“მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამარჯვებისთანავე გახდება” – დენის შმიგალი

27
spot_img

იმედი მაქვს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამარჯვებისთანავე გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა „საშინაო დავალებას“ ორ წელიწადში შეასრულებს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი გამარჯვებისთანავე მოხდება. არ მჯერა, რომ უკრაინის მიერ საშინაო დავალების შესასრულებლად ევროკავშირი რაიმე სახის ფორმალობებს დაელოდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ჩვენი გამარჯვებისთანავე გახდება, ამ ომის დასრულების შემდეგ. ჩვენ საშინაო დავალებას ორ წელიწადში შევასრულებთ“, – განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, პარლამენტებს კი რატიფიკაციის მოხდენა.

ცნობისთვის, ევროკომისიის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტს მიმდინარე თვეში წარადგენს.