ზოგადად, მედიის მდგომარეობა საქართველოში ნამდვილად არის მძიმე და არ მგონია, რომ ამას რაიმე დამატებითი კონტრაქტი სჭირდებოდეს, ფაქტი არის ის, რომ ამ ქვეყანაში დღისით, მზისით, დედაქალაქის ცენტრში თქვენი კოლეგა სიკვდილამდე სცემეს ხელისუფლების მიერ წახალისებულმა ჯგუფებმა, ეს არის შემდგარი ფაქტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ენა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ის, რომ საქართველოში მედიაგარემო არ არის დემოკრატიის მაღალი სტანდარტის შესაბამისი, ეს ძალიან ნათელია ყველასთვის.
„ეს არ დაიმალება, რაც არ უნდა ხელისუფლება ეცადოს და შეეწინააღმდეგოს, რომ ამაზე იყოს საუბარი, ფაქტებს ვერავინ გააყალბებს. ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, სიკვდილამდე ცემა, რომელიც დღემდე არის გამოუძიებელი, ეს არის ფაქტები, რომელიც ამ ქვეყნის ძალიან მძმე უახლოეს ისტორიას ქმნის“, – განაცხადა ნაცვლშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ექვსთვიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.