Home Blog Page 2249

წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი და სეტყვა – ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ და ზეგ საქართველოში ამინდი გაუარესდება.

,,12 აპრილს და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია გავრცელებულ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. ზაზა ავალიანმა პოსტი და კლინიკა ერთად დატოვა.

დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს. ქვეყნის მთავარი კლინიკის ხემძღვანელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება დღის ბოლოს გახდა ცნობილი.

თეა თავართქილაძე დღემდე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
ავალიანის წასვლას კი, წინ უძღოდა ექიმების პროტესტი და საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ახალი დირექტორი “კურიერთან” ამბობს, რომ სამინისტრომ საინიციატივო ჯგუფის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ექიმების პროტესტი შეწყვეტილია.

„ნურას უკაცრავად, ჩვენ პრეზიდენტს არ მოგაკვლევინებთ“ – ჩალაძე სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაგზავნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს.

„დრო აღარ გვაქვს. იმედია [სტრასბურგის] სასამართლო გადაწყვეტილება მაშინ იქნება, ვიდრე პრეზიდენტიც ცოცხალია ამ დღეებში განმავლობაშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საჩივრის დაკმაყოფილებას აზრი არ ექნება. ძალიან მძიმე სიტუაციაა. უნდა გადავარჩინოთ ერთი ადამიანის სიცოცხლე, რომელმაც სახელმწიფო შეინარჩუნა. ნურას უკაცრავად, ჩვენ პრეზიდენტს არ მოგაკვლევინებთ“, – განაცხადა ჩალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

,,უნდა გავიაზროთ, რომ „ნაცების“ „ვერხუშკა” „ქოცების“ ხელშია”- იაგო ხვიჩია

მგონია, რომ სრულიად რაციონალურად წავიდნენ პოლონეთში, იმ თვალსაზრისით, რომ მურუსიძის საქმის გარჩევა შინაარსობრივად არის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმის გარჩევა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც საგამოძიებო კომისიის საკითხზე რიგგარეშე პლენარული სხდომის გადადებას და ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის პოლონეთში ვიტიტს გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელსაც არ შეუძლია თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს საგამოძიებო კომისია შეუქმნას.

„უნდა გავიაზროთ, რომ „ნაცების“ „ვერხუშკა” „ქოცების“ ხელშია. კანონი უნდა მიგვეღო დღეს. აქ უნდა ყოფილიყვნენ, კენჭი უნდა ეყარათ და წავიდნენ პოლონეთში. როდის ყოფილა აქამდე, რომ ამერიკელებს დაესანქცირებინოთ საქართველოს მოსამართლეები და როდის ყოფილა შანსი, რომ ოპოზიციას ამაზე საგამოძიებო კომისია შეექმნა, ეს უბრალოდ არასერიოზულია. მე მგონია, რომ არსებობს შეთანხმება მიშას გამოშვებაზე და თუ არ არსებობს შეთანხმება, მაშინ უფასოდ უჩუქებიათ „ნაცები“ „ქოცებისთვის“, რადგან მეტს რას ნიშნავს ის, რომ ფაქტობრივად „ქოცების“ საქმეს აკეთებ ღიად?

ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება კონცენტრირებული ყოფილიყო საგამოძიებო კომისიაზე და მთელი შტურმი ამაზე წასულიყო, წავიდნენ პოლონეთში. რა შუაშია საერთოდ. მე მგონია, რომ სრულიად რაციონალურად ქნეს ეს, იმ თვალსაზრისით, რომ მურუსიძის საქმის გარჩევა შინაარსობრივად არის მისი („ნაციონალური მოძრაობის“) საქმის გარჩევა. წარმოიდგინეთ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ შეუძლია თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს შეუქმნას საგამოძიებო კომისია იმ მოტივით, რომ ვაი, თუ ჩემი საქმეებიც გამოიძიონო. ამით კობახიძე ღიად დაემუქრა.

მურუსიძის სასამართლოს გასამართლება სინამდვილეში არის „ქოცების“ და „ნაცების“ გასამართლება ერთად. შინაარსობრივად ეს ერთი და იგივე რეჟიმია. გასაგებია, რომ ბიძინას ნაკლებად უყვარს ძალადობა და ერიდება ამას, მაგრამ ნებისმიერი ტიპის რეპრესიული ქმედებები პოლიტიკური მოწინააღმდეგეებთან და ოპონენტებთან ორივემ ამ სასამართლოში გააკეთა და ეს სასამართლო ამაშია სპეციალიზებული. სხვა რითია უნიკალური მურუსიძის სასამართლო გარდა იმისა, რომ იცის მმართველი პარტიის ოპონენტებთან ბრძოლა, ამაშია გამობრძმედილი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს. მოგვიანებით, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის პოლონეთში გამგზავრების გამო, მათ განმეორებით მიმართეს პრეზიდენტს, რომ მათივე მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ ჩანიშნოს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის” მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება უნდა ყოფილიყო, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისიის შექმნას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

,,ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი რუსეთში ცხოვრობს”- UNHCR

რუსეთ-უკრაინის ხანგრძლივმა ომმა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. მილიონობით ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვა და ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დროებიითი ან მუდმივი თავშესაფარი მოითხოვა. UNHCR-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-ი ევროპის იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც ამჟამად ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს.

2022 წლის თებერვლის შემდეგ ქვეყნის გარეთ თავშესაფარი ჯამში უკრაინის რვა მილიონზე მეტმა მოქალაქემ იპოვა. უკრაინელმა ლტოლვილებმა საცხოვრებლად, ძირითადად, ევროპის ქვეყნები შეარჩიეს, თუმცა ყველაზე მეტი ლტოლვილი, ჯამში 35% – ანუ 2 მილიონ 852 ათას 395 უკრაინელი ომის შემდგომ საცხოვრებლად რუსეთში წავიდა. გავრცელებული ცნობების მიუხედავად, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინელი ლტოლვილები რუსეთში იძულებით გადაიყვანეს, რუსეთი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და პირიქით, მათი განმარტებით, ქვეყანამ მშვიდობიანი მოსახლეობის ძალის გარეშე ევაკუციაში მიიღო მონაწილეობა.

რუსეთის შემდგომ უკვე ევროპაში ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი პოლონეთმა და გერმანიამ მიიღო. ეს ქვეყნების სიახლოვით და ძლიერი რეგიონალური ეკონომიკით აიხსნება. ჯამში ამ ქვეყნებმა 1 მილიონზე მეტი უკრაინის მოქალაქე შეიფარა.

ჩეხეთი, იტალია და ესპანეთი – ევროპის ამ ქვეყნებში უკრაინელი ლტოლვილების 10% ცხოვრობს.

ქვეყნების ათეულს, სადაც ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია დასახლებული, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი ავსებენ. ევროპის ამ ქვეყნებში ჯამში ნახევარ მილიონზე მეტი (505 588) უკრაინელი ცხოვრობს.

რაც შეეხება საქართველოს, UNHCR-ის მონაცემებით, საქართველო ქვეყნებს შორის 29-ე ადგილს იკავებს. საქართველოში ომის შემდგომ საცხოვრებლად ჯამში უკრაინის 25 701 მოქალაქე გადმოვიდა. საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი 4 928 უკრაინელისთვის გახდა საცხოვრებელი, სომხეთში ცხოვრების გადაწყვეტილება კი 541-მა უკრაინელმა ლტოლვილმა მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლტოლვილთა ნაწილი საცხოვრებლად ევროპის გარეთაც გადავიდა. ევროპის მიღმა, უკრაინელი ლტოლვილებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატები იყო. შტატები იმ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზეა, სადაც ყველაზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს. უფრო კონკრეტულად 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით აშშ-ში 200 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია დასახლებული.

“არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების არ არსებობს” – აზარაშვილი რესპუბლიკურზე

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით პროტესტი მინელებულია და პროტესტის გაგრძელების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

“რესპუბლიკურის პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია და გუშინდელი შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, პოზიტიურ ტალღაზე იყო. ყველა ის დეტალი გავიარეთ, რაც ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილია. ყველა სავარაუდო კითხვას, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ჩვენ მიმართ ამომწურავად ვუპასუხეთ და გვქონდა შესაძლებლობა, რომ დახურულ ფორმატში ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის გვეპასუხა.

იყო მცირედი ინციდენტი, როცა ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა კითხვა-პასუხი და მოხდა სამწუხარო ფაქტი, აუდო ჩაწერის და შემდეგ უკვე, ერთ-ერთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიას გადასცდეს ეს ჩანაწერი, რაზეც მომზადდა სრულიად აბსურდული სიუჟეტი. ამ სიუჟეტშიც კარგად ჩანდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად კონსტრუქციულად მივყვებოდით ყველა საკითხს. ამ მომენტისთვის ყველა შესაძლო საკითხი ამოწურულია და არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების არ არსებობს” –  თქვა აზარაშვილმა “იმედის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებას კლინიკის დანგრევა აქვს გადაწყვეტილი. ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უმუშევარი არავინ დარჩება და რესპუბლიკურის ადგილზე ახალი კლინიკა აშენდება, თუმცა დეტალებს აღარ ასაჯაროებს.

,,სააკაშვილის დაჯილდოება შეურაცხმყოფელია მათთვის, ვინც თავის თავზე გამოსცადა სისტემის მძიმე წნეხი”- კახიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს მინიჭება შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის თავზე გამოსცადა სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის მძიმე წნეხი.

კახიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს გარკვეული ძალები ლობირებენ.

„მიხეილ სააკაშვილი არის სისტემის ერთ-ერთი შემქმნელი, ვინც უამრავი ადამიანის უფლება დაარღვია. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უფლებების დარღვევას ტოტალური სახე ჰქონდა ყველა მიმართულებით. თუ საუბარია სააკაშვილისთვის ჯილდოს მინიჭებაზე ადამიანის უფლებების მიმართულებით, რაც ნორვეგიაში მოხდა, ეს აბსურდია. თუ უფრო შორს წავალთ, ეს შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის თავზე გამოსცადა ამ სისტემის ძალიან მძიმე წნეხი. ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს გარკვეული ძალები ლობირებენ. ალბათ, ამასაც გარკვეული წინაპირობები აქვს. ალბათ, ეს ჯილდოებიც იმ ლობირებიდან მოდის, რასაც მთელი ეს პერიოდი ვხედავთ“, – განუცხადა გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა.

,,პარტნიორმა, ამ შემთხვევაში აშშ-მა, თამაშის წესები არ დაიცვა ”- გურამ მაჭარაშვილი

„პარტნიორმა, ამ შემთხვევაში აშშ-მა, თამაშის წესები არ დაიცვა და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გამამართლებელ არგუმენტებსაც არ გვეუბნებიან. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ამ არგუმენტებს არასდროს გვეტყვიან. ამით ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ უნდათ, კონტროლი დააწესონ ქართულ მართლმსაჯულებაზე, რადგან ეს არ გამოუვიდათ პარლამენტში, მთავრობასა და ქუჩის პროცესებში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ უარს აცხადებს, რომ არგუმენტები წარმოადგინოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების ფაქტზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკა ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

„ვიდრე გადავალთ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, გაასაჩივროს სანქციების დაწესების ფაქტი თავად შეერთებულ შტატებში, გავიხსენოთ ის, რასაც „ხალხის ძალა“ პირველივე განცხადებიდან ვამბობდით, რომ ჩვენ გვინდა ამერიკასთან და ევროპასთან პარტნიორობა, მაგრამ თამაშის გარკვეული წესები უნდა ვიცოდეთ და, რაც ყველაზე მთავარია, უნდა დავიცვათ. პარტნიორმა, ამ შემთხვევაში აშშ-მა, თამაშის წესები არ დაიცვა და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გამამართლებელ არგუმენტებსაც არ გვეუბნებიან. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ამ არგუმენტებს არასდროს გვეტყვიან. ამით ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ უნდათ, კონტროლი დააწესონ ქართულ მართლმსაჯულებაზე, რადგან ეს არ გამოუვიდათ პარლამენტში, მთავრობასა და ქუჩის პროცესებში. უკვე დიდი ხანია, ამბობენ, რომ რაღაც კორპორაცია და კლანი არსებობს, მაგრამ ვერ დაამტკიცეს.

ეს ვენეციის კომისიამაც კი ვერ ჩაწერა ეს დასკვნაში. მან თქვა, რომ არასამთავრობო სექტორი საუბრობს კორპორაციების არსებობის შესახებ, მაგრამ რადგან სამართლებრივად არ იქნებოდა გამყარებული, ვენეციის კომისიამაც კი ვერ თქვა [დაზუსტებით]. ამ ფონზე აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ მისი კანონმდებლობა ავალდებულებს, პარტნიორი ქვეყნის მოსამართლეებს სანქციები დაუწესოს. ეს შეურაცხმყოფელიცაა, დაცინვაც და საკუთარი თავის კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაყენებაც. ტელეკომპანია „იმედზე“ ვნახეთ, რომ ელჩმა ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა. ვერც უპასუხებდა, რადგან არგუმენტები არ არსებობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მტკიცებულება, მისი პასუხი იყო, რომ მტკიცებულება აქვს, მაგრამ არ გვეტყვის. სანქციების დაწესებიდან მეორე დღესვე, როდესაც საზოგადოების რეაქცია ნახეს, თვითონაც მიხვდნენ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს და არასწორი ნაბიჯი გადადგეს. ეს ხომ მხოლოდ პოლიტიკური პროცესი არ არის. ხელისუფლების მესამე შტოში ერევიან, რითაც არღვევენ სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარეობდა საზოგადოების რეაქციაც და სწორედ ამიტომ თქვეს შემდეგ, რომ ეს არის არა ფინანსური, არამედ მხოლოდ სავიზო სანქცია. თუკი ქართული მართლმსაჯულების რეიტინგი გვაინტერესებს, გადავხედოთ „იფსოსის“ საერთაშორისო ინსტიტუტის, ამერიკის ინსტიტუტებისა და ევროკომისიის კვლევას.

სულ ახლახან მსოფლიოს კვლევითმა ცენტრმაც – „დემოკრატიის მრავალფეროვნებამ“, მეცხრე ჯერზე, ქართული მართლმსაჯულების კვლევის შედეგად, მოგვანიჭა პოზიტიური ქულა. გამოდის, რომ ქართულ მართლმსაჯულებას, რომელსაც ევროპის ინსტიტუტებიდან დაწყებული, ამერიკის ინსტიტუტებით დამთავრებული, ყველა პოზიტიურ ქულას ანიჭებს, სანქციებს უწესებენ, ხოლო პატიმარ სააკაშვილს, რომელიც საერთაშორისო სასამართლომ დამნაშავე სისტემის შემქმნელად გამოაცხადა, აჯილდოებენ. ამას საზოგადოება ხედავს და ასეთ დიდ უსამართლობას ვერ მიიღებს! აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ აშშ-ის მხრიდან სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესება ყველა შემთხვევაში იყო ძალიან მცდარი ნაბიჯი და დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. ამას ჩვენ ვნახავთ. როდესაც ქვეყანა გვიმტკიცებს, რომ ჩვენი პარტნიორია, ამ დროს კი სანქციებისა და ომის გაჩაღების ენით გვესაუბრება – მოსამართლეში ფული გადავიხადე და რომ დავიბარო, რა მოხდაო, ბუნებრივია, ამას ქართული საზოგადოება არ მიიღებს!“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რუსეთში წვევამდელებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ელექტრონული გაწვევის ფორმას აწესებს და წვევამდელებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში გამოცხადებამდე ქვეყნის დატოვებას უკრძალავს. ამასთან, ცვლილებები გაწვევის მიღების შემდეგ გამოუცხადებლობის შემთხვევაში პირებზე სესხების გაცემას და მათთვის ავტომობილის მართვის უფლებასაც აკრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი რუსეთის საკანონდებლო ორგანომ მის განხილვამდე გამოაქვეყნა.

Forbes-ის რუსული გამოცემის მიხედვით, კანონში შესატანი ცვლილებები მეორე განხილვის შემდეგ, საბოლოოდ კი მესამე განხილვაზე მიიღეს. განხილვის პროცესი პირდაპირ გადაიცემოდა. ამ ეტაპისთვის კანონი ფედერალურმა საბჭომ უნდა დაადასტუროს [რომელიც 12 აპრილს გაიმართება], პრეზიდენტმა კი ხელი უნდა მოაწეროს.

Forbes-ის ცნობით, ცვლილებათა პაკეტი ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში იყო მიღებული, თუმცა დუმამ გადაწყვიტა 6 აპრილს კანონპროექტი მეორე განხილვის ეტაპზე დაებრუნებინა და ის თავიდან ცვლილებათა დიდი ჩამონათვალით განეხილა. კანონპროექტი მასში შეტანილი ცვლილებებით 11 აპრილს, მის განხილვამდე გამოქვეყნდა, რამაც დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. კანონმდებლების ნაწილი თვლის, რომ მათ 80-გვერდიანი ცვლილებების შესწავლის საშულება უნდა ჰქონოდათ.

კანონპროექტის მიხედვით ელექტრონული გაწვევის ცნობა გათანაბრებულია ქაღალდზე დაბეჭდილ ცნობასთან. მათი მიღების შემდეგ კი წვევამდელებს შესაბამის სამსახურში გამოცხადებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

აკრძალვის შემოღებისა და მოხსნის შესახებ ინფორმაცია ერთიან რეესტრში ფორმდება და “სახელმწიფო სამსახურების” პირად ანგარიშებზე, ასევე უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში იგზავნება.

კანონის მიხედვით, წვევამდელი დაწესებულებაში გაწვევის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებითი ზომები იქნება გამოყენებული, რაც ინდივიდუალური მეწარმეების და თვითდასაქმებული პირების რეგისტრაციის აკრძალვას, მანქანების მართვისა და მათი სახელმწიფო რეგისტრაციის აკრძალვას, საკადასტრო აღრიცხვაზე უძრავი ქონების რეგისტრაციის ან უძრავი ქონების უფლების რეგისტრაციის აკრძალვასა და სესხზე უარის თქმა მოიცავს.

კანონის მიხედვით, ის პირები, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან და რომლებსაც გამოძახება გაწვევის პერიოდში არ მიუღიათ, აღრიცხვისა და სამხედრო გაწვევის ოფისში გაწვევის პერიოდის პირველ ორ კვირაში თავად უნდა გამოცხადდნენ.

კანონი ძალაში ხელმოწერისთანავე შევა, თუმცა ერთიანი რეესტრის ფუნქციონირების დაწყებამდე ყველა საქმიანობა ხორციელდება სისტემის გამოყენების გარეშე განხორციელდება.

„რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს ინფრასტრუქტურის მინისტრი და მოხდეს მისი დაკითხვა“ – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი უნდა გადადგეს.

„რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა! ასევე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მილიონობით ლარის გაფლანგვაზე! ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ფულს იპარავს და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს! ჩამოიქცა რიკოთი, სამტრედიაში ახლად აშენებული ხიდი ჩავარდა და არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს. რას ნიშნავს ეს დუმილი?! პასუხისმგებელი არავინ არის?!“, – წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რიკოთის უღელტეხილზე ქვათაცვენის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ისევ აიკრძალა.

რუსეთში ლია ახეჯაკოვას ღალატის მუხლით გასამართლებას ითხოვენ

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბოროდინმა გენერალურ პროკურორს, იგორ კრასანვოს რუსეთის სახალხო არტისტის, ლია აჯეხაკოვას დასჯის თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ვიტალი ბოროდინი მის წინააღმდეგ სამი მიმართულებით ითხოვს გამოძიების დაწყებას, მათ შორის არის ღალატის ბრალდებაც.

“მინდა გთხოვოთ, დაავალოთ უფლებამოსილ ორგანოებს ჩაატარონ აუდიტის მოკვლევა და ლია მეჯიდოვნა ახეჯაკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (ღალატი), 280.3 მუხლით (საჯარო ქმედებები, რომლებიც მიმართულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ) და რუსეთს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით (სიძულვილის ან მტრობის გაღვივება) დაიწყონ გამოძიება”, – ვკითხულობთ წერილში.ბოროდინმა გენერალურ პროკურორს ასევე სთხოვა, რომ ახეჯაკოვა საგარეო გავლენის აგენტად აღიარონ და მას ჩამოართვან წოდებები, უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ მისი განცხადებების გამო.

„ფეისბუქი“ შეფერხებით მუშაობს

უკვე რამდენიმე წუთია, რაც ერთ-ერთი მთავარი სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ შეფერხებით მუშაობს.

Downdetector-ის მიხედვით, პრობლემა ჩვენი დროით 19:11 საათიდან ფიქსირდება.