Home Blog Page 2267

მსოფლიო ვერ უგულებელყოფს, თუ როგორ მარტივად კლავენ ეს მხეცები – ზელენსკი უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება რუსების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის კადრებს და ამბობს, რომ მსოფლიოს უნდა ჰქონდეს რეაგირება.  „არის რაღაც, რასაც მსოფლიო ვერ უგულებელყოფს: როგორ მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო… უკრაინელი სამხედროს მკვლელობა… მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს ვიდეო აჩვენებს რუსეთის სახეს, როგორიც ის არის. მათთვის არ არსებობენ ადამიანები, შვილი, ძმა, ქმარი.. ვიღაცის შვილი…“

ეს შემთხვევითობა არ არის, ეს ეპიზოდი არ არის, ასე იყო ადრეც, ასე იყო ბუჩაში. ათასჯერ. ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, ყველა ლიდერს. არ ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ეს დავიწყებას მიეცემა, რომ დრო გავა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არაფერს დაივიწყებს და მკვლელებს არ აპატიებს.

“ყველაფრისთვის კანონიერი პასუხისმგებლობა დადგება. ტერორი უნდა დამარცხდეს. ვერავინ გაიგებს, თუ ლიდერებს რეაგირება არ ექნებათ, ახლა უნდა ვიმოქმედოთ! ჩვენ უკრაინაში მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ ფრონტზე. მაქსიმალურად დავეხმაროთ. გავდევნოთ ოკუპანტები ჩვენი მიწიდან. მთავარი მიზანი- გამარჯვების მოპოვებაა. მთავარი მიზანი – უკრაინას სჭირდება სიძლიერე, რომ გაიმარჯვოს. ოკუპანტების განადგურება, მკვლელების დასჯა, ბოროტი სახელმწიფის ტრიბუნალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

11 აპრილს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსი სამხედროები დანით თავს კვეთენ უკრაინელ ჯარისკაცს. ვიდეოში ჩანს, რომ სამხედრო ჯერ კიდევ ცოცხალია, როდესაც ოკუპანტებმა მისთვის თავის მოჭრა დაიწყეს.

 

“მონსტრს არ უნდა დაემსგავსო, ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება” – ნიკა მელია

ვურჩევ მათ, ვინც “გამოსავალსა” და “ახსნას” ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას ეხმაურება.

როგორც მელია აცხადებს, გამარჯვებას სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა “დავალებიდან” გამომდინარე.

„ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო. ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია. ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV.

მოკლე კომენტარს გავაკეთებ BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, ვრცლად მოგვიანებით.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე, რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს “გამოსავალს”, “ახსნასა” და “განმარტებას” ეძებენ… შედიან დეტალებში, როდესაც პრობლემა არა დეტალებში, არამედ არსშია.

მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის. ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც “გამოსავალსა” და “ახსნას” ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება.

ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე, ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა “დავალებიდან” გამომდინარე.

თუ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ვთხოვთ, ან ვთხოვდით ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა “მოსახერხებელი” პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისაგან, ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ, ეს რეპორტაჟი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა“, – წერს ნიკა მელია.

“ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო ლიდერია როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის” – ვახტანგ ცინცაძე

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2023 წლის აპრილის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2023 – 2028 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 5%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერია როგორც ფართო რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ფონდის პროგნოზით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2023 წელს 7600 აშშ დოლარს, ხოლო 2028 წლისთვის 11300 აშშ დოლარს გაუტოლდება. ამასთან, 2021 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი ევროკავშირის მაჩვენებლის 34.5%-ს შეადგენდა, 2022 წელს 37.1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2028 წლისთვის 46%-ს მიაღწევს, მაშინ როცა ევროკავშირის კანდიდატი ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 40.8%, ხოლო მოლდოვის 37.6% იქნება.

„საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტს ეკონომიკური ზრდის უფრო მეტად დაჩქარება წარმოადგენს, მათ შორის იმაზე მეტად, ვიდრე ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ არის პროგნოზირებული. აღნიშნული მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს ერთის მხრივ, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კუთხით, ისე სტრუქტურული ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიმართულებით, რაც, მათ შორის, გულისხმობს ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებას და ზოგადად, ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდას. ეს, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს, უფრო მაღალი ტემპებით მოვახდინოთ ეკონომიკის შემდგომი ზრდა“, – აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყანაში ასევე საინვესტიციო და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება, რაზეც პერმანენტულად მიმდინარეობს მუშაობა.

„ეს საშუალებას მოგვცემს, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ და უფრო მეტად გავააქტიუროთ ბიზნესსაქმიანობა ქვეყანაში, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ დასაქმებას, ეკონომიკაში ტექნოლოგიების, ინოვაციების და ცოდნის მეტ ტრანსფერს და პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობასა და მისი კეთილდღეობის ზრდაზე“, – აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

“არ ფიქრობთ, რომ სულ ცოტა ბოდიში გაქვთ მოსახდელი პენსიონერების წინაშე?” – გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერში“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს და წერს, რომ მას პენსიონერებისა და საზოგადოების წინაშე ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან ღიად უწევდა ლობირებას თაღლით დავით კეზერაშვილს მის მიერ დაფინანსებულ ტელეკომპანიების ეთერებიდან.

„ელჩო დეგნან, არ ფიქრობთ, რომ სულ ცოტა ბოდიში გაქვთ მოსახდელი პენსიონერების და საზოგადოების წინაშე იმ სამარცხვინო ლობირების გამო, რომელსაც ღიად უწევდით თაღლით კეზერაშვილს მის მიერ დაფინანსებული ტელებუნაგების ეთერებიდან! არა არს დაფარული რომ არ გაცხადდეს!
God Blees America!“ – წერს ხაინდრავა.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

პროფესიული გადამზადების პროგრამის “ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი” კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

2023 წლის 10 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“ კურსდამთავრებულებს განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა შეიქმნა ფოლკსვაგენის ფონდის გრანტის: „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პრაქტიკული სწავლება – სტუდენტებისათვის ლაბორატორიის დაფუძნება და მასთან დაკავშირებული სასწავლო კურსი „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში““ ფარგლებში.

პროგრამის მონაწილეებსა და კურსდამთავრებულებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა აღნიშნული პროფესიული სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვან მიზნებსა და ამოცანებს. სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოჩნდა ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც შეიმუშავა და დანერგა აღნიშნული პროექტი, რითაც მან კიდევ უფრო განიმტკიცა მისი მოწინავე და გამორჩეული ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცოცხალი ხიდია ქართველებსა და აფხაზებს შორის, თბილისსა და სოხუმს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენი უნივერსიტეტი მზადაა ამ პროექტისა და პროგრამის განხორციელებაში ჩართოს ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთიდან. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთთან დააახლოვებს, – აღნიშნა პროფესორმა ზ. ხონელიძემ.

2015 წლის დეკემბერში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა (www.cmdb.sou.edu-ge) მოიპოვა ფოლკსვაგენის ფონდის გრანტი: „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პრაქტიკული სწავლება – სტუდენტებისათვის ლაბორატორიის დაფუძნება და მასთან დაკავშირებული სასწავლო კურსი“ მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ ინიციატივის: „Between Europe and the Orient – A Focus on Research and Higher Education in/on Central Asian and the Caucasus” ფარგლებში (საერთო რაოდენობით 141 000 ევრო).

გრანტის განმახორციელებლები იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტი.

ამ გრანტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ახალი სასწავლო კურსის დანერგვა „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“-ში, რომელიც შეთავაზებული იყო ბიოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტის შერჩეული სტუდენტებისთვის.

პროექტის ფარგლებში DACUM მეთოდოლოგიით შემუშავდა პროფესიის სტანდარტი, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი ლაბორატორიული მედიცინის სფეროში, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი (ჩარჩო დოკუმენტი) და მოდულები.

თუმცა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის დამტკიცებამ შეცვალა ფაქტობრივი მდგომარეობა, რის შემდეგაც გადაწყდა პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავება.

შესწავლილი იქნა არსებული სიტუაცია ამ სფეროში დასაქმების კუთხით, რის შედეგადაც გამოიკვეთა საშუალო რგოლის, პროფესიულ განათლებაში მომზადებული კვალიფიციური კადრების ნაკლებობა შრომის ბაზარზე.

2021 წლის ზაფხულში სოხუმის უნივერსიტეტს მიენიჭა პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“ განხორციელების უფლება. პირველი კურსდამთავრებულები – 19 მსმენელი – უკვე 2022 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, ასევე მედიცინის ბაკალავრის და ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

პროგრამის მიზანია გადაამზადოს ბაკალავრები, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ლაბორატორიული მედიცინის კვალიფიციური კადრები, რომლებიც ეფექტურად დასაქმდებიან შრომის ბაზარზე.

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია შესაბამის სფეროში დასაქმებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს, პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ცოდნა აღნიშნული მიმართულებით, გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარები და გახდეს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრი ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

პროგრამაზე სწავლა ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, პროგრამის ხანგრძლივობაა 24 კვირა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე სწავლება ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების კვლევით ცენტრში, სსიპ „ევექს ჰოსპიტლების“ , შპს „ავერსისა“ და დაავადებათა კონტროლის ლუგარის ლაბორატორიებში.

პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული იღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.

ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკურ ასისტენტი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერი შემდეგი ტიპის სამედიცინო ლაბორატორიაში: ზოგად კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგია-სეროლოგიური, მიკრობიოლოგიური, მოლეკულურ-გენეტიკური, (ჰისტოლოგია-ციტოლოგიური). ასევე, შეუძლია დასაქმდეს ექსპერტიზის ლაბორატორიაში, სისხლის ბანკში, ფლებოტომისტად შესაბამის პოზიციებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმების მსგავს რეგულაციას არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შემდეგ ნაბიჯად გადაწყვეტილია ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის გავლა პროფესიათა ჩამონათვალში ამ კატეგორიის დამატების შესახებ.

პროგრამის იდეასა და მიზნებს მაღალი შეფასებები მისცეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნათია გვირჯიშვილმა; ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო – ზრდასრულთა განათლების მიმართულების მენეჯერმა ანა შენგელიამ; სს „ევექს ჰოსპიტლები“ – სისხლის ბანკისა და ლაბორატორიული სერვისების კომერციულმა მენეჯერმა ნინო აბესაძემ; „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მმართველმა მენეჯერმა მაია ალხაზაშვილმა; შპს „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიული ქსელის ხელმძღვანელმა ნანა ძნელაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ და კურსდამთავრებულმა დარეჯან ირემაშვილმა.

გამოსვლებისას განსაკუთრებული ხაზი გაესვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის გადამწყვეტ როლს ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებაში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომ სწორედ ამ უმაღლეს სასწავლებელში, მის მაღალ კვალიფიცირებულ პროფესურას უნდა წარემართა ეს უნიკალური პროფესიული გადამზადების პროგრამა.

2023 წლის 10 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“ კურსდამთავრებულის განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ თინათინ გიგაშვილს, მაია ალიბეგაშვილს,  ლალი შალიკაშვილს, რუსუდან გობრონიძეს, გაგი ფეიქრიშვილს, ნინო ამირაშვილს, მარი ფანოზიშვილს, გვანცა ივანიძეს, მაგდა დვალიშვილს, მერი ბებიას, მაკა ქააძეს, გიორგი გიგაურს, ელენე პაქსაშვილს, თეონა ბეჟუაშვილს, თეკლე ყალიჩავას, ხათუნა ორმოცაძეს, ნინო უნდილაშვილს, დარეჯან ირემაშვილსა და როზა დარჯანიას.

პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი (https://www.sou.edu.ge/news/cxaddeba-miReba-profesiuli-gadamzadebis-programaze-%E2%80%9Elaboratoriis-samedicino-teqnikuri-asistenti%E2%80%9C/1191).

“ვიღაცამ სტატია დაწერა და შემდეგ ადამიანს დამნაშავის იარლიყი აჰკიდო, სწორი არ არის”

ვიღაცამ სტატია დაწერა და შემდეგ დამნაშავის იარლიყი აჰკიდო ადამიანს, სწორი არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

ჟურნალისტებმა რომან გოცირიძეს კითხვა დაუსვეს „ბიბისის“მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

„არ ვიცი, რა ინფორმაციაა და რა ფილმი გავრცელდა. ასეთი ინფორმაცია თუ არსებობს, როცა მოვიცლი, ბუნებრივია, ვნახავ, არ გამოვტოვებ. ზოგადად, როდესაც ადამიანი რამეში დამნაშავეა, ამას სასამართლო ადგენს. ქართული სასამართლო კი არა, ევროპული. ევროპულ სასამართლოში თუ ვიღაცამ საქმე აღძრა ან ვიღაცას უჩივლა. ევროპული სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლო არ არის. ამიტომ, წინასწარ თქმა, რომ ხომ ხედავთ, ვიღაცამ ეს სტატია დაწერა და მერე დამნაშავის იარლიყი აჰკიდო ადამიანს, სწორი არ არის. ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე თუ ამას რეალური საფუძველი აქვს, საკითხი სასამართლოში გადადის. ასეა მთელ ცივილიზებულ ქვეყნებში. შეიძლება, ჟურნალისტმა დაწეროს არასწორი რაღაც, მეორე მხარემ უჩივლოს და ისიც სასამართლოში წავიდეს. მე რა საკითხზე მეკითხებით, არ ვიცი, მაგრამ „ბიბისის“ დონის ტელევიზიაში ნებისმიერი სიუჟეტი თუ არის შეცდომა და ცილისმწამებლური, ან ბოდიშს მოხდიან, ან სასამართლოში ჯარიმას გადაახდევინებენ. საბოლოო სამართლებრივ შეფასებას მაშინ მივცემ, თუ იქნება სასამართლოს ვერდიქტი. არ არის გამორიცხული, „ბიბისის“ იქით უჩივლონ. უამრავი ასეთი შემთხვევა მომხდარა“, – აღნიშნა გოცირიძემ.

კითხვაზე, „ქოლცენტრების საქმეში კეზერაშვილის კვალს გამორიცხავთ?“ გოცირიძემ განაცხადა:

„საქართველოში რომ კეზერაშვილს ქოლცენტრი დაეფუძნებინა, ეს სუს-მა არ იცოდა? რისი სუს-ია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი ქოლცენტრი, სადღაც კორპუსში და ამას საქართველოს მთავრობა, ჩვენი უშიშროება და პოლიცია ვერ ატყობდა? მაშინ ახლავე უნდა წავიდეს ციხეში. ეს ისტორია ხომ ასჯერ გაგიგიათ, რომ თბილისში ქოლცენტრი არსებობდა. სად იყო სუს-ი, შსს? სად არის ერთი მტკიცებულება თბილისში არსებულ ქოლცენტრთან დაკავშირებით რომ ჰქონდეთ კეზერაშვილის საწინააღმდეგოდ, ეს ხელისუფლება ამას დამალავდა?!“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“მოსკოვმა ნატო-ს ქვეყნების საომარ მოქმედებებში ჩართულობის შესახებ ამერიკული დოკუმენტების გაჟონვამდეც იცოდა”

მოსკოვმა ნატო-ს ქვეყნების უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართულობის შესახებ ამერიკული დოკუმენტების გაჟონვამდეც იცოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„როგორც ყველა დანარჩენმა, ჩვენც ვიცით, როგორია ამ დოკუმენტების ავთენტურობა, მაგრამ ამ დოკუმენტების გარეშეც გვაქვს ინფორმაცია, რომ ნატო-ს ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ბევრი მებრძოლი მონაწილეობს საომარ მოქმედებებში“, – აღნიშნა პესკოვმა.

“ქალბატონო ფოტიგა, რასა, ბატონო კუბილიუს, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონრებს ძარცვავს”-ირაკლი ზარქუა

ქალბატონო ფოტიგა, რასა, ბატონო კუბილიუს, ის, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონრებს ძარცვავს, რაც თქვენმა პარტნიორმა ბრიტანელებმა დაადასტურეს. მაინტერესებს, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც ლობისტური სქემის მონაწილე ხართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების მძარცველი დემოკრატიის მხარდამჭერი იყოს.

„ხედავთ, რა სამარცხვინოები გახდით. ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების მძარცველი კეზერაშვილი შეუძლებელია, დემოკრატიისა და ქართველი ერის მხარდამჭერი იყოს. შეუძლებელია, რეჟიმის შემოქმედი ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე იყვნენ. მათ რაც არ უნდა ფული დახარჯონ ამ ფასიან ლობისტებში, ევროპაში იქნება თუ ოკეანის მიღმა, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებთ. მაინტერესებს, 570 ევროპარლამენტარი, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, რეზოლუციას უკან წაიღებენ თუ რეზოლუციას შეცვლიან. ახლა ხომ მიხვდნენ, რა სამარცხვინო აქტზე მოაწერინეს ხელი. კეზერაშვილი ქართველებს პოლიტდევნილად გამოგვიცხადეთ. თქვენს ამომრჩევლებს, მათ შორის იმ პენსიონრებს, რომლებსაც კეზერაშვილი ძარცვავს, ახლა თვალებში ჩახედეთ და აუხსენით, მაინც პოლიტდევნილი და მედიადევნილია კეზერაშვილიო. ალბათ არ გაგიჭირდებათ, კუბილიუსსა და ფოტიგას არ გაუჭირდებათ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

“მაქვს ეჭვი, კეზერაშვილის თემა სამთავრობო მედიის შემოგდებულია”- ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები მხოლოდ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციებად რჩება და არანაირი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, მათ შორის არც ევროპული ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოებისგან.

ბეჟაშვილის შეფასებით, აღნიშნული თემა რიგი საკითხების გადასაფარად სამთავრობო მედიის მიერაა შემოგდებული.

„მაქვს ეჭვი და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა კვლავ შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი ნიგერიაში, იმავდროულად, რიკოთზე არსებული კატასტროფული მდგომარეობა, რაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეილი და სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის სანქცირების საკითხი. ამიტომ ჩვენ ვნახავთ, რომ დღეს ეს ინფორმაცია გავა საინფორმაციო სივრცეში და დარჩება სამთავრობო მედიის გავრცელებულ პროპაგანდად“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, – „ბიბისი“ „ქართული ოცნების“ სამთავრობო მედიაა?“ – ლევან ბეჟაშვილი პასუხობს: „არა. ასეთი ინფორმაციები, მათ შორის, „ბიბისის“ და სხვა საინფორმაციო საშუალებებშია გამოქვეყნებული, იყო მანამდეც და ვხედავთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის ევროპული ქვეყნების, სათანადოდ არ რეაგირებენ და ვერ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და დასაბუთებები ამ საკითხებთან დაკავშირებით“.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

“მივმართავ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი”- ირაკლი ზარქუა

“კეზერაშვილის თითოეული თეთრი ეს არის ჩვენი გმირი ბიჭების ნაძარცვი ფულით, თავდაცვის უწყებისა და შემდეგ უკვე ევროპელი

პენსიონერების ნაძარცვი ფულით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„კეზერაშვილის შესახებ „ბიბისიზე“ რაც მოვისმინეთ, ამას დიდი ხანია, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვამბობთ, რომ კეზერაშვილის თითოეული თეთრი ჩვენი გმირი ბიჭების, სამხედროებისა და თავდაცვის უწყების ნაძარცვი ფულია. შემდეგ უკვე ევროპელი პენსიონრების ნაძარცვი ფული. ამჯერად ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წამყვანი საინფორმაციო არხიდან ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მივიდნენ ამ დასკვნამდე. ხუთი ბიზნესმენი ჩართულია ევროპელი პენსიონრების ძარცვაში. კეზერაშვილი ამის შემდეგ ბედავს და მორალს გვიკითხავს, დემოკრატიას მხარს ვუჭერო, ე.ი. მედიის განვითარებაში პენსიონრების ნაძარცვი ფულით ვარო. ესაა მათი მორალი.

მაინტერესებს, რას იტყვიან „ფორმულას“ წამყვანები, მრავალათასიანი, 20 000-ზე მეტი რომ აქვთ ხელფასი. თარგამაძე რას გეტყვით? ესეც „ქართული ოცნების“ ნარატივი ხომ არ არის. „ფორმულას“ დამფუძნებელი და დამფინანსებელი თურმე დღემდე ძარცვავს პენსიონრებს და თარგამაძეები, ტაბლიაშვილი მორალს კითხულობენ დაყენებული ხმით. ჟიჟი, ახლა არ „გიტყდება“ პენსიონრების ნაძარცვი ფულით ყოველთვე რამდენიმე ათასს რომ გიხდიან? ვახო სანაია, არ გიტყდება? თქვი, რომ „ბიბისის“ ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთაო. თავმოყვარე რომ იყოთ, ღირსება გაგაჩნდეთ, დღესვე დატოვებთ ტელევიზიას და იტყვით, ასეთ ტელევიზიაში არ ვიმუშავებთო. ტელევიზიების რეიტინგში მგონი ენკი-ბენკი გისწრეთ. დარწმუნებული ვარ, „ბიბისის“ გამოძიება გაგრძელდება და ოფიციალურ სახეს მიიღებს. ბრიტანული გამოძიების მჯერა“, – განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, ირაკლი ზარქუამ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართა, დავით კეზერაშვილი დაასანქცირონ.

„მივმართავ ქალბატონ დეგნანს, ეს ადამიანი დაასანქცირეთ. ჩვენი და თქვენი, ამერიკის პარტნიორია ბრიტანეთი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი მძარცველია. ევროპელ პარტნიოორებს და პენსიონრებს ძარცვავს. როგორც თვითონ თქვა, ეს ადამიანი საქართველოში მედიებს, პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ ქვეყანაში დემოკრატიას უჭერთ მხარს. ამიტომ თქვენგან ობიექტურ რეგირებას ველოდები“, – განაცხადა ზარქუამ.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 16 პირი, 1 კი მხილებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჩ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 5 ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, 2 პირი – 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ნ. და 1986 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს. პოლიციამ, გ.ნ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 76 ვაზნა, “ტროტილი” და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ა.რ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი 2 პირი – 1979 წელს დაბადებული ა.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.კ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ა.მ.-ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა, ხოლო გ.კ.-ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გადაჭრილი სანადირო თოფი და 2 ვაზნა.

ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ქ. და 1972 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ჰ.ტ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, გ.ქ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი რევოლვერი, 5 ვაზნა და დანა. ჰ.ტ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად კი პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ვაზნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1943 წელს დაბადებულ რ.ჯ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.

რაც შეეხება 1965 წელს დაბადებულ მ.რ.-ს, მის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა- ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 63 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ამავე დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 1630 საბრძოლო ვაზნა, “ეფ 1”-ის ტიპის 5 ხელყუმბარის კორპუსები სასკდომი მუხტით და 4 ამფეთქი ფალია.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ძ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო რევოლვერი, 5 ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება. 1986 წელს დაბადებული ო.კ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 47 ცალი ვაზნა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს. დაკავებულის – 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა, ხოლო მხილებული პირის – 1959 წელს დაბადებული მ.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის და ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.ბ. დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი, 4 ვაზნა და კარაბინი.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

“კეზერაშვილმა საქართველოს ჯარისგან ნაძარცვი ფულით გააგრძელა საქმიანობა”

ჩემთვის, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, დავით კეზერაშვილი არის პირი, რომელმაც საქართველოს ჯარისგან ნაძარცვი ფულით გააგრძელა საქმიანობა, რაზეც აქამდეც დიდი ხანია, საუბარი იყო. დღეს უკვე „ბიბისის“ გამოძიება ვიხილეთ, რომ ძალიან ამორალურ ქმედებაში ყოფილა ჩართული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

„საინტერესოა, როგორ მოიქცევიან მაღალი პედესტალიდან მოსაუბრე მისი მედიის აპოლოგეტები და ჟურნალისტები, რომელთაც ჟურნალისტურ საქმიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. საზოგადოებამ კარგად იცის, ეს ადამიანები ვინ არიან და რა მორალი აქვთ. საინტერესოა, ამ ყველაფერს როგორ ახსნიან. ვხედავთ, რომ კეზერაშვილი დაინტერესებულია, მართოს არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესები და დააფინანსოს რადიკალური ოპოზიცია, არამედ სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ის პენსიონრებისგან წაღებული ფულით აფინანსებს მედიას. ასეთი ფულით დაფინანსებული ჟურნალისტები კი ცდილობენ, საზოგადოებაში ჩამოაყალიბონ აზრი, რომ ხელისუფლება, მათ შორის, რევოლუციური გზით უნდა შეიცვალოს. ასეთი ადამიანები ხალხს მორალს უკითხავენ. დაფინანსებას იმ ადამიანისგან იღებენ, ვინც საკუთარი ქვეყნის ჯარისგან ფული წაიღო და ახლა ასეთ ამორალურ ქმედებაშია მხილებული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.