ბულგარეთის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა.
ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, ვიზიტი უკრაინისადმი ბულგარეთის მხარდაჭერის გამოხატვაა.
„ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია დენკოვის განცხადებაში, რომელსაც ბულგარეთის მთავრობა ავრცელებს.
ბულგარეთის მთავრობის დელეგაციაში შედიან იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები – ათანას სლავოვი, იულიან პოპოვი და რუმენ რადევი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები სტანიმირ გეორგიევი და ტიჰომირ სტოიჩევი, ასევე შეიარაღებული ძალების მეთაური ადმირალი ემილ ეფთიმოვი.