“მოსალოდნელია, საქართველოშიც გამოჩნდნენ აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, „დედა ენას“ აღარ უნდა დაერქვას „დედა ენა“ და დედამიწას – დედამიწა”

14
spot_img

თავის დროზე, როცა საზღვარგარეთ თითო-ოროლა ასეთი რამ გვესმოდა, რა თქმა უნდა, ირონიას იწვევდა, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს ეს საკითხი იმდენად სერიოზულია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია ხაზგასმა, რომ ქალი არის ქალი და კაცი – კაცი, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ და არ დავუშვათ, რომ ჩვენს ენობრივ წესებში ჩარევა მოხდეს და თავსმოხვეული იყოს ვითომდა ღირებულებების დროშით.

„თავისთავად, ქვეყნების გადასაწყვეტია ენობრივი წესები როგორ და რა ფორმით ექნებათ, რა წესები მოქმედებს, ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა ასეთ ტენდენციებზე როცა ვსაუბრობთ, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგში ასეთი მიდგომების პროპაგანდა იწყება ხოლმე საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის თუ დაფინანსების გამოყენებით. თავისთავად მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, დედა ენას აღარ უნდა დაერქვას დედა ენა და დედამიწას – დედამიწა. თავის დროზე, როცა საზღვარგარეთ თითო-ოროლა ასეთი რამ გვესმოდა, რა თქმა უნდა, ირონიას იწვევდა, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს ეს საკითხი იმდენად სერიოზულია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია ხაზგასმა, რომ ქალი არის ქალი და კაცი – კაცი. ეს თავის დროზე ირონია, ხუმრობა გვეგონა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ასეთი ტენდენციებიც არის. მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ და არ დავუშვათ, რომ ჩვენს ენობრივ წესებში ჩარევა მოხდეს და თავსმოხვეული იყოს ვითომდა ღირებულებების დროშით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.