მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება დაბადების აქტებისა და მოწმობებში არსებული თარიღისგან, სპეციალურ კანონს მიიღებს

208
spot_img

საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი მათივე დაბადების აქტების ჩანაწერებში და დაბადების მოწმობებში მითითებული დაბადების თარიღისგან განსხვავდება, პარლამენტი სპეციალურ კანონს მიიღებს.

ამ მიმართულებით “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

კანონში შემდეგი ნორმის დამატება იგეგმება: – თუ 2024 წლის 1-ელ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, 2024 წლის 1-ელ მაისის შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც 2024 წლის 1-ელ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული (2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ ამ დოკუმენტში იგულისხმება 2024 წლის 1-ელ მაისამდე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი ან ძალადაკარგული მოწმობა, საქართველოს მოქალაქის მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი).

ამასთან, პროექტში მიეთითება, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის ზემოხსენებულ ახალ მოწმობაზე ან საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის გაუქმების საფუძველი.

ინიციატორთა განმარტებით, დღეს-დღეობით საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, მრავალი წელია საქართველოს მოქალაქის პირადობის ისეთ მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის ისეთ პასპორტს ფლობს, რომელში მითითებული დაბადების თარიღიც მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან განსხვავდება, რაც ამ პირთა პირადობის მოწმობების გაუქმების საფუძველია და მათი პასპორტების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს.

პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.