“ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია” – ვლადიმერ პუტინი

107
spot_img

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ისრაელში სიტუაციის გამწვავება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია.

„უკრაინის კრიზისი გრძელდება და, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრ გამწვავებას. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი. კონფლიქტის მოგვარების მონოპოლიზებას ცდილობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ზრუნავდნენ ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისების პოვნაზე, არამედ, პირიქით, ავრცელებდნენ საკუთარ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს და ზეწოლას ახდენდნენ ორივე მხარეზე“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ზეწოლა ხორციელდებოდა ხან ერთ და ხან მეორე მხარეზე, თუმცა პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინება არასდროს ხდებოდა.

„ყოველ ჯერზე პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინების გარეშე. პირველ რიგში, ვგულისხმობ დამოუკიდებელი სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობას“, – აღნიშნა პუტინმა.