“საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან მკაფიო – ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში”

12
spot_img

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან მკაფიო – ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლები მიიღოს ქვეყანაში იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

„სრული მზადყოფნა არის, რომ უზრუნველვყოთ დამკვირვებლების უსაფრთხო გარემო, ასევე სათანადო სამუშაო პირობები. აქ საუბარია არა მხოლოდ ეუთო-ოდირის დამკვირვებლებზე, ჩვენი მხრიდან იყო განცხადება, რომ ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი სხვა მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლები მივიღოთ პროცესში იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს“,-განაცხადა დავითაშვილმა.