Home Blog Page 2258

აშშ დაიწყებს ომს ჩინეთის წინააღმდეგ, თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება – ამერიკელი კონგრესმენი

აშშ დაიწყებს ომს ჩინეთის წინააღმდეგ, თუ პეკინი შეეცდება ტაივანის ძალით ხელში ჩაგდებას, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა განაცხადა.

მაკკოლი ტაივანში ჩავიდა სხვა ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად , რათა ჩინეთი შეეჩერებინა. მან გაიხსენა, რომ CIA-მ ადრე გააფრთხილა პეკინის გეგმების შესახებ ტაივანში 2027 წელს შეჭრაზე. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში კონგრესს ექნება სამხედრო ძალის გამოყენების უფლება.

„ტაივანი სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინა. ჯერ ერთი, ისინი არ არიან საბრძოლო მზადყოფნაში და არ არიან მზად საბრძოლველად. ისინი არ არიან მზად ომისთვის“, – განმარტა კონგრესმენმა.

მაკკოლმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიწყოს დისკუსიები იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ფილიპინებთან და ავსტრალიასთან ომის თავიდან ასაცილებლად ჩინეთის შეკავების გზებზე.

2023 წლის მაისიდან, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის წესები იცვლება

ევროკავშირში მოგზაურობის წესები იცვლება და უფასო მოგზაურობის დრო სრულდება. 2023 წლის მაისიდან ამოქმედდება ETIAS-ის სავიზო პროგრამა. თუმცა, აქვე უნდა დავაკონკრეტოთ, რომ ETIAS არ არის იგივე, რაც ვიზა. ის უფრო სწრაფია, კეთდება ონლაინ და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას.

18 წლიდან 70 წლამდე ასაკის პირებისთვის მისი ღირებულება 7 ევრო იქნება.

ეს ცვლილება შეეხება იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა არ სჭირდებოდა. მათ შორისაა საქართველო. არაფერი იცვლება მათთვის, ვისაც ადრეც სჭირდებოდა ვიზა კავშირში შესვლისთვის.

თბილისის მერია მოძრაობის დროებითი მარშუტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ზურაბ ჟვანიას მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდა.  ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.  8 აპრილს ტრანსპორტის გადაადგილება 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე შეიზღუდება.აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები ვეფხი და მოყმის ძეგლიდან იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით ვეღარ იმოძრავებენ; მარშალ გელოვანის გამზირისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩიდან მძღოლები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაადგილდებიან, ხოლო ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობას ლევან გოთუასა და ჟიული შარტავას ქუჩების გავლით შეძლებენ. რაც შეეხება პეკინის გამზირიდან მოძრავ ტრანსპორტს, გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ, იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით.შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშალ გელოვანის გამზირიდან სააკაძის მოედნამდე ლევან გოთუას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს“ – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთელი დღის განმავლობაში სახელისუფლებო მედიები ცდილობენ, რამე ხელჩასაჭიდი ნახონ, თითქოს მე ვგეგმავ რევოლუციას – ჯაფარიძე

 

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი  ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ტვ იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. საუბარია „ტვ იმედის“ მიერ გავრცელებულ  სიუჟეტზე სადაც ნათქვამია, რომ ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში რევოლუციას გეგმავს.

„რა ხდება იმედის იმ ვიდეოში:

დღეს მთელი დღის განმავლობაში იმედი, პოს ტვ და რუსთავი ცდილობდნენ ახალგაზრდული ბანაკიდან, სადაც მეც ვიყავი სპიკერად მიწვეული, წამოეღოთ რამე ხელჩასაჭიდი რომ თითქოს მე ვგეგმავ რევოლუციას.

რამდენიმე კამერით გადაიღეს ჩემი ლექცია სრულად, მაგრამ ვერაფერი იპოვეს მოსაწონი. ამის შემდეგ აშეარებენ ამ სკანდალურ ვიდეოს და აყოლებენ მდინარაძის, კალაძის და სხვა კობახიძეების კომენტარებს.

აქ ერთ-ერთი მოწვეული სპიკერი, რომლის თემაც იყო უკრაინის ომი, ატარებს სავარჯიშოს შესაძლო სცენარებზე, რა შეიძლება მოხდეს რუსეთში, მას შემდეგ რაც ის დამარცხდება უკრაინაში.

ეს სცენარები აქვს ჩამოწერილი ფლიპჩარტზე და დამსწრეების მხარდაჭერის შესაბამისად (ვინ რომელ სცენარს განიხილავს რეალურად) აკეთებს მონიშვნებს.

ერთ-ერთი სცენარი არის რუსეთში ხელისუფლების ცვლილება. იმ ვიდეოში ჩანს მომენტი როდესაც მოსე მხარს უჭერს ამ ვერსიას და ერთ-ერთი მონაწილე ამატებს „სისხლიანი“, რაზედაც მერე ვიცინით (ეს ნაწილი მოჭრეს) ესაა სულ. მოგ**ყანთ უსინდისო დედები“, – წერს ზურაბ ჯაფრიძე.

მაკრონისა და სი ძინპინის შეხვედრა, შესაძლოა, უკრაინაში მშვიდობისაკენ მიმავალი გზის დასაწყისი იყოს – Bloomberg

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეხვედრა, შესაძლოა, უკრაინაში მშვიდობისაკენ მიმავალი გზის დასაწყისი იყოს, – ამის შესახებ RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.

ფრანგმა მაღალჩინოსანმა, ასევე, აღნიშნა, რომ პარიზი არ ელის ჩინეთის ხელმძღვანელობისგან კონფლიქტში მხარის მთლიანად შეცვლას.

მისივე თქმით, შეხვედრის დასასრულს ჩინეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა მაკრონს რიგი საკითხების გარკვევისთვის.

ფრანგი ოფიციალური პირი, ასევე, დარწმუნებულია, რომ მაკრონისა და სიის მიერ გამართულმა თითქმის ხუთსაათიანმა ერთობლივმა მოლაპარაკებებმა მოამზადა საფუძველი შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.

სი ძინპინმა ვიზიტის დროს თავი შეიკავა რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის საჯაროდ ხსენებისგან, რაც საფრანგეთშიც კარგი ნიშანია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გზაზე.

სერიოზულად აღიქვამენ მეორე ფრონტის თემას, ფრთხილობენ, ეშინიათ – ჯემალ გამახარია ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე

ოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს, რომ ენგურის ხიდი თბილისში 9 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო ჩაკეტეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემას სერიოზულად აღიქვამენ და ეშინიათ.

„არ ვფლობ ინფორმაციას, რომ რაიმე მოლაპარაკება წარმოებდეს ახლა აფხაზურ მხარესთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს დაკავშირებული უნდა იყოს 9 აპრილთან. იქითა მხარეს არის ძალიან დიდი მზადება, ოღონდ რისთვის – ჩვენ არ ვიცით. ისინი ძალიან სერიოზულად აღიქვამენ ამ ე.წ მეორე ფრონტის თემას. ფრთხილობენ, ეშინიათ“, – აცხადებს ჯემალ გამახარია.

 

შეგახსენებთ, აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდზე შეზღუდვები დააწესა. ე.წ. მესაზღვრეები გალის რაიონიდან ზუგდიდში მოსახლეობას არ ატარებენ. გალის რაიონის მოსახლეობა ამბობს, რომ შეზღუდვების მიზეზი და მათი მოქმედების ვადა უცნობია.

,,გვითხრეს, რომ რუსეთთან პირისპირ მარტო ვართ” – დიმიტრი ხუნდაძე სტოლტენბერგის განცხადებაზე

„გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას მიმართა, ჯერ მოიგეთ ომი რუსეთთან და შემდეგ ვისაუბროთ ნატოში გაწევრიანებაზეო. ისმის კითხვა, უკრაინას ნატოში გაწევრიანება რუსეთთან ომის პროცესში სჭირდება თუ გამარჯვების შემდეგ?“ – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე თქმით, სტოლტენბერგის განცხადება საქართველოსთვისაც საყურადღებოა.

„ნატოს გენერალური მდივნის ეს მიმართვა არის მკვეთრი მესიჯი ჩვენს მიმართაც, რომ ჯერ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და შემდეგ ვიფიქროთ ნატოში გაწევრიანებაზე. ანუ, გვითხრეს, რომ რუსეთთან პირისპირ მარტო ვართ.

ქართველებისთვის ეს დამოკიდებულება დიდი ხანია უკვე ცხადია. ცხადია ისიც, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ისევ ოკუპანტთან ურთიერთობისკენ მიგვითითებენ. ჩვენ კი ნატოს წევრობა სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გვსურდა. რადგან ყველა კრიტიკულ სიტუაციაში საბოლოოდ მარტო ვრჩებით ჩრდილოელ მეზობელთან, ამიტომ ჩვენვე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შევძლოთ საქართველოს გამთლიანება.

დღეს მიმდინარე გლობალური პროცესები ამაზე რეალური ფიქრისა და ქმედების საბაბს გვაძლევს“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

,,9 აპრილს აქციის ჩატარება არის პარაზიტირება, იმ ხალხის ნამოღვაწარის, რომელიც ამას არ იმსახურებს”- იაგო ხვიჩია

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციამ ხმაური რომ გამოიწვიოს, საჭირო გახდა მისი 9 აპრილს ჩატარება, რაც არის პარაზიტირება, იმ ხალხის ნამოღვაწარის, რომელიც ამას არ იმსახურებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას აკლია გულწრფელობა.

„მე არ ვეთანხმები არაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში, არც მის ჩატარების თარიღს, არც იქ მყოფი ხალხის გულწრფელობის მჯერა მაინც და მაინც ყველა საკითხზე, რასაც ამბობენ. მოთხოვნები ბუნდოვანია. არ მჯერა არც ის, რომ ჩაფიქრებული იყო, როგორც რაღაც ერთობლივი აქცია. ისე იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ თითქოს ეს აქცია ერთობლივი ყოფილიყო ან საერთო და არა – „ნაცმოძრაობის“. ჩემი აზრით, ამ აქციას თავიდან ბოლომდე აკლია გულწრფელობა, არავის სჯერა მისი წარმატების და იმისთვის, რომ რაღაცნაირად ხმაური გამოიწვიოს ამან, საჭირო გახდა მისი 9 აპრილს ჩატარება, რაც არის პარაზიტირება, იმ ხალხის ნამოღვაწარისა და ნაშრომის, რომელიც ამას არ იმსახურებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები კანდიდატის სტატუსის თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

დედაქალაქის მერის თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, თუმცა კანონის გვერდის ავლით, ქვეყანაში არეულობის გამოწვევისკენ მიმართული ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

„ეს ადამიანები არ მალავენ იმ ზრახვებს, რაც აქვთ – ქვეყანაში მოაწყონ დაპირისპირება, არეულობა. ერთ-ერთს ინტერვიუში წამოცდა და გააჟღერა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც აქვთ ჩაფიქრებული კანდიდატის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით. ასეთი რამ თქვა – აი, დეკემბერში, როდესაც სტატუსს არ მოგვცემენ, ეს ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. ვიცით, ჩვენ ამ სტატუსს რისთვის იყენებენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრჯერ მითქვამს – ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას. იმ ქვეყნებს შორის, ვისაც რეალურად ჰქონდა რაღაც გაკეთებული და წინგადადგმული ნაბიჯები, ეს იყო საქართველო.

გულდასაწყვეტია, ის რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მეორე მხრივ, საზოგადოებასაც ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს აქვთ თემად აწეული, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ დეკემბერში, უნდათ გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მიზნით, დაპირისპირების მიზნით და ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ამ ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ, პარტიას, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, თავისი მოსაზრებები გამოხატოს, დააფიქსიროს ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც დაპირისპირებით, რაღაც რევოლუციური გზით, მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან, ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, მშვიდობა რომ მოხდეს ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ხვალ ყველას ველოდებით აქციაზე, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა“- ხაბეიშვილი

„ხვალ ყველას ველოდებით აქციაზე, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ხვალ პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის აქცია.

„არაფერი არანორმალური არ არის იმ მოთხოვნებში, რაც ხვალ იქნება. საუბარია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, 12 პუნქტის შესრულებაზე, დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, ცხადია მოსამართლეებზეც – რანაირად შეიძლება ეს ხალხი თანამდებობაზე იყოს. ასევე, არ შეიძლება არ მოვითხოვოთ ლაზარეს თავისუფლება, ასევე, პოლიტიკური პატიმრების – პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა და ნიკა გვარამიას თავისუფლება. ხვალ ყველას ველოდებით, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ვაპირებთ, ამ ბრძოლაში დანებება არ იქნება და ერთიანი ვიქნებით“,- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი „სამხედრო წვრთნები“ დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „შეიარაღებულმა ძალებმა“ ფართომასშტაბიანი „წვრთნები დაიწყო“, – ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წვრთნებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამედროვე ძალებითა და საშუალებებით მტრის კომპლექსური განადგურების საკითხების შემუშავებას.

„შტაბისა და ჯარების წვრთნა მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად”, – აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.

მათივე განმარტებით, წვრთნების მთავარი მიზანია შტაბისა და ჯარების მზადყოფნის ამაღლება, ასევე მოულოდნელად წარმოშობილი ამოცანების გადაჭრის მიზნით მათი კოორდინაციის ამაღლება. წვრთნების სხვადასხვა ეტაპზე აფხაზეთის ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურების“ ძალები და საშუალებებიც ჩაერთვებიან.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინოვნიკებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მთავრობის წარმომადგენლებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ამის უცხოური მედია წერს.

ანუ მთავრობის წევრები რუსეთის დატოვებას მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეძლებენ. და საზღვარგარეთ მხოლოდ ოფიციალურ საქმეზე უნდა მიდიოდნენ.

გამოცემა The Bell იუწყება, რომ მინისტრების, მათი მოადგილეების, აპარატებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების ქვეყნიდან გასვლის ნებართვას პირადად მიშუსტინი აწერს ხელს. საინტერესოა, რომ რუსეთის რეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე ასეთი შეზღუდვები არ დაწესებულა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოცემა Financial Times იუწყებოდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს, ასევე სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებს პასპორტები ჩამოართვეს. ჟურნალისტები ამ ინფორმაციას „საზღვარგარეთ გაქცევის გამო პარანოია“ უწოდეს.