“არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების არ არსებობს” – აზარაშვილი რესპუბლიკურზე

48
spot_img

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით პროტესტი მინელებულია და პროტესტის გაგრძელების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

“რესპუბლიკურის პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია და გუშინდელი შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, პოზიტიურ ტალღაზე იყო. ყველა ის დეტალი გავიარეთ, რაც ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილია. ყველა სავარაუდო კითხვას, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ჩვენ მიმართ ამომწურავად ვუპასუხეთ და გვქონდა შესაძლებლობა, რომ დახურულ ფორმატში ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის გვეპასუხა.

იყო მცირედი ინციდენტი, როცა ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა კითხვა-პასუხი და მოხდა სამწუხარო ფაქტი, აუდო ჩაწერის და შემდეგ უკვე, ერთ-ერთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიას გადასცდეს ეს ჩანაწერი, რაზეც მომზადდა სრულიად აბსურდული სიუჟეტი. ამ სიუჟეტშიც კარგად ჩანდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად კონსტრუქციულად მივყვებოდით ყველა საკითხს. ამ მომენტისთვის ყველა შესაძლო საკითხი ამოწურულია და არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების არ არსებობს” –  თქვა აზარაშვილმა “იმედის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებას კლინიკის დანგრევა აქვს გადაწყვეტილი. ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უმუშევარი არავინ დარჩება და რესპუბლიკურის ადგილზე ახალი კლინიკა აშენდება, თუმცა დეტალებს აღარ ასაჯაროებს.