Home Blog Page 1424

“ორბანს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს და ივანიშვილის რეჟიმის მასთან სიახლოვე ნიშანდობლივია”

ორბანს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს და ივანიშვილის რეჟიმის მასთან სიახლოვე ნიშანდობლივია , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ნიშანდობლივია, რომ ევროპულ სივრცეში ისინი, ვინც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ღია სიმპათიებს გამოხატავენ და ყველა შემთხვევაში, მისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას ითხოვენ, მხოლოდ ირლანდიის პარლამენტში მყოფი პუტინისტები და ორბანი არიან“.

„ამ პოზიციაზე არიან ირლანდიის პარლამენტში მყოფი მემარცხენე ექსტრემისტი პუტინისტები, რომლებიც ანტიდასავლური, უკრაინის საწინააღმდეგო პოზიციით გამოირჩევიან და ორბანი, რომელიც ბოლო წლებში, ასევე, პუტინის რუსეთთან დაახლოებული პოზიციებით გამოირჩევა, მათ შორის, ნატოს გაფართოებაზე.

სამწუხაროდ, მას ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს და ასეთი ხალხი საქმეს რომ იჭერს ამ რეჟიმთან, ეგეც ნიშანდობლივია. მეორე, ასევე, მნიშვნელოვანი ამბავია, თუნდაც ასეთ ხალხთან შეხვედრისას, რა არის ამ რეჟიმის გზავნილი, იმის ნაცვლად, რომ ასეთ შეხვედრას ნატოში გაწევრიანების ლობირებისთვისა და რუსეთის წინააღმდეგ პოზიციის გამკაცრებისთვის იყენებდეს, უბრალოდ ერთ ხმაში უყვავებენ იმ პოზიციას, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6793 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6793 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6793 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6675 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0118 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8393 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8078 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0315 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“განვიხილავთ ვენეციის კომისიის თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები გვექნება” – არჩილ თალაკვაძე

განვიხილავთ ვენეციის კომისიის თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები გვექნება – ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას განვაგრძობთ, ასევე განვაგრძობთ რეფორმებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, მართლმსაჯულების და ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სასამართლოს რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს დღეს ბევრად უფრო თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული სასამართლო აქვს, ვიდრე 10 წლის წინ და ეს ვერ მოხდებოდა, ხელისუფლების მხარდაჭერით რეფორმები რომ არ გატარებულიყო“.

„დღეს რომ სასამართლო სისტემა შეუდარებლად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია, ეს ჩანს მონაცემებში, საერთაშორისო ინდიკატორებსა და მიმდინარე სტატისტიკაში, სადაც არის ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მოგებულ დავებში, სადაც ყველა რეზონანსულ, მაღალი ინტერესის საქმეზე ჩვენი, ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგმა პრაქტიკულად დაადასტურა. არაერთი ასეთი საქმეა, რომლის გამოც სასამართლოს წლების განმავლობაში სრულიად უსამართლოდ აკრიტიკებდნენ და შემდეგ ბოდიში არ მოუხდია სასამართლო სისტემის არცერთ ოპონენტს, ამიტომ, უპირველესად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს პროგრესი. მოხდეს ამ მიღწევების ინსტიტუციონალიზაცია და ასევე, არ დავუშვათ პოლიტიკური ჩარევა სასამართლო სისტემაში, რისი მცდელობებიც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ იყო. რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, როგორც ყოველთვის ჩვენ მას, რა თქმა უნდა, სერიოზულად, დიდი ინტერესით და ყურადღებით მოვეკიდებით, განვიხილავთ თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით გვექნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რეფორმებზე დისკუსია ვენეციის კომისიის სამუშაო პროცესია.

„რეფორმებზე დისკუსია, ვენეციის კომისიის სამუშაო პროცესია ყველა ქვეყანასთან, არა მხოლოდ საქართველოსთან. ამიტომ ამას ჩვენ ვხედავთ როგორც საქმიან, სამუშაო პროცესს. ყურადღებით და პასუხისმგებლობით ვეკიდებით და განვაგრძობთ ჩვენი მართლმსაჯულების გაუმჯობესებას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა, მათ შორის, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, აუცილებელია შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს, რომლის მსგავსი მოთხოვნა აქვს ევროკავშირის კომისიასაც თავის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. ასევე დასკვნის თანახმად, მეორე რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა გადაყვანის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება, რჩება შეუსრულებლად.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მესამე რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას ითვალისწინებდა, შესრულებულია. მეოთხე და მეხუთე რეკომენდაციები კი, რომლებიც მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხიმგებლობას ეხება, ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო Facebook-ზე აქვეყნებს.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლევან წულაძემ სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა.

ლევან წულაძის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება დღეს, 10 ოქტომბერს, გამოიცა.

ლევან წულაძე მოცემულ პოზიციაზე უფლებამოსილების ახალი, ოთხწლიანი ვადით, 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა. მან მარჯანიშვილის თეატრს 18 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც ქვეყანაში, ასევე – საზღვარგარეთ.

კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ლევან წულაძეს მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის და კვლავაც დიდ წარმატებებს უსურვებს“,-აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

“ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ისრაელში სიტუაციის გამწვავება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია.

„უკრაინის კრიზისი გრძელდება და, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრ გამწვავებას. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი. კონფლიქტის მოგვარების მონოპოლიზებას ცდილობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ზრუნავდნენ ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისების პოვნაზე, არამედ, პირიქით, ავრცელებდნენ საკუთარ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს და ზეწოლას ახდენდნენ ორივე მხარეზე“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ზეწოლა ხორციელდებოდა ხან ერთ და ხან მეორე მხარეზე, თუმცა პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინება არასდროს ხდებოდა.

„ყოველ ჯერზე პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინების გარეშე. პირველ რიგში, ვგულისხმობ დამოუკიდებელი სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობას“, – აღნიშნა პუტინმა.

ვეტერანთა ჰოსპიტალს სომხეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა

ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ვალერიან ძებისაშვილმა, ვეტერანთა ჰოსპიტალში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და სომხური დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, სომხეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე ავეტისიანმა, საპენსიო სამმართველოს უფროსმა, აშოტ სტეპანიანმა, თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ტიგრან არუთინიანმა, ფონდის ხელმძღვანელის მოადგილემ, სმბატ საიანმა, ვეტერანთა ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა, სტუმრებს, მუშაობის სპეციფიკა გააცნო და იმ სამედიცინო სერვისებზე ესაუბრა, რომლებსაც კლინიკა სთავაზობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სომხური დელეგაციის წევრებთან ერთად, ვეტერანთა ჰოსპიტალში, ასევე, იმყოფებოდნენ – თავდაცვის სამინისტროს, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უფროსის მოადგილე, ნინო მხეიძე, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უფროსის მოადგილე, ოთარ აბულაძე, ამავე დეპარტამენტის სოციალური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი, ლელა ჯიშკარიანი, სოციალური მხარდაჭერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, გიორგი ჩაჩანიძე.

შეგახსენებთ, თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც მოიცავს ამბულატორიულ და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს დღის სტაციონარით, ვეტერანებს უსასყიდლოდ ემსახურება.

თიბისიმ ბიზნესის მხარდასაჭერად შეხვედრების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ დაიწყო

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შეხვედრების სერია დაიწყო, რომელიც თვეში ერთხელ ხუთშაბათობით გაიმართება.  „ხუთშაბათის შეხვედრები“ თიბისიმ marketer.ge-სა და VISA-სთან პარტნიორობით წამოიწყო.

შეხვედრების მიზანია სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესების განხილვა და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიების წარმოჩენა. შეხვედრებზე კონკრეტულ ინდუსტრიაში სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მათ მიდგომებზე იმსჯელებენ ბიზნესის მართვის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მარკეტინგი, მართვის სტილი, თანამშრომლებთან და მომხმარებელთან ურთიერთობა და ა.შ.

სერიის პირველი შეხვედრა 5 ოქტომბერს ჩატარდა და მასში 4 ქართული სარეკლამო სააგენტოს წარმომადგენელი  მონაწილეობდა: გიორგი ავალიანი (Holy Motors), კოკა ქამუშაძე (Playmakers), ლევან ლეფსვერიძე (Leavingstone) და ეკა ყიფიანი (JWT Metro).  მონაწილეებმა განიხილეს მათი კომპანიების ხედვები, მართვის სტილი, კლიენტებთან ურთიერთობები და განსხვავებები, რაც ორგანიზაციებს გამორჩეულს ხდის.

შეხვედრებზე დასწრება წინასწარი რეგისტრაციითაა შესაძლებელი.

PSP-მ მონაწილეობა მიიღო თბილისის პირველი ციფრული პროდუქტების კონფერენციაში ProdAct Conference 2023

PSP, როგორც პირველი ფარმაცევტული კომპანია, რომელმაც ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი ჯერ კიდევ 2007 წელს პირველი ონლაინ აფთიაქის შექმნით დაიწყო, ფარმაციის დარგში წლების მანძილზე ელექტრონული კომერციისა და ბიზნეს პროცესების ციფრული ტრანფორმაციის შესახებ გამოცდილების შესახებ მოხსენება გააკეთა ProdAct Community Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ციფრული პროდუქტების კონფერენციაზე.

2023 წლის 8 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ციფრული  ტექნოლოგიებს და ციფრული პროდუქტების მენეჯმენტით დაინტერესებული 400-მდე ციფრული პროდუქტის მენეჯერები, დიზაინერები, ინჟინრები, მეწარმეები, სტუდენტები შეიკრიბნენ.

ფარმაცევტულ დარგში ციფრული ტრანფორმაციების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს PSP-ს ბიზნეს პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა თიკო ცეცხლაძემ და ელექტრონული კომერციის განვითარების მენეჯერმა საბა ფაშურიშვილმა.

1 დღიან კონფერენციაში მონაწილეობა 20-მდე კომპანიამ და 5-მა სტარტაპმა მიიღო, მათ შორის, საერთაშორისო კომპანიების Stanford Club of Poland, Miro, Spotify, Google-ის უცხოელმა წარმომადგენლებმა და ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობენ.

ორგანიზატორების თმით, კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება და ციფრული პროდუქტების სიახლეების გაცვლის საუკეთესო საშუალება იქნება ქართველი ციფრული პროდუქტების სპეციალისტებისთვის.

R

„ჰამასის“ ლიდერი აცხადებს, რომ ტყვეთა გაცვლის საკითხი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გადაწყდება

„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე ამბობს, რომ ტყვეთა გაცვლის საკითხი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

„მხარეები, რომლებიც დაგვიკავშირდნენ, გვთავაზობენ შუამავლობას ტყვეთა გაცვლის გზით მძევლების გათავისუფლებისთვის, ისინი ინფორმირებული არიან გადაწყვეტილების შესახებ“, – თქვა ჰანიემ.

„ჰამასის“ ლიდერი აქებს ღაზაში მცხოვრებლების გამძლეობას და მზადყოფნას, გასწირონ თავი პალესტინისთვის და ამბობს, რომ ისრაელის არმიის მიერ ამჟამად განხორციელებული თავდასხმები ღაზაში საპასუხო დარტყმებით არის „მისი დამარცხების სირცხვილის“ ანარეკლი.

“წელს რეკორდული 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ჯამში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ”

წელს რეკორდული 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ჯამში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების რეფორმის მთავარი ამოცანა არის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე.

“დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას,
ბატონო ელჩო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, პატივცემულ სტუმრებს, ბიზნესის წარმომადგენლებს.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რათა მოვისმინოთ მინისტრისგან პროფესიული განათლების ახალი ხედვა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ გვქონდა არა ერთი განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ზოგადად თუ როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად პროფესიული განათლება, იცით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების რეფორმის არის ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე, ყველა დონეზე განათლების სისტემის.

იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ჩვენ დაახლოებით მილიარდი ლარი გამოვყავით ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განვითარებისთვის, ასევე ჩვენ მილიარდი ლარი გამოვყავით საშუალო სკოლების განვითარებაში, რეაბილიტაციაში, მშენებლობაში. ეს პროცესი დაწყებულია უკვე დაახლოებით ამის ნახევარი, 400 სკოლის კონტრაქტები არის გაფორმებული და მშენებლობა არის დაწყებული.

ასეთივე მდგომარეობა არის ბაგა-ბაღების მშენებლობის ნაწილშიც, რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გავაოთხმაგეთ ზოგადად პროფესიული განათლების ბიუჯეტი- გავაოთხმაგეთ და მინდა გითხრათ რომ, დღეის მდგომარეობით, 30 საჯარო პროფესიული კოლეჯი არის შექმნილი, სახელმწიფო კოლეჯი არის შექმნილი, 40-ამდე ლოკაცია არის გამოყოფილი თავის ფილიალების ჩათვლით, მე ვგულისხმობ, 45 კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს დღეს ქვეყანაში და წელს რეკორდული 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ჯამში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში”, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში” – პრემიერი

ასევე მინდა რამდენიმე კონკრეტული ციფრი მოგაწოდოთ და ფაქტებით გესაუბროთ, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი დღეს ბაზარზე, გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება ასე ვთქვათ, კვალიფიციური მუშახელის, რაც სერიოზული პრობლემაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.

„ჩვენ 2-3 წლის წინ გვქონდა პირიქით მდგომარეობა, შეიძლება ასე ითქვას. დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. აი მაგალითს გეტყვით, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, ჯერ მხოლოდ ამაზე მინდა გესაუბროთ, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.
ასევე მესამე მიმართულება, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები. მეოთხე მიმართულება – ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობა. სულ, სააგენტოში, დღეის მდგომარეობით, 10 000-მდე ვაკანსია არის დაფიქსირებული.
უფრო საინტერესოს გეტყვით ახლა, რა ხდება. შარშან ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, საინტერესო, საკმაოდ ყოვლისმომცველი, ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა ეს კვლევა. შარშან გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა, რაც უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა და სწორედ აი ამ კველვაზე დაყრდნობით და ბოლო თვეებში რაც აქტიურად ვიმუშავეთ, შევიმუშავეთ დღევანდელი კონცეფცია, რომელსაც ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ.
გამოიკვეთა, რომ შარშან, 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში, თითქმის 140 000 ვაკანსია შეადგინა, ვაკანსიების ჯამმურმა რაოდენობამ. ეს, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო. აქვე მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები. იცით, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში, ბოლო 3 წელიწადში, საკმაოდ შევამცირეთ სიღარიბე და უმუშევრობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე.

„თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებლი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი. დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებლი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული.
ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში.
ამიტომ, ჩვენ ახლა ამ გამოწვევას რომ ვუპასუხოთ ეფექტური ქმედებით და ნაბიჯებით, აი ამ საჭიროებებზე და ამ გამოწვევაზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ საინტერესო კონცეფცია, კიდევ მინდა გავიმეორო.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშნელობა ექნება ბიზნესთან კოორდინაციას და კოორდინირებულ მუშაობას. პრაქტიკულად ჩვენ თუ სწორად დავგეგმავთ ყველა ამ პროფესიას და ამ პროგრამებს, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით იქნება გარანტირებული დასაქმება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩააბარებს პროფესიულ კოლეჯში, რა თქმა უნდა, დაამთავრებს, ისწავლის და შეიძენს საჭირო უნარ-თვისებებს.
აი ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა თქვენთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს, რომელმაც ძალიან აქტიურად იმუშავა ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაინიშნა მინისტრად.
ვფიქრობ, საინტერესო კონცეფცია არის, მანამდე, რა თქმა უნდა, სააგენტოში იყო დამუშავებული მთელი რიგი ხედვები და ახლა ვთხოვ ბატონ მინისტრს, რომ წარმოგიდგინოთ ეს ახალი ხედვა და კონცეფცია. დიდი მადლობა”, – განაცხადა პრემიერმა.

განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროფესიულ განათლებას დაეუფლონ

მალე სკოლებს არჩევით სავალდებულო ნაწილად, სრულიად ახალ კონცეფციას შევთავაზებთ. საშუალო საფეხურზე არჩევითი, თუმცა ზოგადი განათლებისთვის სავალდებულო [პროფესიული განათლების] რამდენიმე მიმართულება იქნება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვის შესახებ პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბავშვებს ზოგადი განათლების აუცილებელი საგნების გავლის პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროფესიულ განათლებას დაეუფლონ რის შემდეგაც, შრომის ბაზარზე დასაქმებას შეძლებენ.

„რამდენიც არ უნდა დავხარჯოთ ჩვენი შესაძლებლობის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ძალიან რთული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის დაფარვა. ეს, პრაქტიკულად, რამდენიმე ათწლეული გაგრძელდება, ეს ერთი საკითხი. მეორე, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების ის შინაარსობრივი, ასე ვთქვათ, დაკნინება, პრესტიჟიც, რომელიც დღეს საზოგადოებაშია, ვერანაირი კარგი მარკეტინგული თუ საკომუნიკაციო კამპანიებით ვერ „ამოიქაჩება“, თუ ჩვენ თავიდანვე, ადრეული ასაკიდანვე შინაარსობრივად პროფესიული განათლების დანერგვას არ დავიწყებთ სკოლებში. სწორედ ამ მიზნით, როგორც საბაზო საფეხურზე და განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე, მე-10-12 კლასებში, მალე სკოლებს არჩევით სავალდებულო ნაწილად, სრულიად ახალ კონცეფციას შევთავაზებთ. საშუალო საფეხურზე არჩევითი, თუმცა ზოგადი განათლებისთვის სავალდებულო რამდენიმე მიმართულება იქნება. სკოლებში ე.წ. ინტეგრირებულ პროგრამებს დავნერგავთ, რაც ნიშნავს, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე, მე-10 კლასიდან, შესაძლებლობა ექნებათ, ბუნებრივია, სკოლის საგნებთან ერთად, [პროფესიული მიმართულება] აირჩიონ. არ უნდა აგვერიოს, რომ ვინ რაიმე ფორმით ჩამორჩება ზოგადი განათლების იმ საგნებს, რომლებიც აუცილებელია. [მათ] პარალელურად ერთ კონკრეტულ პროფესიას დაეუფლება და სკოლის დამთავრებისთანავე, შესაძლებლობა ექნება, შრომის ბაზარზე დასაქმდეს, თავისი მცირე ბიზნესი წამოიწყოს ან სურვილისამებრ, გააგრძელოს პროფესიული განათლების მიმართულებით ან რა თქმა უნდა უმაღლესი განათლების მიმართულებით მოღვაწეობა. ეს არის ყველაზე დიდი სიახლე და ინოვაცია სკოლებში. თქვენ იცით, რომ 2100 სკოლა გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია ამას გარკვეული დრო დასჭირდება მაგრამ 2024 წლიდან პირველ ყველაზე დიდ, ძლიერ საპილოტე სკოლებს შევარჩევთ, სადაც ეს პროცესი დაიწყება და ვფიქრობთ, ეს ფრონტი რამდენიმე წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება. საბოლოოდ, ყველა სკოლაში პროფესიულ განათლებას, განახლებულ პროგრამებს, კვალიფიკაციებს, ახალ პრიორიტეტებს და ახალ დაფინანსების მოდელს მივიღებთ. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და რგოლი ეს კერძო სექტორია, ბიზნესი და დამსაქმებლები, რომლებსაც ვფიქრობ, შევთავაზეთ და ვთავაზობთ ახალ, ინოვაციურ, სწორ მიდგომას, რომელიც ღიაობის და თანასწორობის საფუძვლებს ეფუძნება. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად, თქვენი სურვილის და დაინტერესების შემთხვევაში, არამხოლოდ მხარდამჭერი, არამედ ინვესტორიც გავხდეთ“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.