“პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – ილია დარჩიაშვილი

94
spot_img

პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად.

„საქართველო და პოლონეთი ღირებული პარტნიორები და თანამოაზრე ქვეყნები არიან. ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, ასევე საერთო ინტერესები. ქართველ ხალხს მუდამ ემახსოვრება პოლონეთის უანგარო თანადგომა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. დაუვიწყარია საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დღესაც გამორჩეულ როლს ასრულებს პოლონეთი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელების საქმეში. მინისტრის საქართველოში ვიზიტი ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვახარებს, რომ პოლონეთი ასეთი ძლიერი მეგობარია. საუბრისას აქცენტი გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისაუბრეთ, თანამშრომლობის ფარგლებში როგორ მოვახდინოთ ჩვენი მეგობრების უფრო მეტად მობილიზება ამ მიმართულებით. ასევე, მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის მიმართულებით, რა რეფორმები გატარდა. ვიცით, რომ ძირითადი ნაწილი შესრულებულია. აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ, რომ ეს პრიორიტეტები შევასრულოთ, საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ასევე ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კონკრეტული პირობების შესრულებასთან ერთად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ფართო პოლიტიკური ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის პროცესს, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.