ოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს, რომ ენგურის ხიდი თბილისში 9 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო ჩაკეტეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემას სერიოზულად აღიქვამენ და ეშინიათ.
„არ ვფლობ ინფორმაციას, რომ რაიმე მოლაპარაკება წარმოებდეს ახლა აფხაზურ მხარესთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს დაკავშირებული უნდა იყოს 9 აპრილთან. იქითა მხარეს არის ძალიან დიდი მზადება, ოღონდ რისთვის – ჩვენ არ ვიცით. ისინი ძალიან სერიოზულად აღიქვამენ ამ ე.წ მეორე ფრონტის თემას. ფრთხილობენ, ეშინიათ“, – აცხადებს ჯემალ გამახარია.
შეგახსენებთ, აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდზე შეზღუდვები დააწესა. ე.წ. მესაზღვრეები გალის რაიონიდან ზუგდიდში მოსახლეობას არ ატარებენ. გალის რაიონის მოსახლეობა ამბობს, რომ შეზღუდვების მიზეზი და მათი მოქმედების ვადა უცნობია.