უკრაინამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გაახანგრძლივა

30
spot_img

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის პერიოდის 13 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

დადგენილებაში, რომელიც დამტკიცებულია კანონით, ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ხანგრძლივ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიასთან დაკავშირებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებების საფუძველზე, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 14 თებერვლის დილის 5:30 საათიდან 90 დღის ვადით, ანუ 2024 წლის 13 მაისამდე გახანგრძლივდა.

სახალხო დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გაგრძელებას.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები გუშინ წარუდგინა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი მეათედ დაუჭირა.