აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი ამერიკული დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„მე, შესაძლოა, ერთადერთი არ ვიყო, ვისაც დონალდ ტრამპის დამარცხება 2024-ში შეუძლია, თუმცა კარგად ვიცნობ ტრამპს და ვიცი, რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა“, – დასძინა ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანია 25 აპრილს დაიწყო და ამერიკელ ხალხს ტრამპთან დაკავშირებული „ექსტრემისტებისგან“ დაცვას დაჰპირდა.