაიხსენეთ, არჩევნების წინ რა ხდებოდა, რატომ გადადგა გახარია, რა გეგმას ითვალისწინებდა სააკაშვილის ჩამოსვლა, მელიას გამაგრება პარტიის ოფისში და ხალხის შეკრება. გახარია ამბობდა, რამდენიმე დღე მომეცითო – აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ არის – დროულად და ოპერატიულად იმოქმედა ვახტანგ გომელაურმა და ყველაფერი ჩატარდა ისე, როგორც კანონს შეესაბამება. გახარია გადადგა და საფრთხე შეუქმნა ქვეყანას. რისთვის? იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ რევოლუციის იდეა ყოფილიყო რეალიზებული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.