“კეზერაშვილის თითოეული თეთრი ეს არის ჩვენი გმირი ბიჭების ნაძარცვი ფულით, თავდაცვის უწყებისა და შემდეგ უკვე ევროპელი
პენსიონერების ნაძარცვი ფულით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„კეზერაშვილის შესახებ „ბიბისიზე“ რაც მოვისმინეთ, ამას დიდი ხანია, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვამბობთ, რომ კეზერაშვილის თითოეული თეთრი ჩვენი გმირი ბიჭების, სამხედროებისა და თავდაცვის უწყების ნაძარცვი ფულია. შემდეგ უკვე ევროპელი პენსიონრების ნაძარცვი ფული. ამჯერად ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წამყვანი საინფორმაციო არხიდან ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მივიდნენ ამ დასკვნამდე. ხუთი ბიზნესმენი ჩართულია ევროპელი პენსიონრების ძარცვაში. კეზერაშვილი ამის შემდეგ ბედავს და მორალს გვიკითხავს, დემოკრატიას მხარს ვუჭერო, ე.ი. მედიის განვითარებაში პენსიონრების ნაძარცვი ფულით ვარო. ესაა მათი მორალი.
მაინტერესებს, რას იტყვიან „ფორმულას“ წამყვანები, მრავალათასიანი, 20 000-ზე მეტი რომ აქვთ ხელფასი. თარგამაძე რას გეტყვით? ესეც „ქართული ოცნების“ ნარატივი ხომ არ არის. „ფორმულას“ დამფუძნებელი და დამფინანსებელი თურმე დღემდე ძარცვავს პენსიონრებს და თარგამაძეები, ტაბლიაშვილი მორალს კითხულობენ დაყენებული ხმით. ჟიჟი, ახლა არ „გიტყდება“ პენსიონრების ნაძარცვი ფულით ყოველთვე რამდენიმე ათასს რომ გიხდიან? ვახო სანაია, არ გიტყდება? თქვი, რომ „ბიბისის“ ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთაო. თავმოყვარე რომ იყოთ, ღირსება გაგაჩნდეთ, დღესვე დატოვებთ ტელევიზიას და იტყვით, ასეთ ტელევიზიაში არ ვიმუშავებთო. ტელევიზიების რეიტინგში მგონი ენკი-ბენკი გისწრეთ. დარწმუნებული ვარ, „ბიბისის“ გამოძიება გაგრძელდება და ოფიციალურ სახეს მიიღებს. ბრიტანული გამოძიების მჯერა“, – განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, ირაკლი ზარქუამ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართა, დავით კეზერაშვილი დაასანქცირონ.
„მივმართავ ქალბატონ დეგნანს, ეს ადამიანი დაასანქცირეთ. ჩვენი და თქვენი, ამერიკის პარტნიორია ბრიტანეთი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი მძარცველია. ევროპელ პარტნიოორებს და პენსიონრებს ძარცვავს. როგორც თვითონ თქვა, ეს ადამიანი საქართველოში მედიებს, პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ ქვეყანაში დემოკრატიას უჭერთ მხარს. ამიტომ თქვენგან ობიექტურ რეგირებას ველოდები“, – განაცხადა ზარქუამ.
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.