Home Blog Page 2205

“პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – ილია დარჩიაშვილი

პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად.

„საქართველო და პოლონეთი ღირებული პარტნიორები და თანამოაზრე ქვეყნები არიან. ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, ასევე საერთო ინტერესები. ქართველ ხალხს მუდამ ემახსოვრება პოლონეთის უანგარო თანადგომა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. დაუვიწყარია საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დღესაც გამორჩეულ როლს ასრულებს პოლონეთი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელების საქმეში. მინისტრის საქართველოში ვიზიტი ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვახარებს, რომ პოლონეთი ასეთი ძლიერი მეგობარია. საუბრისას აქცენტი გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისაუბრეთ, თანამშრომლობის ფარგლებში როგორ მოვახდინოთ ჩვენი მეგობრების უფრო მეტად მობილიზება ამ მიმართულებით. ასევე, მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის მიმართულებით, რა რეფორმები გატარდა. ვიცით, რომ ძირითადი ნაწილი შესრულებულია. აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ, რომ ეს პრიორიტეტები შევასრულოთ, საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ასევე ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კონკრეტული პირობების შესრულებასთან ერთად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ფართო პოლიტიკური ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის პროცესს, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

“ომის დასრულებამდე უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება”- კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება, ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება. ამის შესახებ ესტონური ERR-ი იტყობინება.

კაია კალასის თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს კონფლიქტში ჩართვა არ სურთ.

 

„როდესაც საუბარია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზე, ერთადერთი ასეთი გარანტია, რომელიც რეალურად იმუშავებს, ნატოს წევრობა იქნება. ჩვენი მხრიდან, ვცდილობთ პარტნიორების დარწმუნებას, რომ უკრაინას უნდა მიეცეს ნათელი პერსპექტივა, როდესაც ომი დასრულდება. მეორე მხრივ, უკრაინას ვეუბნებით, რა უნდა გააკეთონ ამ გზაზე წინსვლისთვის“, – განმარტავს კაია კალასი.

“ტრამპი აშშ-ის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი ამერიკული დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„მე, შესაძლოა, ერთადერთი არ ვიყო, ვისაც დონალდ ტრამპის დამარცხება 2024-ში შეუძლია, თუმცა კარგად ვიცნობ ტრამპს და ვიცი, რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა“, – დასძინა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანია 25 აპრილს დაიწყო და ამერიკელ ხალხს ტრამპთან დაკავშირებული „ექსტრემისტებისგან“ დაცვას დაჰპირდა.

“საქართველოს პროკურატურამ ბევრად უფრო ადრე ამხილა დავით კეზერაშვილი ქოლცენტრების საქმეში” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რადიკალური ოპოზიციის მიერ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად ბევრად ადრე ამხილა დავით კეზერაშვილი.

„წავიდნენ და გაეცნონ ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოქვეყნდებოდა BBC-ის მონაცემები, ამხილა ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილი. ეს ყველაფერი არის იმ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი ღიად აწარმოებენ ამ კამპანიას და სასამართლოზე მორიგი შეტევაც ამის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში 26 აპრილს შეიტანა. ოპოზიციის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიების შექმნის შესახებ მმართველ გუნდში სპეკულაციად აფასებენ. უმრავლესობის წევრების განმარტებით, მათი ოპონენტების მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ხელის შეშლაა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მიზნის შესრულებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით შეეცდებიან.

“ვინ გვპირდება ვადამდელ არჩევნებს, არეულობას და ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევას?”- ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება, ხოლო ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.

ნიკოლეიშვილი, კობა ნაყოფიას რუსულ პასპორტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ხელის შეშლა, ქაოსი და მეორე ფრონტის გახსნაა. ის საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

„ვინ გვპირდება ვადამდელ არჩევნებს, არეულობას და ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევას? რუსული პასპორტის მქონე სულით რუსი კობა ნაყოფია. დიახ, სწორედ ესაა მათი გეგმა – სტატუსის არ მიღება, ქაოსი და ბოლოს მეორე ფრონტი. ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ ქართველებო!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

“რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს”

რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს რაფაელ გროსის რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელოვნურად შექმნილ კატასტროფის საფრთხეზე ესაუბრა.

„ჩერნობილის კატასტროფის წლისთავი ზუსტად ის დღეა, როდესაც ღირს მსოფლიოში ყველას შევახსენოთ, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება. მით უმეტეს, როცა წელიწადზე მეტია ყოველდღე და ყოველ წუთს არსებობს რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილი რადიაციული კატასტროფის საფრთხე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროპაში, მთელ მსოფლიოში. რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს.

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 42 სამხედრო მოსამსახურე და 2 სამოქალაქო პირი დაიბრუნა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განმარტებით, ეს სამხედროები მარიუპოლის, „აზოვსტალისა“ და ხერსონის ოლქის დაცვაში მონაწილეობდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, უკრაინელთა ტყვეობიდან 40 რუსი სამხედრო გათავისუფლდა. ისინი უკვე სამშობლოში იმყოფებიან.

„ქოლ ცენტრის“ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებს შემოკლებით „ქოლცები” დავარქვით” – იაგო ხვიჩია

„ქოლ ცენტრის“ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებს შემოკლებით „ქოლცები” დავარქვით – კეზერაშვილს რომ ეხება იმ კომისიის შექმნას თუ არ ეთანხმები, მგონი “ქოლცი” კარგი სახელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოსთან და “ქოლ – ცენტრებთან” დაკავშირებით საგამოძიებო კომისიების შექმნას მხარს უჭერს.

„როცა მოსამართლეებს გისანქცირებენ და მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ არსებობს პრეტენზია, რომ მათი ლიდერი ევროპელ პენსიონერებს ყვლეფდა, საჭიროა ამ საკითხების მიმართ სერიოზული დამოკიდებულების ჩვენება და არა იმ სასამართლოსთვის მინდობა, რომელიც დასანქცირებულია და თვითონ არიან გამოცხადებული სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნა რელევანტური და ლეგიტიმური გზა არის ასეთი საკითხების გადასაჭრელად. მეორე საკითხია, რომ ხელისუფლება ზედ ეფარება როგორც მოსამართლეებს, ასევე “ქოლ – ცენტრებს”, ჰერმან საბომ “ქოლ – ცენტრის” “ქართული ოცნების” გულშემატკივრებს შემოკლებით “ქოლცები” დაარქვა, ისინი ჩემდა გასაოცრად ამ პროცესს აფერხებენ, რომელიც მათ არ ეხებათ და ეხება კეზერაშვილს. კეზერაშვილს რომ ეხება იმ კომისიის შექმნას თუ არ ეთანხმები და არ გინდა მისი გახსნა, მგონი “ქოლცი” კარგი სახელია,”- განაცხადა ხვიჩიამ.

“არავის საქმე არ არის, ვინ მეყოლება სოციალურ ქსელში” – ლევან ხაბეიშვილი

„არავის საქმე არ არის, ვინ მეყოლება სოციალურ ქსელში, „ლაიქ ფეიჯი“ მაქვს და თუ ვინმეს უნდა დამაფოლოვოს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა თანაპარტიელების ბრალდებას, რომ მან თანაგუნდელები მეგობრებიდან წაშალა.

„უკაცრავად, რა ნიუსია, რომ ლევან ხაბეიშვილმა თანაპარტიელები მეგობრებიდან წაშალა? ვისი რა საქმეა, მე მეგობრებში ვინ მეყოლება? ახლა, მაყურებელს უნდა ავუხსნათ, რა მიმოწერები მაქვს? ჩემი ცხოვრება გაინტერესებთ? სიგიჟეა“, – აღნიშნავს ხაბეიშვილი.

სუდანიდან ევაკუირებულთა ნაწილი საქართველოში დაბრუნდა

ავიაკომპანია „ჯეოსქაის“ 20 თანამშრომელი უკვე თბილისშია. ისინი სამუშაო ვიზიტით სუდანში, კერძოდ, დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, სადაც 14 აპრილს სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. ავიაკომპანიამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, მათი ევაკუაცია სახმელეთო გზით ეგვიპტეში განახორციელა.

ამ დრომდე ქაიროში იმყოფება ავიაკომპანია „მაი ეარლაინსის“ 13 თანამშრომელი, რომლებსაც საქართველოში ხვალ დილით ჩამოიყვანენ.

“ისრაელი საფრთხედ აღიქვამს ირანის და პროირანული დაჯგუფებების დიპლომატიურ აქტივობებს”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი – ამირან სალუქვაძე

7 აპრილს დავწერე, ახლო აღმოსავლეთში ბევრი რამ იცვლება მეთქი. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის შუამავლობით, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა.. მალე საელჩოებს გახსნიან.

ეს შერიგება არაა ცალკე აღებული მოვლენა, არამედ დიდი პროცესის ნაწილია.

საუდის არაბეთი განიხილავს ხუსიტებთან სტაბილურ დაზავებას და იემენში კონფლიქტის დასრულებას. მხარეები უკვე მუშაობენ პორტების და აეროპორტების სრულად გახსნაზე.

საუდის არაბეთში ჰამასის ლიდერების შეხვედრა გადაიდო, თუმცა პროირანულ დაჯგუფებებთან ურთიერთობები არ შეიძლება ისრაელის შეშფოთებას არ იწვევდეს.

ბოლო პერიოდში საუდის არაბეთის ურთიერთობების გაცივებას აშშ-თან და დათბობას რუსეთთან ყველა შეამჩნევდით. მიუხედავად CIA-ს შეფის ვიზიტისა, ნავთობის ბაზარზე რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმებულ მოქმედებებს აგრძელებენ.

ნავთობის ფასის დაგდება ვერ მოხერხდა. ის ისევ რუსეთისთვის კომფორტულ ზონაშია და 80 დოლარის ნიშნულზე მერყეობს. ექსპერტები გაძვირებასაც მოელიან. აშშ-ის რეზერვები 40%-მდეა შევსებული, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდ მომხმარებელს რეზერვების ან შევსება, ან შენარჩუნება მოუწევს.

ახლახან შედგა სირიის ლიდერის ვიზიტი საუდის არაბეთში. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. იგეგმება სირიის დაბრუნება არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში.

ორი დღის წინ კი, მოსკოვში, რუსეთის, თურქეთის, ირანის და სირიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შედგა. ასტანის სამეული არაა ახალი ფორმატი, სირიის საკითხის ირგვლივ შეიქმნა მაგრამ სირიის წარმომადგენელთან ერთად არასდროს შეკრებილან. გახმოვანდა სირიის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რაც თურქეთის მხარდაჭერის გამო სირიაში ამერიკას პრობლემას უქმნის. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დატოვებენ სირიას, თუმცა გამოწვევაა.

ეს ყველაფერი ხდება აშშ-ისრაელის ურთიერთობების გაგრილების და ისრაელში განვითარებული მძიმე შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე.

წლების წინ, როცა სირიის კონფლიქტის შესახებ ანალიზს ან ვიდეო ბლოგებს ვწერდი, ისევე როგორც სხვა კოლეგები, ხშირად აღვნიშნავდი, რომ ახლო აღმოსავლეთში, მ.შ. სირიაში უამრავი გარე აქტორის (აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი, რეგიონის ქვეყნები) ინტერესებია გადაკვეთილი. როცა იწყება ურთიერთობების გადალაგება, არსებული სტატუს-კვოს შეცვლა, ეს ყოველთვის იწვევს თანმდევ პროცესებს, უკურეაქციებს.

საინტერესო იქნება რა რეაქციები ექნება ამ პროცესებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ისრაელს. იყო ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების გააქტიურების მოლოდინი, თუმცა ზემოთ აღნიშნული პროცესის ფონზე, განსაკუთრებული არაფერი შეიმჩნევა. მეტიც, ისრაელი საფრთხედ აღიქვამს პირველ რიგში ირანის და პროირანული დაჯგუფებების დიპლომატიურ აქტივობებს.

არც ამერიკის მხრიდან ვხედავთ რაიმე აქტიურ ნაბიჯებს. შესაძლოა ეს უკრაინაში რუსეთის აგრესიით იყოს გამოწვეული, რადგან უკრაინის მხარდაჭერის, ასევე ტაივანი-ჩინეთის საკითხის კუთხით დიდი ძალისხმევა და რესურსებია მიმართული.

დაველოდოთ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებს და შესაძლო ცვლილებებს საგარეო მიმართულებით, თუ პრეზიდენტი შეიცვლება.

ეს ბლოგი მხოლოდ ზედაპირული მიმოხილვაა, სიღრმისეული ანალიზის და შეფასებების, მით უმეტეს, პროგნოზების გარეშე. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ახლო აღმოსავლეთი იმდენად რთული რეგიონია, როცა გარკვეულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადალაგება და დათბობა იწყება, ეს პროცესი საფრთხედ აღიქმება სხვა აქტორებისთვის, რაც სამომავლოდ ახალი, შესაძლოა ადრინდელზე გაცილებით მწვავე დაძაბულობების მიზეზად შეიძლება იქცეს.

“ვნახოთ, ვინ ვის მოერევა და ვინ რას დაიცავს” – დავით ქართველიშვილი

ომის დაწყებაზე უარის თქმამ, საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვამ ჩვენი „პარტნიორები“ დამოუკიდებელი საქართველოს დასჯის რეჟიმში გადაიყვანა. ვნახოთ, ვინ ვის მოერევა და ვინ რას დაიცავს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, აშშ-ის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა ამერიკის ხელისუფლებამ, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება იმ როლს, რომელიც მათ დაგვაკისრეს. მან ამ დამოკიდებულების ცვლილების თვალსაჩინოდ აღსაწერად ნედ პრაისის რამდენიმე განცხადებაც მოიყვანა მაგალითად.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენს თავისუფალ, სუვერენულ ხალხსა და სახელმწიფოს, აშშ „მყარად უჭერდა მხარს“. ჩვენც დავიჯერეთ და თავისუფლად გამოვთქვით ჩვენი სუვერენული უფლება: ქვეყნისა და სახელმწიფოს გამანადგურებელ ომში ჩაბმაზე უარი განვაცხადეთ. ამან პირველი „ბზარი“ გააჩინა ჩვენ მიმართ ამერიკელების დამოკიდებულებაში, როცა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი თავისუფალი და სუვერენული ქმედებები თანხვედრაში არ მოდის იმ როლთან, რომელიც ჩვენ აშშ-მ დაგვაკისრა ორმხრივ ურთიერთობებში. და მათი „შეშფოთება“ უკვე „ღრმა შეშფოთებაში“ გადაიზარდა წელს. ეს სამი განცხადება სრულად მოვიყვანე. მათში კარგად იკითხება ფარისევლობის დინამიკა. ომის დაწყებაზე უარის თქმამ, საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვამ ჩვენი „პარტნიორები“ დამოუკიდებელი საქართველოს დასჯის რეჟიმში გადაიყვანა. ვნახოთ, ვინ ვის მოერევა და ვინ რას დაიცავს…

2022 წლის 26 აპრილი

„მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და ქართველ ხალხის სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო და ხალხი. წლების განმავლობაში, საქართველოს პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, იყოს ევროპის ნაწილი, რომელიც არის მთლიანი, თავისუფალი და, ვიმედოვნებთ, მშვიდობიანი.

ეს ის ხედვაა, რომელსაც ბევრი მუშაობა სჭირდება, მოთმინება სჭირდება, მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენ თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოვუყავით საქართველოს დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი. შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებისთვის 6 000 ადამიანი გავაგზავნეთ. ხელი შევუწყვეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, ბევრ სხვა ინიციატივას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და მისი მისწრაფებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესებისთვის. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მათი მისწრაფებებთან, ამბიციებთან დაკავშირებით და იმის დასაცავად, რისი მიღწევაც მათ შეძლეს,“- აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

2022 წლის 24 ოქტომბერი

„ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, მომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი კუთხიდან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგ მოქმედებასთან დაკავშირებით. მთავრობის მოქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, გამოიწვია უკუსვლა. მათ შექმნეს უკანდახევა საქართველოს ხალხის აშკარა, აბსოლუტური მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროკავშირის უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ. ამ მოქმედებებმა – რომლებმაც შეგვაშფოთა – გამოიწვია პოლარიზაციის გაღრმავება ქართულ საზოგადოებაში და არა ქვეყნის გაერთიანება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო. შეიქმნა პოლარიზაციის დონე, რომელიც ქვეყნის სასარგებლოდ არ მოქმედებს. ის არ შეესაბამება საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებებს.

ამის თქმის პარალელურად, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან ერთად მუშაობა რეფორმების განსახორციელებლად მისი ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

2023 წლის 8 მარტი

„თქვენ გრძნობების შესახებ იკითხეთ და ეს გრძნობა არის ღრმა შეშფოთება. თქვენ მოისმინეთ, რომ ჩვენ ამ განწყობას სისტემატურად გამოვხატავდით ბოლო დღეებში. ეს არის ღრმა შეშფოთების გრძნობა ამ კანონპროექტის პოტენციური შედეგების გამო. ეს კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს გარკვეულ უფლებებს, რომლებიც არის ძირითადი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნათელი მომავლისკენ. ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმების და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას, რომლებსაც არაფერი უნდათ მეტი, გარდა ერთად მუშაობისა ნათელი მომავლის ასაშენებლად, მომავლის, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან, მომავლის, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, სადაც საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა ნედ პრაისმა“, – წერს დავით ქართველიშვილი.