Home Blog Page 282

“მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამარჯვებისთანავე გახდება” – დენის შმიგალი

იმედი მაქვს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამარჯვებისთანავე გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა „საშინაო დავალებას“ ორ წელიწადში შეასრულებს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი გამარჯვებისთანავე მოხდება. არ მჯერა, რომ უკრაინის მიერ საშინაო დავალების შესასრულებლად ევროკავშირი რაიმე სახის ფორმალობებს დაელოდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ჩვენი გამარჯვებისთანავე გახდება, ამ ომის დასრულების შემდეგ. ჩვენ საშინაო დავალებას ორ წელიწადში შევასრულებთ“, – განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, პარლამენტებს კი რატიფიკაციის მოხდენა.

ცნობისთვის, ევროკომისიის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტს მიმდინარე თვეში წარადგენს.

თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, აქციზი შემცირდეს

თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, აქციზი შემცირდეს. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახდო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ცვლილებების გათვალისწინებით, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირდება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და „საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე. ცვლულებების ინიციატორი უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.

„საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხშია გავრცელებული. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა 314 ტონა შეადგინა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა. დარგის განვითარება ისეთი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არ არსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს უტოლდება და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების საფუძველზე უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი გათანაბრდა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

იმის გათვალისწინებით, რომ კანონის პროექტი აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს, ინიციატორთა მონაცემებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად დაახლოებით 24 965 047.2 ლარით შემცირდება.

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ,,ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“ – პრეზიდენტის ინიციატივა – მიზანი და მნიშვნელობა.

ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და მონაწილეობის საჭიროებები.

გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრაზე განხილულ იქნა არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა.

“პოლონეთი გეგმავს, ევროკავშირს სანქციების დაწესება სთხოვოს რუსეთისა და ბელარუსის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე”- დონალდ ტუსკი

პოლონეთი გეგმავს, ევროკავშირს სანქციების დაწესება სთხოვოს რუსეთისა და ბელარუსის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვილნიუსში ვიზიტისას ლიეტუველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„დღეს მე მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს რეზოლუციის წინადადებით, რომელიც მოუწოდებს ევროკომისიას, დააწესოს სრული სანქციები რუსეთისა და ბელარუსის სურსათის პროდუქტებზე“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტუსკმა დასძინა, რომ ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებები უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ცალკეული ქვეყნების მიერ შემოღებული ზომები. თავის მხრივ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვილნიუსი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.

“ხალხს უნდა უკეთესად ცხოვრება” – მიხეილ სააკაშვილი

პრაქტიკულად 1 კვირაში 150 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთ კვირაში ხელმოწერების რაოდენობა გაორმაგდეს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი თავის „ფეისბუქ“ გვედზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ხალხს უნდა უკეთესად ცხოვრება და არ შეეგუება „ფეოდალურ, მაფიოზურ სისტემაში დარჩენას“.

„საქართველოში ისტორიულად ყოველთვის რთულად იკრიბებოდა ხელმოწერები, ნებისმიერ თემაზე.

ჩემი თავისუფლების საკითხი აღმოჩნდა გამონაკლისი – პრაქტიკულად 1 კვირაში 150 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთ კვირაში ხელმოწერების რაოდენობა გაორმაგდეს. რომ წარმოვიდგინოთ მასშტაბი, ეს იქნება 100 ათასით მეტი, ვიდრე ამასწინათ, მთელს რუსეთში ერთადერთმა ომის მოწინააღმდეგე პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნადეჟდინმა შეკრიბა და ამ 200 ათასმა ხელმოწერამ ისე შეაშინა კრემლი, რომ ნადეჟდინი საარჩევნო კომისიამ აღარ გაატარა.

ყოჩაღ სოფო ჯაფარიძე, იგორ ნარმანია, ენმ-ის რეგიონალური ორგანიზაციები. ხალხის ასეთი აქტიურობა ნამდვილად იძლევა იმედს. ხალხს უნდა უკეთესად ცხოვრება და არ შეეგუება ფეოდალურ, მაფიოზურ სისტემაში დარჩენას“,- წერს სააკაშვილი.

“2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს” – მაია ბითაძე

2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს.

„დღეს რატომღაც ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო კარგი კინოლოგი, ძაღლთმცოდნე, ბიჰევიორისტია, ინბრიდინგი თუ ექსბრიდინგი იცის. მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლი თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და ამიტომ მაქვს დიდი პრობლემები. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს. ეს სისტემა ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებს და ფერინოლოგებს საშუალებას მისცემს, რომ ტრენინგკურსები, რომელსაც ახლაც ახორციელებენ სერტიფიცირების ერთიან სისტემაში მოაქციონ, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი და ჩვენთვის, ყველასთვის, 2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს და როგორ ვეცადოთ, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული, რადგან შესაძლებელია შპიციც კი აგრესიული გავხადოთ, თუ არასათანადოდ გავზრდით. ეს შესაძლებელია მივამგვანოთ ადამიანს, რომელიც ისეთი იზრდება, რა პირობებშიც გაზრდიან,“ – განაცხადა ბითაძემ.

მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება დაბადების აქტებისა და მოწმობებში არსებული თარიღისგან, სპეციალურ კანონს მიიღებს

საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი მათივე დაბადების აქტების ჩანაწერებში და დაბადების მოწმობებში მითითებული დაბადების თარიღისგან განსხვავდება, პარლამენტი სპეციალურ კანონს მიიღებს.

ამ მიმართულებით “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

კანონში შემდეგი ნორმის დამატება იგეგმება: – თუ 2024 წლის 1-ელ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, 2024 წლის 1-ელ მაისის შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც 2024 წლის 1-ელ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული (2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ ამ დოკუმენტში იგულისხმება 2024 წლის 1-ელ მაისამდე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი ან ძალადაკარგული მოწმობა, საქართველოს მოქალაქის მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი).

ამასთან, პროექტში მიეთითება, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის ზემოხსენებულ ახალ მოწმობაზე ან საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის გაუქმების საფუძველი.

ინიციატორთა განმარტებით, დღეს-დღეობით საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, მრავალი წელია საქართველოს მოქალაქის პირადობის ისეთ მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის ისეთ პასპორტს ფლობს, რომელში მითითებული დაბადების თარიღიც მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან განსხვავდება, რაც ამ პირთა პირადობის მოწმობების გაუქმების საფუძველია და მათი პასპორტების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს.

პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

ინიციატორთა განმარტებით, დღეს-დღეობით საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, მრავალი წელია საქართველოს მოქალაქის პირადობის ისეთ მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის ისეთ პასპორტს ფლობს, რომელში მითითებული დაბადების თარიღიც მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან განსხვავდება, რაც ამ პირთა პირადობის მოწმობების გაუქმების საფუძველია და მათი პასპორტების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს.

“ყველას უნდა გვახსოვდეს, არსებობს გარკვეული პრინციპები, ეროვნული თვითმყოფადობა, რომელსაც ეწინააღმდეგება ლგბტ პროპაგანდა”

ყველას უნდა გვახსოვდეს, არსებობს გარკვეული პრინციპები, ეროვნული თვითმყოფადობა, რომელსაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არის ახალი თაობა, რადგან ლგბტ პროპაგანდით მათი ფსიქიკის დაზიანება გაცილებით მარტივია.

„ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო, ეკონომიკური და სხვა პარამეტრების, სოციალური და პოლიტიკური ვითარების გარდა, ხასიათდება იმ პარამეტრით, რასაც ჰქვია ეროვნული დამოკიდებულება თუნდაც ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, იმ საკითხისადმი, რასაც ჰქვია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული სიამაყე, ქალთა მიმართ კაცების რაინდული დამოკიდებულება და უამრავი სხვა თემა, რომელიც, სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დღეს ესოდენ არაპოპულარულია, რაც ასევე ითვალისწინებს ლგბტ პროპაგანდის გაძლიერებას. სამწუხაროდ, ამის ბევრი მაგალითია. ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ რომის პაპმა რახან თქვა, ეს არ არის ჩვენთვის წესი და კანონი. რომის პაპის გამონათქვამი როცა მოგვყავს, მაგალითად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ დასავლეთში განვითარებულ დემოკრატიებშიც კი, სადაც ეკლესიის გავლენა საკმაოდ მძლავრია, აღარ ვლაპარაკობ მუსულმანურ ქვეყნებში, იმათთვისაც ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც ახასიათებს ისტორიის დღევანდელ მონაკვეთს.

საქართველოში არსებული მდგომარეობა განსხვავებულია, მნიშვნელოვანწილად, თავის ტრადიციით, მაგრამ გამაერთიანებელია ის შეშფოთება, რომელიც აქვს კათოლიკურ ევროპას, კათოლიკურ სამყაროს, მუსულმანურ სამყაროს. რელიგიასთან პირდაპირ შეხებაში არ იქნება ეს განხილვა, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, არსებობს გარკვეული პრინციპები, ეროვნული თვითმყოფადობა, რომელსაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ლგბტ პროპაგანდა. პოლიტიკოსებს თავი დაანებეთ, თუნდაც ფსიქოლოგებს ესაუბრეთ, ახალი თაობა, ბავშვები, რომლებიც ჯერ ჩამოუყალიბებელი არიან ფსიქოლოგიურად ამ საკითხების მიმართ დამოკიდებულებაში, ამ პროპაგანდით მათი ფსიქიკის დაზიანება გაცილებით მარტივია. საჭიროა ჩვენი მომავალი თაობის ამისგან გადარჩენა. შეიძლება, დღეს ეს არ ქუხს საქართველოში იმდენად, როგორც იგივე ალეკო ელისაშვილი და სხვები ამბობენ, თითქოს მოგონილი თემაა, მაგრამ ნამდვილად არსებობს პერსპექტივა, რომ შესაძლოა, ამან საქართველოში გარკვეული საფრთხეები შექმნას. სამწუხაროდ, ამის მაგალითები განვითარებულ დემოკრატიებშიც ძალიან ბევრია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის განმარტებით, ოპოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზულ საგონებელშია ჩავარდნილი.

„ერთი მხრივ, მათ იციან სპეციფიკა, განწყობა, ქართულ საზოგადოებაში ეროვნული საკითხების მიმართ დამოკიდებულება და მათ ვერ უპირისპირდებიან. მეორე მხრივ, არ უნდათ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით მათაც ჩაეთვალოთ პოლიტიკურ საქმიანობაში რაიმე საწინააღმდეგო, რადგან აქ ხედავენ თავიანთი პოლიტიკური წარმატების გარკვეულ რესურსს. ეს იმდენად თვალნათელია, რომ ამასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებაც არ ღირს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილებამომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის პრეზიდენტი ეწვევა

მიუსაფარი ცხოველის მიკედლების აკრძალვას დავტოვებთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

ამასთან, ბითაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისთვის სივრცე კვლავ რჩება.

„მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კანონპროექტით, რადგან არ არის სამართლებრივი აუცილებლობა, დავაზუსტოთ სად არ არის ღია სივრცეში მიუსაფარი ცხოველის მიკედლება შესაძლებელი. მიკედლების აკრძალვა დავტოვეთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე. თუმცა, ამ მუხლთან დაკავშირებით სივრცე გვაქვს მეორე მოსმენამდე ვიმსჯელოთ.

მიკედლების საკითხი ასევე ებმოდა თბილისურ ეზოში მიკედლების აკრძალვას, ამასთან დაკავშირებითაც, სამართლებრივად კომიტეტებთან ერთად ვიმსჯელებთ, რომ არ არის აუცილებელი ამის დაკონკრეტება ერთი მარტივი მიზეზის გამო – სადარბაზოები და თბილისური ეზოები არის თანასაკუთრება და ვისაც სურს და არ სურს ძაღლის მიკედლება, თუ ერთობლივი თანხმობა არ იქნება, ეს საკითხები მოქმედი კანონმდებლობითაც რეგულირდება ჩვეულებრივად, სამოქალაქო კოდექსით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია თბილისური ეზოს საკითხიც დარეგულირდეს,“- განაცხადა ბითაძემ.

“მედიის მდგომარეობა საქართველოში ნამდვილად არის მძიმე და არ მგონია, ამას რაიმე დამატებითი კონტრაქტი სჭირდებოდეს”

ზოგადად, მედიის მდგომარეობა საქართველოში ნამდვილად არის მძიმე და არ მგონია, რომ ამას რაიმე დამატებითი კონტრაქტი სჭირდებოდეს, ფაქტი არის ის, რომ ამ ქვეყანაში დღისით, მზისით, დედაქალაქის ცენტრში თქვენი კოლეგა სიკვდილამდე სცემეს ხელისუფლების მიერ წახალისებულმა ჯგუფებმა, ეს არის შემდგარი ფაქტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ენა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ის, რომ საქართველოში მედიაგარემო არ არის დემოკრატიის მაღალი სტანდარტის შესაბამისი, ეს ძალიან ნათელია ყველასთვის.

„ეს არ დაიმალება, რაც არ უნდა ხელისუფლება ეცადოს და შეეწინააღმდეგოს, რომ ამაზე იყოს საუბარი, ფაქტებს ვერავინ გააყალბებს. ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, სიკვდილამდე ცემა, რომელიც დღემდე არის გამოუძიებელი, ეს არის ფაქტები, რომელიც ამ ქვეყნის ძალიან მძმე უახლოეს ისტორიას ქმნის“, – განაცხადა ნაცვლშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ექვსთვიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

“ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები “ნაცმოძრაობას” უქმნიან კოალიციას -ანრი ოხანაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები “ნაცმოძრაობას” უქმნიან კოალიციას”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი, არ არსებობენ.

“იქნება ეს გახარია, ვაშაძე, ხაზარაძე თუ ზურაბიშვილი, ისინი არიან “ნაციონალური მოძრაობის” მოწინავე სატელიტები, რომლებიც წინ დაიყენეს ფარად, თითქოს ისინი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობენ. “ნაცმოძრაობა” რა ბრძანებასაც გასცემს მათი ბელადის მეშვეობით, ეს ასე იქნება. არავითარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი, არ არსებობენ”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მარტისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6590 ლარი ეღირება, ევრო – 2.8863 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3708 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6596 ლარი ღირდა, ევრო – 2.8745 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3596 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 5 მარტს ამოქმედდება.