პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ტვ იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. საუბარია „ტვ იმედის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტზე სადაც ნათქვამია, რომ ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში რევოლუციას გეგმავს.
„რა ხდება იმედის იმ ვიდეოში:
დღეს მთელი დღის განმავლობაში იმედი, პოს ტვ და რუსთავი ცდილობდნენ ახალგაზრდული ბანაკიდან, სადაც მეც ვიყავი სპიკერად მიწვეული, წამოეღოთ რამე ხელჩასაჭიდი რომ თითქოს მე ვგეგმავ რევოლუციას.
რამდენიმე კამერით გადაიღეს ჩემი ლექცია სრულად, მაგრამ ვერაფერი იპოვეს მოსაწონი. ამის შემდეგ აშეარებენ ამ სკანდალურ ვიდეოს და აყოლებენ მდინარაძის, კალაძის და სხვა კობახიძეების კომენტარებს.
აქ ერთ-ერთი მოწვეული სპიკერი, რომლის თემაც იყო უკრაინის ომი, ატარებს სავარჯიშოს შესაძლო სცენარებზე, რა შეიძლება მოხდეს რუსეთში, მას შემდეგ რაც ის დამარცხდება უკრაინაში.
ეს სცენარები აქვს ჩამოწერილი ფლიპჩარტზე და დამსწრეების მხარდაჭერის შესაბამისად (ვინ რომელ სცენარს განიხილავს რეალურად) აკეთებს მონიშვნებს.
ერთ-ერთი სცენარი არის რუსეთში ხელისუფლების ცვლილება. იმ ვიდეოში ჩანს მომენტი როდესაც მოსე მხარს უჭერს ამ ვერსიას და ერთ-ერთი მონაწილე ამატებს „სისხლიანი“, რაზედაც მერე ვიცინით (ეს ნაწილი მოჭრეს) ესაა სულ. მოგ**ყანთ უსინდისო დედები“, – წერს ზურაბ ჯაფრიძე.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეხვედრა, შესაძლოა, უკრაინაში მშვიდობისაკენ მიმავალი გზის დასაწყისი იყოს, – ამის შესახებ RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.
ფრანგმა მაღალჩინოსანმა, ასევე, აღნიშნა, რომ პარიზი არ ელის ჩინეთის ხელმძღვანელობისგან კონფლიქტში მხარის მთლიანად შეცვლას.
მისივე თქმით, შეხვედრის დასასრულს ჩინეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა მაკრონს რიგი საკითხების გარკვევისთვის.
ფრანგი ოფიციალური პირი, ასევე, დარწმუნებულია, რომ მაკრონისა და სიის მიერ გამართულმა თითქმის ხუთსაათიანმა ერთობლივმა მოლაპარაკებებმა მოამზადა საფუძველი შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.
სი ძინპინმა ვიზიტის დროს თავი შეიკავა რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის საჯაროდ ხსენებისგან, რაც საფრანგეთშიც კარგი ნიშანია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გზაზე.
ოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს, რომ ენგურის ხიდი თბილისში 9 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო ჩაკეტეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემას სერიოზულად აღიქვამენ და ეშინიათ.
„არ ვფლობ ინფორმაციას, რომ რაიმე მოლაპარაკება წარმოებდეს ახლა აფხაზურ მხარესთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს დაკავშირებული უნდა იყოს 9 აპრილთან. იქითა მხარეს არის ძალიან დიდი მზადება, ოღონდ რისთვის – ჩვენ არ ვიცით. ისინი ძალიან სერიოზულად აღიქვამენ ამ ე.წ მეორე ფრონტისთემას. ფრთხილობენ, ეშინიათ“, – აცხადებს ჯემალ გამახარია.
შეგახსენებთ, აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდზე შეზღუდვები დააწესა. ე.წ. მესაზღვრეები გალის რაიონიდან ზუგდიდში მოსახლეობას არ ატარებენ. გალის რაიონის მოსახლეობა ამბობს, რომ შეზღუდვების მიზეზი და მათი მოქმედების ვადა უცნობია.
„გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას მიმართა, ჯერ მოიგეთ ომი რუსეთთან და შემდეგ ვისაუბროთ ნატოში გაწევრიანებაზეო. ისმის კითხვა, უკრაინას ნატოში გაწევრიანება რუსეთთან ომის პროცესში სჭირდება თუ გამარჯვების შემდეგ?“ – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.
მისივე თქმით, სტოლტენბერგის განცხადება საქართველოსთვისაც საყურადღებოა.
„ნატოს გენერალური მდივნის ეს მიმართვა არის მკვეთრი მესიჯი ჩვენს მიმართაც, რომ ჯერ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და შემდეგ ვიფიქროთ ნატოში გაწევრიანებაზე. ანუ, გვითხრეს, რომ რუსეთთან პირისპირ მარტო ვართ.
ქართველებისთვის ეს დამოკიდებულება დიდი ხანია უკვე ცხადია. ცხადია ისიც, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ისევ ოკუპანტთან ურთიერთობისკენ მიგვითითებენ. ჩვენ კი ნატოს წევრობა სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გვსურდა. რადგან ყველა კრიტიკულ სიტუაციაში საბოლოოდ მარტო ვრჩებით ჩრდილოელ მეზობელთან, ამიტომ ჩვენვე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შევძლოთ საქართველოს გამთლიანება.
დღეს მიმდინარე გლობალური პროცესები ამაზე რეალური ფიქრისა და ქმედების საბაბს გვაძლევს“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციამ ხმაური რომ გამოიწვიოს, საჭირო გახდა მისი 9 აპრილს ჩატარება, რაც არის პარაზიტირება, იმ ხალხის ნამოღვაწარის, რომელიც ამას არ იმსახურებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას აკლია გულწრფელობა.
„მე არ ვეთანხმები არაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში, არც მის ჩატარების თარიღს, არც იქ მყოფი ხალხის გულწრფელობის მჯერა მაინც და მაინც ყველა საკითხზე, რასაც ამბობენ. მოთხოვნები ბუნდოვანია. არ მჯერა არც ის, რომ ჩაფიქრებული იყო, როგორც რაღაც ერთობლივი აქცია. ისე იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ თითქოს ეს აქცია ერთობლივი ყოფილიყო ან საერთო და არა – „ნაცმოძრაობის“. ჩემი აზრით, ამ აქციას თავიდან ბოლომდე აკლია გულწრფელობა, არავის სჯერა მისი წარმატების და იმისთვის, რომ რაღაცნაირად ხმაური გამოიწვიოს ამან, საჭირო გახდა მისი 9 აპრილს ჩატარება, რაც არის პარაზიტირება, იმ ხალხის ნამოღვაწარისა და ნაშრომის, რომელიც ამას არ იმსახურებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები კანდიდატის სტატუსის თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.
დედაქალაქის მერის თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, თუმცა კანონის გვერდის ავლით, ქვეყანაში არეულობის გამოწვევისკენ მიმართული ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
„ეს ადამიანები არ მალავენ იმ ზრახვებს, რაც აქვთ – ქვეყანაში მოაწყონ დაპირისპირება, არეულობა. ერთ-ერთს ინტერვიუში წამოცდა და გააჟღერა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც აქვთ ჩაფიქრებული კანდიდატის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით. ასეთი რამ თქვა – აი, დეკემბერში, როდესაც სტატუსს არ მოგვცემენ, ეს ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. ვიცით, ჩვენ ამ სტატუსს რისთვის იყენებენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრჯერ მითქვამს – ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას. იმ ქვეყნებს შორის, ვისაც რეალურად ჰქონდა რაღაც გაკეთებული და წინგადადგმული ნაბიჯები, ეს იყო საქართველო.
გულდასაწყვეტია, ის რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მეორე მხრივ, საზოგადოებასაც ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს აქვთ თემად აწეული, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ დეკემბერში, უნდათ გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მიზნით, დაპირისპირების მიზნით და ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ამ ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ, პარტიას, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, თავისი მოსაზრებები გამოხატოს, დააფიქსიროს ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც დაპირისპირებით, რაღაც რევოლუციური გზით, მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან, ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, მშვიდობა რომ მოხდეს ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ხვალ ყველას ველოდებით აქციაზე, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ხვალ პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის აქცია.
„არაფერი არანორმალური არ არის იმ მოთხოვნებში, რაც ხვალ იქნება. საუბარია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, 12 პუნქტის შესრულებაზე, დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, ცხადია მოსამართლეებზეც – რანაირად შეიძლება ეს ხალხი თანამდებობაზე იყოს. ასევე, არ შეიძლება არ მოვითხოვოთ ლაზარეს თავისუფლება, ასევე, პოლიტიკური პატიმრების – პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა და ნიკა გვარამიას თავისუფლება. ხვალ ყველას ველოდებით, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ვაპირებთ, ამ ბრძოლაში დანებება არ იქნება და ერთიანი ვიქნებით“,- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „შეიარაღებულმა ძალებმა“ ფართომასშტაბიანი „წვრთნები დაიწყო“, – ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წვრთნებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამედროვე ძალებითა და საშუალებებით მტრის კომპლექსური განადგურების საკითხების შემუშავებას.
„შტაბისა და ჯარების წვრთნა მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად”, – აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.
მათივე განმარტებით, წვრთნების მთავარი მიზანია შტაბისა და ჯარების მზადყოფნის ამაღლება, ასევე მოულოდნელად წარმოშობილი ამოცანების გადაჭრის მიზნით მათი კოორდინაციის ამაღლება. წვრთნების სხვადასხვა ეტაპზე აფხაზეთის ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურების“ ძალები და საშუალებებიც ჩაერთვებიან.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მთავრობის წარმომადგენლებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ამის უცხოური მედია წერს.
ანუ მთავრობის წევრები რუსეთის დატოვებას მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეძლებენ. და საზღვარგარეთ მხოლოდ ოფიციალურ საქმეზე უნდა მიდიოდნენ.
გამოცემა The Bell იუწყება, რომ მინისტრების, მათი მოადგილეების, აპარატებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების ქვეყნიდან გასვლის ნებართვას პირადად მიშუსტინი აწერს ხელს. საინტერესოა, რომ რუსეთის რეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე ასეთი შეზღუდვები არ დაწესებულა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოცემა Financial Times იუწყებოდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს, ასევე სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებს პასპორტები ჩამოართვეს. ჟურნალისტები ამ ინფორმაციას „საზღვარგარეთ გაქცევის გამო პარანოია“ უწოდეს.
„რა 9 აპრილი და რა ნაციონალური მოძრაობა, თავხედობასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ენმ„-ის ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 9 აპრილს აქციის ჩანიშვნა თავხედობაა.
„9 აპრილი და „ნაციონალური მოძრობა“ – 9 აპრილის თარიღის ქვეშ ხომ გარკვეული სიმბოლიზმია ამ ქვეყანაში, რაღაცა ღირებულებები, რაღაცა ისტორია ამ ქვეყნის ხომ არის?! და ისტორია ამ ქვეყნის სამწუხაროა, ასევე, ნაცმოძრაობა თავისი წარსულით, თავისი ადამიანის უფლებების აყრით, ღირსების შელახვით.
დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულ ადამიანს იცავენ ადამიანები. ესეც კი გაბედეს. რა 9 აპრილი და „რა ნაციონალური მოძრაობა“. რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ბედავენ ამ თარიღში, ატარებენ თავის აქციას“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
“ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ყიფიანის დისტანცირება “ოცნებისაგან”, კობახიძის სიტყვებით კი, თავად ივანიშვილისგან, სავარაუდოდ უკავშირდება შვეიცარიულ ბანკთან-“კრედი სვისთან” ურთიერთობას.
ამ ბანკმა უთხრა უარი საკუთარი ფულის გატანაზე ივანიშვილს. მოტივად დაასახელა ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინას რუს ოლიგარქად მოხსენიების შესახებ. ბიძინას ადვოკატებმა აირჩიეს არასწორი გზა. მათ მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით, ჯამში თითქმის მილიარ დნახევარი ნაღდი ფული გაუყინა კრედი სვისმა ბიძინას. ადვოკატებმა პრესის მეშვეობით სცადეს შვეიცარიის მთავრობაზე შეტევა, რამაც არავითარი შედეგი არ გამოიღო.
წესით, გამოცდილ იურისტებს უნდა სცოდნოდათ, რომ კრედიტ სვისი, შვეიცარიის იდენტობის ტოლფასი ინსტიტუტი იყო, და ხელისუფლება მთლიანად იყო ჩართული მის პრობლემებში.
მილიარდერი რომ ხარ და ბანკი რომ უკანასკნელ საცხოვრებელ ფართს ართმევს იმ საკუთარ თანამოქალაქეს “ასწავლი”— ბანკთან მუშაობა ისწავლეთ, ან იურისტი აიყვანეთო, იმდენი უნდა იცოდე, რა მდგომარეობაშია ის ფინანსური გიგანტი, სადაც მილიარდ ნახევარ დოლარს ინახავ. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქმიანი წრეებისთვის კარგად იყო ცნობილი “გლობალურ ფინანსურ ცენტრად” გამოცხადებული კრედიტ სვისის სერიოზული პრობლემები, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, ამ ბანკთან ურთიერთობდნენ: ნიგერიელი დიქტატორები, იაპონელი იაკუძები, ბულგარელი ნარკომოვაჭრეები, ახალგამოჩეკილი პოსტსაბჭოთა ოლიგარქები და ა.შ.
ამაზე მუდმივად წერდა მედია, მიმდინარეობდა ჟურნალისტური გამოძიებები, ხელისუფლების რეაქცია კი არ იყო. შავი ფულით გამდიდრებული ადამიანები, გადასახადების გადაუხდელობით მოგებას დახარბებულები, რისკავდნენ და ბოლო დრომდე განაგრძობდნენ ამ ბანკთან ურთიერთობას.
დღეს ეს “ყველაზე მთავარი და საიმედო ბანკი” აღარ არსებობს!!!!!!
შვეიცარიის მთავრობამ, უკვე ძალიან შეშინებულმა, “კრედი სვისის” კრახის მასშტაბებით, მარტის ბოლოს, ამ ბანკის აქციები აყიდინა მის მთავარ კონკურენტს—UBS ბანკს, სასაცილო ფასად—3.3 მილიარდ დოლარად.
ამ ბანკს მარტო ბიძინას მილიარდნახევარი ჰქონდა “შეხრამუნებული”, სხვა კლიენტები კი 15, 9, 7 და 4.5 მილიარდებს ედავებიან. მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ბანკიდან კლიენტების მიერ 88 მილიარდი დოლარი იყო გატანილი.
UBS ბანკს შვეიცარიის მთავრობამ მისცა დაცვის გარანტიები. მათ შორის, ასი მილიარდი დოლარის სახელმწიფო კრედიტის მიცემის გარანტია. თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ შვეიცარიის მთავრობამ ბიძინას “ვალის” გადახდაზე იზრუნოს, ისევე როგორც სხვა საეჭვო მევალეების დაუბრუნებელ თანხებზე.
ეს ანადგურებს შვეიცარიის, როგორც “საიმედო ფინანსური სამოთხის” იმიჯს, მაგრამ ამას უკვე აღარავინ ნაღვლობს.
ოლიგარქების დაუოკებელმა სწრაფვამ იოლი მოგებისადმი, გადასახადების დამალვის საბანკო პირამიდებმა, არამარტო კრედი სვისს, სხვა ცნობილ საბანკო გიგანტებს-გერმანულ “დოიჩე ბანკს”, ამერიკულ “სილიკონ ველის” და ა.შ. შეუქმნეს სერიოზული პრობლემები. ბოლოს, კი, თავად ოლიგარქები აღმოჩნდნენ დარტყმის ქვეშ.
ოლიგარქების სიხარბემ, სამყაროს უსაფრთხო განვითარებას შეუქმნა საფრთხე. შედეგად გამოცხადდა დეოლიგარქიზაცია, რამაც გარყვნილი საბანკო გიგანტები შეარყია და ოლიგარქების ეპოქის დასასრულის წამ ზომიც ჩართო”,- წერს სოციალურ ქსელში კოტე კემულარია.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კანცელარიასთან ლანდშაფტური სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და საუბარია სკვერის მოწყობაზე.
კალაძის თქმით, მერიის სამსახურს სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით თანხმობა ჯერ არ გაუცია, თუმცა დასძენს, რომ მერიის მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული.
„ყოველთვის ხდება ხოლმე მანიპულაცია ამგვარი თემებით. მახსოვს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პარლამენტის წინ არსებული სივრცის მოწესრიგება და კეთილმოწყობა, მაშინაც იგივე განცხადებები კეთდებოდა, სამწუხაროდ.
საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს, ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება, გალამაზება, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს რაღაცას დაუკავშირონ.
ერთი გვეუბნებოდა, რომ თურმე რიკოთის უღელტეხილი ჩაგვიკეტია იმისთვის, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ნუ, ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს“, – აცხადებს კახა კალაძე.