„ქოლ ცენტრის“ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებს შემოკლებით „ქოლცები” დავარქვით” – იაგო ხვიჩია

103
spot_img

„ქოლ ცენტრის“ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებს შემოკლებით „ქოლცები” დავარქვით – კეზერაშვილს რომ ეხება იმ კომისიის შექმნას თუ არ ეთანხმები, მგონი “ქოლცი” კარგი სახელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოსთან და “ქოლ – ცენტრებთან” დაკავშირებით საგამოძიებო კომისიების შექმნას მხარს უჭერს.

„როცა მოსამართლეებს გისანქცირებენ და მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ არსებობს პრეტენზია, რომ მათი ლიდერი ევროპელ პენსიონერებს ყვლეფდა, საჭიროა ამ საკითხების მიმართ სერიოზული დამოკიდებულების ჩვენება და არა იმ სასამართლოსთვის მინდობა, რომელიც დასანქცირებულია და თვითონ არიან გამოცხადებული სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნა რელევანტური და ლეგიტიმური გზა არის ასეთი საკითხების გადასაჭრელად. მეორე საკითხია, რომ ხელისუფლება ზედ ეფარება როგორც მოსამართლეებს, ასევე “ქოლ – ცენტრებს”, ჰერმან საბომ “ქოლ – ცენტრის” “ქართული ოცნების” გულშემატკივრებს შემოკლებით “ქოლცები” დაარქვა, ისინი ჩემდა გასაოცრად ამ პროცესს აფერხებენ, რომელიც მათ არ ეხებათ და ეხება კეზერაშვილს. კეზერაშვილს რომ ეხება იმ კომისიის შექმნას თუ არ ეთანხმები და არ გინდა მისი გახსნა, მგონი “ქოლცი” კარგი სახელია,”- განაცხადა ხვიჩიამ.