„რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს ინფრასტრუქტურის მინისტრი და მოხდეს მისი დაკითხვა“ – ხაბეიშვილი

134
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი უნდა გადადგეს.

„რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა! ასევე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მილიონობით ლარის გაფლანგვაზე! ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ფულს იპარავს და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს! ჩამოიქცა რიკოთი, სამტრედიაში ახლად აშენებული ხიდი ჩავარდა და არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს. რას ნიშნავს ეს დუმილი?! პასუხისმგებელი არავინ არის?!“, – წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რიკოთის უღელტეხილზე ქვათაცვენის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ისევ აიკრძალა.