Home Blog Page 1453

“კანონმდებლობით დაცულია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობების უფლებები” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით დაცულია ყველა ადამიანის, მათ შორის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა უფლებები.

მისივე მოსაზრებით, ფსევდოპროპაგანდას საქართველოში გასაქანი არ უნდა მიეცეს.

„სამწუხაროდ, რატომღაც კაცობრიობა ისეთი მიმართულებით მიდის, თითქოსდა ადამიანის უფლებების საუკეთესო დაცვის საბურველ ქვეშ ადამიანებს ნელ-ნელა გვეკრძალება ის, რაც კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე ჩვეულებრივი მოვლენა იყო – ჩვენს მშობელს დედა რქმეოდა და კაცს – მამა, გოგოს – გოგო, ბიჭს – ბიჭი. როგორც ჩანს, ამას ბოლო არ აქვს. ხშირ შემთხვევაში, ეს არა რომელიმე ერის ტრადიციას და სარწმუნოებას უპირისპირდება, უპირისპირდება ადამიანის არსს, შინაარს და რაობას. აქედან გამომდინარე, ამას ვერც ლიბერალიზმს დავარქმევ და ვერც რაიმე სხვა პოლიტიკურ თუ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. ეს არის ადამიანის ბუნებრივი რჯულის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ვაპირებ, ჩემს შვილებს და როცა შვილიშვილები მეყოლება, მათ არც დედა, არც მამა, არც ბაბუა და ბებია არ ავუკრძალო. რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია, რომ ფსევდოპროპაგანდას საქართველოში რაიმე გასაქანი უნდა მიეცეს. სხვათა შორის, ჩვენი კანონმდებლობით ყველა ადამიანის უფლებას ვიცავთ, მათ შორის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობების უფლებებს. ამის იქით წასვლა უკვე მიუღებელი უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადების შეფასებისას.

„ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა და გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“.

“კოლეგებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, პრეზიდენტი სულ ბაიდენი არ იქნება” – იაგო ხვიჩია

კოლეგებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი სულ ბაიდენი არ იქნება, ვიღაც მოიკითხავს, როცა მაინც და მაინც ჩვენი ადმინისტრაცია ფორმაში არ იყო, ვიღაც სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ითხოვდაო, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ბატონმა ბლინკენმა რაიმე ქართველებს კი არ მოუწოდა, არამედ თავის თანამშრომლებს. თუ ჩვენი თანამემამულე ბლინკენის თანამშრომელია, მგონი, ამით ქართველებს არ გვემუქრება რაიმე საფრთხე. ამერიკის ამ ადმინისტრაციის კრიტიკოსი ვარ და ჩვენ მხარს ტრამპს ვუჭერთ. გული მწყდება, რომ ამერიკის ადმინისტრაცია „ხალხის ძალა“ იქნება თუ სხვა, მათ საფუძველს აძლევს ანტიამერიკული ძალები ისე წარმოაჩინონ, რომ რაღაცნაირად ჩირქი მოსცხონ. მთავარი პრობლემა სწორედ ეს მგონია. შანსი არ არის – ჩვენ ვერავინ გაგვაპიდარასტებს, ისეთი ერი ვართ. ამაში გულწრფელად დარწმუნებული ვარ. ამის მცდელობა ყველას წყალში ჩაეყრება. ქართველების მჯერა.

რასაკვირველია, დედა – დედაა, მამა – მამაა, ბიჭი – ბიჭია, გოგო – გოგო. ბაიდენის ადმინისტრაციის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ ამდენს ბედავენ. მათ შორის ქართველი ხალხის კონსტიტუციური არჩევანი გადაისინჯოს და თქვან, რომ ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გვინდა და ეს ლგბტ პროპაგანდას დააბრალოს. ჩვენს კოლეგებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, რადგან ამერიკის პრეზიდენტი სულ ბაიდენი არ იქნება, ვიღაც მოიკითხავს, როცა მაინცდამაინც ჩვენი ადმინისტრაცია ფორმაში არ იყო, ვიღაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ითხოვდაო. როგორც წესი, ასეთი მოთხოვნის გადახედვა არ ავიწყდებათ ხოლმე“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“იდენტობის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა, ჩვენი მძლავრი იარაღი სწორედ ჩვენი ტრადიციები და იდენტობაა”

10-15 წლის წინ უკვე ნანახი გვაქვს ეს კინო, როცა კაცებს შორის ქორწინებასთან დაკავშირებით იყო ხუმრობა, იუმორი, რის შემდეგაც ოფიციალურად იყო მოთხოვნილი, რუსთაველის გამზირზე ჩატარებულიყო ე.წ. გეი პარადები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, იდენტობის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა.

„ოფიციალურ დონეზე ამერიკის სახელმწიფო მდივანს ასეთი მიმართვა ჰქონდა, ესპანეთში კი ათ წლამდე ბავშვებს ხელში გეი დროშები დააჭერინეს და ეროტიული ტანსაცმელი ჩააცვეს, რაც არის იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი მძლავრი იარაღი სწორედ ჩვენი ტრადიციები და იდენტობაა. ჩვენი ღირებულებები არის ქართულიც და ევროპულიც“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა და გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“.

“უკრაინას იარაღისათვის, ხელფასებისა და პენსიებისათვის ფული არ ჰყოფნის, ქვეყანას ეკონომიკური კატასტროფა ელოდება”- რას წერს უცხოური პრესა

შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში“ (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „უკრაინას იარაღისათვის, ხელფასებისა და პენსიებისათვის ფული არ ჰყოფნის, ქვეყანას ეკონომიკური კატასტროფა ელოდება“ (ავტორი – დენიელ იმკელრიდი).

მასალაში განხილულია უკრაინის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა: „კიევს ვალები იმდენი აქვს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს შეადგენს“, – ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, უკრაინას ძველებურად რუსეთის დამარცხების იმედი აქვს, მაგრამ მისი სურვილი შესრულებას წინ უამრავი პრობლემა ეღობება. ომის წარმოებას ფინანსები ჭირდება, თანაც უდიდესი რაოდენობით, ამიტომაც ყოველი ნებისმიერი მეომარი ქვეყნების მთავრობის წინაშე თითქმის შეუსრულებელი ამოცანა დგას: სად მოძებნოს ფული.
ყველაფერს ფული ჭირდება – სამხედრო ტექნიკისა და იარაღის, საბრძოლო მასალების შეძენას, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ხელფასის გადახდას, განათლების, ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემის უზრუნველყოფას. გასულ წელს უკრაინამ თავდაცვაზე თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთი მესამედი დახარჯა. ეს უდიდეს თანხას წარმოადგენს, რომელიც ბიუჯეტისათვის მძიმე ტვირთს ნიშნავს. უკრაინის სხვა სფეროები დასავლეთიდან მიღებული თანხებით ფინანსდებოდა, მაგრამ, წინა წლებთან შედარებით, დღეს ამ მხრივ სიტუაცია გაუარესებულია – ამერიკის მთავრობა, უკრაინის მთავარი დამფინანსებელი, კონგრესის თანხმობას ელოდება, კონგრესი კი გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს.

ამიტომაც უკრაინისთვის დახმარების გაწევა ევროპის ქვეყნების ზურგზე გადავიდა, მაგრამ მათ საკუთარი პრობლემებიც ბევრი აქვთ. ევროკავშირის 54 მილიარდიანი დახმარება დახმარება ოთხ წელიწადზეა გათვლილი. ნორვეგია, შვეიცარია და სხვა ქვეყნები კიევს ფინანსებით ეხმარებიან, მაგრამ თანხები მაინც არასაკმარისია.

უკრაინას 2024 წლის ბიუჯეტისთვის საზღვარგარეთიდან 37 მილიარდი დოლარი დაჭირდება. აქედან 10 მილიარდს ევროკავშირიდან მიიღებს, დანარჩენი თანხა კი უკრაინამ თვითონ უნდა მოიძიოს.

დღეს უკრაინის ეკონომიკა ძალიან არასტაბილურ მდგომარეობაშია. ამის მიუხედავად, უკრაინის ცენტრალური ბანკი და ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მარჯვე და მოხერხებულ ფინანსურ პოლიტიკას ახორციელებდა. შარშანდელი წლის განმავლობაში ინფლაცია 26%-დან 4,7%-მდე შემცირდა. მისი სავალუტო რეზერვები შედარებით მაღალია და ომით დანგრეული ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან რაოდენობას შეადგენს – 38,5 მილიარდ დოლარს.

სავალუტო რეზერვები კიევს რამდენიმე თვე ეყოფა სხვადასხვა ხარჯებისათვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც დადგება დრო, როცა რეზერვები კრიტიკულ დონემდე შემცირდება და მას აუცილებლად შევსება დაჭირდება.
სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მეომარი უკრაინა თავისი პროდუქციის ექსპორტს წარმატებით ახორციელებს, რომელიც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სახით არის წარმოდგენილი (ანუ ეკონომიკის ეს სფერო საკმაოდ კარგად მუშაობს). მართალია, მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, პოლონეთში, უკრაინული პროდუქციის გატანა ადგილობრივი ფერმერების პროტესტს იწვევს, მაგრამ ამის მიუხედავად უკრაინული ხორბალი (მარცვლეული) და ზეთი მაინც წარმატებით იყიდება (თუმცა იაფი ფასებით).
მაგრამ ამ გზით ბიუჯეტში მიღებული თანხა მაინც არასაკმარისია. არაა გამორიცხული, რომ ხელახლა განვითარდეს ინფლაცია და ეროვნული ვალუტის – გრივნის კურსი დაეცეს.

უკრაინას ევროკავშირის წევრობის იმედი აქვს, მაგრამ ეს საეჭვო პერსპექტივაა. ევროკავშირისათვის იოლია დაპირება, მაგრამ მიცემული სიტყვის შესასრულებლად არ ჩქარობს. 2023 წლის დეკემბერში, ანუ სულ რაღაც ორი თვის წინ ევროკავშირმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებას იწყებდა გაწევრიანების მიზნით, მაგრამ კიევს წინ იმედგაცრუება ელოდება: „სანამ რუსეთთან კონფლიქტი გრძელდება, უკრაინის მიღება გამორიცხულია“, – არაოფიციალურად აცხადებენ ბრიუსელში.

უკრაინის ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო სატირელი ხდება. იმ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ქვეყანა ევროპიდან იღებს, გრძელვადიანი კრედიტებია, ანუ მათ პროცენტები ერიცხება და დადგება დრო, როცა ვალების გადახდა უნდა დაიწყოს.

ამჟამად უკრაინის საგარეო ვალი მატულობს: თუ ომამდე ის მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ს აღწევდა, ამჟამად 90%-ს აღწევს. სანამ ომი გრძელდება, უკრაინა ვალების სპირალში არის მოქცეული.
რუსეთი კი ამ დროს მიზანმიმართულად ანგრევს ეკონომიკურ ობიექტებს და ამიტომ ქვეყნის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. მიყენებული ზარალის მონაცემები მხოლოდ მიახლოებითი ხასიათისაა: მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა ამას წინათ გააჟღერეს ციფრი 152 მილიარდი დოლარის ოდენობით. ინფრასტრუქტურის რემონტისათვის მიმდინარე წელს ქვეყანას 15 მილიარდი დოლარი ჭირდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ თანხის მესამედია გამოყოფილი. მოკლედ, უკრაინის პერსპექტივა საკმაო ბურუსითაა მოცული.

წყარო:

“ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი გადაიხედება და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს მოერგება”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გამოიტანა განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტი, რომელიც ფართო შეთანხმებით უნდა იყოს მიღებული და შემდგომ პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

როგორც ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი გადაიხედება და მორგებული იქნება აღნიშნულ დოკუმენტზე.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობაზე გამოიტანა განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტი. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ფართო ექსპერტული ჩართულობით დავიწყეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ პროექტზე მუშაობა. საზოგადოებას მინდა მოვახსენო, რომ 2004 წლის შემდგომ, როდესაც ეს დოკუმენტი პირველად მიიღეს, დოკუმენტი არ განახლებულა და ბუნებრივია, 20 -ლიანი პაუზის შემდგომ, აუცილებელიც იყო მისი გადახედვა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად, არის ზოგადი განათლების კონსტიტუცია და განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებს და პოსტულატებს, თუ როგორი მოქალაქის და ადამიანის აღზრდა გვინდა საქართველოში, მათ შორის ზოგადი განათლების ჭრილში. ადგენს იმ ძირითად პრინციპებს, რომელსაც სრულად სასკოლო ზოგადი განათლება უნდა დაეფუძნოს, შესაბამისად, დღეიდან ვიწყებთ აღნიშნული პროექტის განხილვას ფართო საზოგადოებაში, ვინაიდან ეს ის დოკუმენტია, რომელიც ფართო შეთანხმებით უნდა იყოს მიღებული და შემდგომ საბოლოოდ გადაეგზავნება პარლამენტს დასამტკიცებლად. მთავარი პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, გახლავთ ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ოჯახის,საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერება, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა და ცოდნა, სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა, მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა, თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა ამილახვარმა.

მან ექსპერტებს და დარგის სპეციალისტებს მოუწოდა, გააცნონ თავიანთი რეკომენდაციები, თუ როგორ წარმოუდგენიათ ამ პროექტის დახვეწა.

გარდა ამისა, გიორგი ამილახვარის თქმით, საბოლოოდ ყველა სახელმძღვანელო იქნება მორგებული აღნიშნულ დოკუმენტზე. „ამ დოკუმენტის დამტკიცებისთანავე, ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ძირითად მიზნებს და შედეგებს, თუ რა მიზნებზე უნდა გადიოდეს თითოეული საგანი თითოეულ კლასში, იქნება გაწერილი და განსაზღვრული. ეს არ გულისხმობს რაიმე ახალი საგნების დამატებას ან არსებულის გაუქმებას, თუმცა გულისხმობს ყველა სასკოლო საგნის მორგებას ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. თავის მხრივ, დაიწყება სახელმძღვანელოების სრულად განახლების ან მორგების პროცესი“, – განაცხადა ამილახვარმა.

“თურქეთი დგამს მტკიცე ნაბიჯებს, რათა გახდეს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური ძალა”- ერდოღანი

თურქეთი დგამს მტკიცე ნაბიჯებს, რათა გახდეს გლობალური ძალა და არა მხოლოდ რეგიონული ძალა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ ადანაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სულ უფრო და უფრო გასაგები ხდება თურქეთის მთავარი როლი კრიზისების მოგვარებაში.

„ჩვენ ვართ ლიბიაში, ვართ ყარაბაღში. ყველა ამ ადგილას თურქეთი თავის ძმებთან მხარდამხარ დგას და ამ გზაზე თავდაჯერებულად მიდის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე ისაუბრა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმატებებზე და აღნიშნა, რომ თურქული უპილოტო საფრენი აპარატები იცავენ 34 სხვადასხვა ქვეყნის ცას.

„პროექტები, რომლებიც წლების წინ დავიწყეთ, დღეს იქცა თვითმფრინავებად, ტანკებად, გემებად და რაკეტებად, რაც ყველა ჩვენგანის სიამაყის წყაროა. თურქეთი წერს ეპოსს თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, – განაცხადა ერდოღანმა.

“მოსალოდნელია, საქართველოშიც გამოჩნდნენ აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, „დედა ენას“ აღარ უნდა დაერქვას „დედა ენა“ და დედამიწას – დედამიწა”

თავის დროზე, როცა საზღვარგარეთ თითო-ოროლა ასეთი რამ გვესმოდა, რა თქმა უნდა, ირონიას იწვევდა, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს ეს საკითხი იმდენად სერიოზულია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია ხაზგასმა, რომ ქალი არის ქალი და კაცი – კაცი, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ და არ დავუშვათ, რომ ჩვენს ენობრივ წესებში ჩარევა მოხდეს და თავსმოხვეული იყოს ვითომდა ღირებულებების დროშით.

„თავისთავად, ქვეყნების გადასაწყვეტია ენობრივი წესები როგორ და რა ფორმით ექნებათ, რა წესები მოქმედებს, ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა ასეთ ტენდენციებზე როცა ვსაუბრობთ, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგში ასეთი მიდგომების პროპაგანდა იწყება ხოლმე საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის თუ დაფინანსების გამოყენებით. თავისთავად მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, დედა ენას აღარ უნდა დაერქვას დედა ენა და დედამიწას – დედამიწა. თავის დროზე, როცა საზღვარგარეთ თითო-ოროლა ასეთი რამ გვესმოდა, რა თქმა უნდა, ირონიას იწვევდა, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს ეს საკითხი იმდენად სერიოზულია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია ხაზგასმა, რომ ქალი არის ქალი და კაცი – კაცი. ეს თავის დროზე ირონია, ხუმრობა გვეგონა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ასეთი ტენდენციებიც არის. მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ და არ დავუშვათ, რომ ჩვენს ენობრივ წესებში ჩარევა მოხდეს და თავსმოხვეული იყოს ვითომდა ღირებულებების დროშით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 27 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

„ქალაქ თბილისში 27 თებერვალს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ანაკლია-ფოთის მიდამოებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით შიდა ქართლში -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -10, -12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -16, -18 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +4, +6 გრადუსამდე მოიმატებს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 27 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

„ქალაქ თბილისში 27 თებერვალს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ანაკლია-ფოთის მიდამოებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით შიდა ქართლში -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -10, -12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -16, -18 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +4, +6 გრადუსამდე მოიმატებს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ჩვენ ვისურვებდით მეტ შედეგს აშშ-სთან ურთიერთობაში” – ლევან დავითაშვილი

ჩვენ ვისურვებდით მეტ შედეგს აშშ-სთან ურთიერთობაში და ჩვენი მხრიდან ამას ძალისხმევა არ აკლდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ცვლის სავაჭრო პოლიტიკას და საქართველოს მხრიდან ყოველთვის ხდება მაღალ დონეზე ადვოკატირება, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი გათვალისწინებული იყოს ახალ სავაჭრო პოლიტიკაში.

„ყოველ წელს გვაქვს დიალოგი, რომ გადაიხედოს არსებული სავაჭრო შეთანხმებები და მოხდეს გარკვეული პროგრესი, მათ შორის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტების მიმართ იყოს ლიბერალური რეჟიმები. ეს არ არის მარტივი საკითხი, კონტექსტი უნდა წარმოვიდგინოთ, მსოფლიოში ბევრი რამე შეიცვალა ბოლო პერიოდში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა სავაჭრო პოლიტიკა ბევრი ქვეყნის მიმართ. ძალიან მკაფიო იყო ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ამ შემთხვევაში სავაჭრო წარმომადგენლობის პოზიცია, რომ ისინი აყალიბებენ ახლებურ მიდგომას ზოგადად სავაჭრო პოლიტიკის კუთხით და მხოლოდ საქართველოსთვის არ იქნება, რა თქმა უნდა, ცალკე რეჟიმი, მაგრამ მთლიანად მათ ახალი პრიორიტეტები უნდა ჩამოაყალიბონ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მოაზრებული იქნება. ჩვენ ამას ვაფიქსირებთ ყველა ფორმატში, რომ საქართველოს ხმა ისმოდეს და საქართველოს პრიორიტეტები იყოს ამ ახლებურ პოლიტიკაში გათვალისწინებული.

ჩვენ არ ვაკლებთ მცდელობას, რომ მოვიზიდოთ მეტი და ხარისხიანი ინვესტიცია ამერიკიდან, მათ შორის ხელი შევუწყოთ პირდაპირ ფრენებს. ამ კუთხითაც ჩვენ მზაობას ვაფიქსირებთ, რომ ინფრასტრუქტურული ცვლილება, რაც შეიძლება ჩვენს აეროპორტებში იყო საჭირო, ეს განვახორციელოთ, თუმცა გვჭირდება მოხმარება, მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის. გვესმის, რომ საწყის ეტაპზე კომერციულად შეიძლება ახალი პირდაპირი ფრენების დაწყება იყოს რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სავაჭრო -ეკონომიკური, ტურისტული, ხალხთა შორის ურთიერთობების წასახალისებლად და აქაც, ალბათ, მხარდაჭერა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა მიზანშეწონილი, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ორივე მხარეს აქვს სურვილი ეს ურთიერთობები გააღრმაოს, მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობები“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ბულგარეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა

ბულგარეთის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა.

ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, ვიზიტი უკრაინისადმი ბულგარეთის მხარდაჭერის გამოხატვაა.

„ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია დენკოვის განცხადებაში, რომელსაც ბულგარეთის მთავრობა ავრცელებს.

ბულგარეთის მთავრობის დელეგაციაში შედიან იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები – ათანას სლავოვი, იულიან პოპოვი და რუმენ რადევი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები სტანიმირ გეორგიევი და ტიჰომირ სტოიჩევი, ასევე შეიარაღებული ძალების მეთაური ადმირალი ემილ ეფთიმოვი.

 

“საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან მკაფიო – ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში”

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან მკაფიო – ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლები მიიღოს ქვეყანაში იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

„სრული მზადყოფნა არის, რომ უზრუნველვყოთ დამკვირვებლების უსაფრთხო გარემო, ასევე სათანადო სამუშაო პირობები. აქ საუბარია არა მხოლოდ ეუთო-ოდირის დამკვირვებლებზე, ჩვენი მხრიდან იყო განცხადება, რომ ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი სხვა მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლები მივიღოთ პროცესში იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს“,-განაცხადა დავითაშვილმა.

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ.

უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია.

ეს ერთ-ერთი ცვლილებაა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა შორის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოდის მუხლი, რომლის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი ცნობა წარუდგინოს, რა დოკუმენტიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით საჯაროა და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: – ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.