ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი „სამხედრო წვრთნები“ დაიწყო

99
spot_img

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „შეიარაღებულმა ძალებმა“ ფართომასშტაბიანი „წვრთნები დაიწყო“, – ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წვრთნებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამედროვე ძალებითა და საშუალებებით მტრის კომპლექსური განადგურების საკითხების შემუშავებას.

„შტაბისა და ჯარების წვრთნა მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად”, – აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.

მათივე განმარტებით, წვრთნების მთავარი მიზანია შტაბისა და ჯარების მზადყოფნის ამაღლება, ასევე მოულოდნელად წარმოშობილი ამოცანების გადაჭრის მიზნით მათი კოორდინაციის ამაღლება. წვრთნების სხვადასხვა ეტაპზე აფხაზეთის ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურების“ ძალები და საშუალებებიც ჩაერთვებიან.