Home Blog Page 2141

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, დაღუპული უცხოურ ლეგიონში მსახურობდა, ამასთან, აღნიშნავენ, რომ დაჭრილია კიდევ ერთი მებრძოლი.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და შესაბამისი პროცედურები განხორციელდება.

 

2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში სულ 44 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი” – ირაკლი კობახიძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ევროპის სოციალისტურ პარტიას დაუყოვნებლივ გაეგზავნება წერილობითი განცხადება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაცის გზაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.

„ქართულმა ოცნებამ“ 4 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის დევიზი იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. აღნიშნულ კონფერენციაში ჩვენი პარტიის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მონაწილეობა და პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა იყო ტრადიციული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მიმართ ჩვენი ერთგულებისა და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება. ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერი ერისა და სახელმწიფოს წინსვლასა და წარმატებას მყარი ღირებულებითი საყრდენი ჭირდება. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც თანამედროვე სამყაროშია შექმნილი და რომელსაც ფსევდოლიბერალები მიზანმიმართულად აღრმავებენ.

როგორც ცნობილია, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა კრიტიკულად შეაფასეს იმ ევროპული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა, რომლის დამკვირვებელი წევრიც არის „ქართული ოცნება“. მეტიც, მათი მხრიდან გაისმა ერთგვარი საჯარო მუქარა თანამშრომლობის გადახედვის შესახებ, რასაც წინ არ უძღოდა არავითარი ორმხრივი კომუნიკაცია. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ხელმძღვანელების ამგვარი ქმედება და დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. ჩვენი პარტია „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან. სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. მეტიც, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სოციალისტური პარტიიდან“ მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არცერთხელ არ დაუგმია. ასეთ პირობებში, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო. გარდა ამისა, 2015 წლიდან დღემდე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებოდით „ევროპის სოციალისტური პარტიის“ იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას. გასული წლების განმავლობაში, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება. დღეიდან, „ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შიომღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტერის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა.

რეაბილიტირებული მონაკვეთი შიომღვიმის მონასტერთან მისასვლელი გზაა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გზა გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე.

პროექტის ფარგლებში, განახლდა საგზაო საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები და კიუვეტები. ასევე, განახლდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

შიომღვიმესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.

“გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ პირველ მაისს მოგვმართა”- TAV Georgia

კომპანია TAV Georgia  კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე, განცხადებით ეხმაურება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ გიორგი ფხაკაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს 1-ელ მაისს მიმართა და არა მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ფრენების გახსნის შესახებ გაკეთდა განცხადება.

„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ეხმაურება  კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ მისი სტატუსი შეიცავს არაერთ უზუსტობას, იძულებული ვართ, განვმარტოთ, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის პირველ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან, რის შესახებაც 10 მაისს გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ფხალაძეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის  ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა, საჰაერო ხომალდების მომსახურებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. შესაბამისად, სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ „რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება“,- აღნიშნულია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გიორგი ფხალაძემ   10 მაისს Facebook-ზე დაწერა:  “მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს!!!

დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და 19 მაისიდან აღარ ვიმუშავებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში!”

10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვზო მიმოსვლა აღადგინა სდა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.

 

“საქართველო დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად”-საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად. ასე უპასუხა მან ჟურნალის კითხვას, რომელიც შეეხებოდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის რეექსპორტს.

მისივე თქმით, არსებობს რისკ ფაქტორები, მაგრამ საერთო ჯამში, საქართველო ცდილობს, სანქციები შეასრულოს.

„საქართველოს ფინანსური სისტემა ჯანსაღია და კომერციულ ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება. რაც შეეხება კონკრეტულად სანქციებს, ჩვენ ვესაუბრეთ ბევრ დაინტერესებულ მხარეს, როგორც პარტნიორი ქვეყნებისგან ვიგებთ და ვხვდებით, საქართველო და განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, დამაკმაყოფილებელ ძალისხმევას დებენ, რომ შეასრულონ საერთაშორისო სანქციები. ეს არის ის, რაც გვესმის იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც შემოიღეს სანქციები. რა თქმა უნდა, არსებობს რისკ ფაქტორები, მაგრამ საერთო ჯამში, საქართველო ცდილობს, რომ სანქციები შეასრულოს“, – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.

 

“თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი” – ლაშა ხუციშვილი

თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი. დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, – ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი გრძელდება.

„ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი. მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა. დღეს არსებულ ტერიტორიაზე თბილისის აეროპორტს არ აქვს შესაძლებლობა, იმ მასშტაბის გაფართოება განახორციელოს, რა მასშტაბითაც ქვეყანას სჭირდება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ამის შესახებ შესაბამისი ვადებიც არსებობს. ისე არ არის, რომ გადაწყვეტილება დღეს და ხვალ იქნას მიღებული. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება – უშუალოდ დეტალებთან, კონტრაქტთან დაკავშირებით. ობიექტური მოცემულობაა, რომ თბილისს უფრო დიდი აეროპორტი სჭირდება, რომელსაც ექნება მეტი გამტარიანობა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

12 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

13 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

“გაუგებარია, რა შეუძლია საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს დაადოს დამატებით სანქცია?”- ალუდა ღუდუშაური

რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაც სანქციის სახით, ცალმხრივად იყო დადებული, ახლა არის მოხსნილი. შესაბამისად, გაუგებარია, რა შეუძლია საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს დაადოს დამატებით სანქცია და თუ ვინმეს სურვილი აქვს, ამ შეზღუდვის არქონით ისარგებლოს, ეს აუკრძალოს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტლებას გამოეხმაურა.

„პუტინის გადაწყვეტილების დროსა და მის ზრახვებთან დაკავშირებით ვერ ვისუაბრებ. ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის პრიორიტეტია. რაც შეეხება ოპოზიციას და აჟიოტაჟს, ოპოზიციას უნდა ჰკითხოთ, რა პრიზმიდან უყურებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო რუსეთის ფედერაციამ და პირადად ვლადიმერ პუტინმა. მე თუ მეკითხებით, არც წასვლას, არც ამ ფრენებით სარგებლობას ვაპირებ, ვისაც ეს ეხება, მათი გადასაწყვეტია. ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაც სანქციის სახით, ცალმხრივად ჰქონდა დადებული, ახლა არის მოხსნილი. შესაბამისად, გაუგებარია, ახლა რა შეუძლია საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს დაადოს დამატებით სანქცია და აუკრძალოს, თუ ვინმეს სურვილი აქვს, ამ შეზღუდვის არქონით ისარგებლოს? ეს ძნელად წარმომიდგენია. ეთნიკურად ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც რაიმე ფორმით დაკავშირებული იყვნენ რუსეთის ფედერაციასთან, ალბათ აქამდეც ახერხებდნენ მიმოსვლას. რაღაც დოზით გაუადვილდებათ მიმოსვლა ადამიანებს, ვინც ამას მესამე ქვეყნის გავლით ახერხებდა, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, რომელმაც გაიგო, თურმე ვიზა არ სჭირდება, ადგეს და ახლა მოინახულოს რუსეთის რომელიმე ოლქი, თუ რაიონი, ტურისტულად იმოგზაუროს“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

“პუტინის გადაწყვეტილება მეგობრული ჟესტი არ არის” – იაგო ხვიჩია

საქართველოსთვის რუსეთის გუშინდელი ნაბიჯი ნიშნავს ყველს სათაგურში და უნდა შევაფასოთ ზუსტად ასე, რომ ყველი კარგია, მაგრამ ის სათაგურშია, უნდა გვესმოდეს, რომ ჯილდოს კი არ ვიღებთ, არამედ ხაფანგში შევდივართ ამ ყველის მოსაციცქნად, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება მეგობრული ჟესტი არ არის.

„უნდა გვესმოდეს, რომ მეგობრული ჟესტი კი არ არის, ეს არის ჟესტი, რომ ჩვენი თავი მოსტაცონ დასავლეთს, მცდელობა, თორემ რომ არ გამოვა მე მესმის ეს. საბჭო დიდი ხანია, მგონი, არ მოწვეულა ისედაც და რამდენად ფუნქციონალურია ვერ გეტყვით. ასევე, მგონი ვიზების დაწესება რუსეთის მოქალაქეებზე არ არის სწორი და მართებული პასუხი. მგონია, რომ სწორი პასუხი იქნება, ჩვენს მოქალაქეებს ველაპარაკოთ იმ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან და რომ ეს არის არა მეგობრული ნაბიჯი, არამედ ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო რუსეთს დაუახლოვდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, ვისაც საჭიროება აქვთ ამის, ეს არ გამოიყენოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.

German company „Bredent medical”, “Princip Academy” and “Dentex-95” conducted a joint innovative course on dental implant surgery for doctors and technicians in Georgia

On April 28-29, 2023, German company „Bredent medical, Princip Academy and Dentex-95 conducted a joint innovative course on dental implant surgery for doctors and technicians in Georgia.

Three demonstration surgeries were performed:

“Implanting 6 dental implants and fixation with a digital protocol (using a surgical template) Long-term screw structure are made before implantation

“Implanting of 4 dental Implants and fixation with a digital protocol (using a surgical template)

a long-term screw structure is made before implantation

The dental surgery had been performed to install the implants and fix the long-term screw structure for 3-4 hours.

Along with the active development of implantology, patients have higher demands regarding the quality of prostheses. Crowns that are fixed in patients today should be sophisticated not only by aesthetically, but also by higher durability, comfortability and safety for human health. This allows us to think about the necessity of using surgical templates made on the basis of modern computer technologies. They make it possible to accurately determine the position of implant and correctly select its tilt angle, which significantly improves the characteristics (performance) of future prostheses.

Such navigational surgical templates ensure the maximum accuracy of the implantation procedure, increase the chance of its successful outcome, minimize the probability of traumatizing the tissues and ensure the reduction of rehabilitation time.

Installation of White SKY zirconium implants produced by the “bredent medical” company and installation of a temporary tooth using CAD/CAM technologies were also carried out.

zirconium implants are becoming an increasingly popular way to restore a beautiful smile, especially based on their aesthetic effect and excellent compatibility with body tissues. White zirconium does not cause an allergic reaction of the body and looks completely natural, like a natural tooth. The use of zirconium implants also makes it possible to avoid the transparency of the gray band (line) at the edge of the gums, which is often observed when using metal.

White SKY is a one-component implant made of zirconium oxide, which is a biocompatible material. Implants made of this material are recommended for patients who are allergic to metals. Zirconium implants are an ideal option for the frontal group of teeth, where the metal can shine through the soft tissues/ they allow for a good aesthetic result in a wide smile, as well as a thin gingival biotype.

In general surgery, zirconium has been used for a long time as a material for implants, but only recently has it also become indispensable in dentistry. It gained particular popularity in recent years, when scientists in their studies of the safety and durability of bioceramics showed that this material optimally corresponds to the conditions of its use in the jaw.

Presentations and discussions were held during the course of the master class.

 

The participants of the innovative course had the opportunity to introduce new surgical technologies and technical solutions, as well as opportunities for qualification improvement for local doctors.

The course was conducted by Davit Galstyan – Head of the surgical department of the Academy of Principles.

Sergej Deutsch – Specialist in CAD-CAM technologies and navigation planning.

 

(R)

“საქართველომ ამ პირობებში სუვერენული არსებობის და განვითარების ხანგრძლივი სტრატეგია უნდა გამოიმუშაოს”

პუტინის ფენომენი არის არა ინდივიდუალური პიროვნული თვისებებით განპირობებული მოვლენა, არამედ რუსეთის სახელმწიფოს ისტორიულად ჩამოყალიბებული და თავად რუსი ხალხის კულტურულ-მენტალური ქცევითი მოდელის ოდენ კონკრეტული გამოვლინება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან შენგელია წერს.

მისი თქმით, საქართველოსთან რუსეთის მეზობლობა ისტორიული ფაქტია (ისტორიული ჰქვია მოვლენას, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული რეალურ დროში!).

“სანამ ეს მოცემულობა არსებობს, საქართველომ უნდა გამოიმუშაოს ამ პირობებში სუვერენული არსებობის და განვითარების ხანგრძლივი სტრატეგია.

ფაქტია, რომ ქართულმა აზრმა უკვე დიდი ხანია გამოიცნო რუსული ფენომენის პრინციპულად ნეგატიური ხასიათი საქართველოსთან დამოკიდებულებაში (რუსეთისთვის პრინციპულად დაუშვებელია საქართველოს სახელმწიფოს არსებობა. ის ამას არასდროს შეეგუება სანამ შეძლებს!), მაგრამ ორას წელზე მეტია ჩვენ ვერ შევძელით შეგვექმნა ამ ისტორიულ ვითარებაში არსებობის, სიცოცხლეზე ორიენტირებული და სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია!

“ფიზიკური გადარჩენა” თვითმიზანი ვერაფრით იქნება. ფიზიკური არსებობა ღირსეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების მხოლოდ აუცილებელი პირობაა და არა უმეტეს! ამ აზრით “ერეკლეს მოდელი” უნდა დავამთავროთ (კარგა ხნის წინ უნდა დაგვემთავრებინა).

რეანიმაცია აუცილებელია, მაგრამ მუდმივი რეანიმაციის რეჟიმში არსებობა ყოველგვარ აზრს მოკლებულია!”- წერს ლევან შენგელია.

ახალი ფუნქციონალები თიბისის ციფრულ ბანკში

თიბისი ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაზე, მუდმივად ნერგავს და ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციონალებს, როგორებიცაა: გადარიცხვები, მარტივი ინტერფეისი, მოქნილი პერსონალიზაცია და კიდევ მრავალი სხვა.

მაისში ციფრულ ბანკს კიდევ რამდენიმე ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულებაში დაგეხმარება:

  • დააკოპირე ბარათის ნომერი მარტივად – ნებისმიერი ბარათის მონაცემებს უკვე აპლიკაციიდან ნახავ და დააკოპირებ ბარათის ნომერს, პირდაპირ ჩემი პროდუქტების გვერდიდან.
  • შეამოწმე ოვერდრაფტის ლიმიტი – თუ ოვერდრაფტით სარგებლობ, ახლა უკვე ჩემი პროდუქტების გვერდიდან შეძლებ აკონტროლო ლიმიტიდან გამოყენებული და ხელმისაწვდომი თანხა.
  • განაახლე აპლიკაციის ვერსია – ციფრული ბანკიდან უკვე შესაძლებელია შეამოწმო და განაახლო აპლიკაციის ვერსია, თანაც პირდაპირ პარამეტრების გვერდიდან.
  • გააზიარე შენი IBAN QR კოდით – მეგობართან ანგარიშის ნომრის კიდევ უფრო მარტივად, დაკოპირების გარეშე გასაზიარებლად, ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა. QR კოდს ჩემი ანგარიშების გვერდზე, გაზიარების ღილაკზე დაჭერით იპოვი.

ნახე ვიდეო: https://youtu.be/kximL9mPoLc

თიბისი განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის. ციფრული ბანკის ახალი ფუნქციონალებით სარგებლობისთვის კი, არ დაგავიწყდეს აპლიკაციის განახლება.

(R)