Home Blog Page 2134

“ბიბისის” გამოძიების გასაჯაროებამდე რამდენიმე კვირით ადრე კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია და მთელ ოპოზიციას და ტელევიზიას ნაძარცვი ფულით აფინანსებს”- პრემიერი

“ბიბისის” გამოძიების გასაჯაროებამდე რამდენიმე კვირით ადრე კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია და მთელ ოპოზიციას და ტელევიზიას ნაძარცვი ფულით აფინანსებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ საგამოძიებო სამსახურებთან და საბოლოო ჯამში ნათელი მოეფინება ყველაფერს.

“ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად ეს დიდი სკანდალი, მსოფლიო დონის, მე ასე ვიტყოდი, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული და “ბიბისის” მიერ იქნა გამოძიებული, მე ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. “ქოლცენტრების” სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული. ჩვენ ამას ვამბობდით, გახსოვთ, რომ მილიარდი და დადასტურებულია “ბიბისის” გამოძიების შედეგად, თქვენ  ნახეთ, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები. 1 მილიარდი დოლარი არის მოპარული. აი, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო არ არის. საინტერესოა ის, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ევროპის  ქვეყნების პენსიონერებისგან, ამ კაცმა და მისმა კომპანიებმა მოიპარეს 1 მილიარდი დოლარი. საერთოდ რაზეა საუბარი?! მთავარი მინდა ვთქვა. თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი, რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ეს ფაქტი იქნებოდა გასაჯაროებული, გამოვიდა და ფაქტიურად დაადასტურა, რომ იგი არის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს მთელ ოპოზიციას, სამწუხაროდ, თქვენს ტელევიზიასაც, ყველას და ნაძარცვი ფულით აფინანსებს აი ამ მთელ ოპოზიციურ მოძრაობას. თქვენ ბრალდებებს კი არა, ყველაზე ამორალურს, ცილს სწამებთ ადამიანებს. რა ბრალდებაზე ლაპარაკობთ, კაცი გამოვიდა, თავად აღიარა, რომ მე ვაფინანსებ ყველას და მე დავაფინანსებო. ეს ერთი. მთავარზე მინდა გავაკეთო, ყველა ოპოზიციური არხი, ძირითადად, ეს ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, მე ვარ პრემიერ-მინისტრი და თქვენზე მეტი ინფორმაცია მაქვს. მთავარი თემა არის შემდეგი, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინა პასუხი, ახსნა-განმარტება, რომ აი ასეთი საუკუნის ძარცვა, იქნა ჩადენილი კეზერაშვილის მიერ და ეს კაცი ჯერ კიდევ გამოთქვამს პრეტენზიას და მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს არის შემაშფოთებელი. თქვენ ამაზე უნდა დასვათ კითხვები და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს პასუხები. ისევე როგორც, მე მჯერა, რომ ევროპული საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე. თქვენ იცით, რომ გერმანულ გამოძიებასთან ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი გამოვიძიეთ ერთად, გავხსენით და საბოლოო ჯამში ნათელი მოეფინა ამ რეალობას”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მამა და მეზობელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, 1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული.

„დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ პ.კ. არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვან გოგონასთან, სქესობრივ კავშირს სისტემატიურად ამყარებდა მეზობელი, ტ.თ.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ქედს ვიხრი ჩვენი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქედს იხრის იმ გმირი ქართველების წინაშე, ვინც გმირულად შეეწირა ამ იდეას.

„მინდა გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე. ამ დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხების და ჩვენი გამარჯვების დღე მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს. მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისa და ჩვენი ქართველების, ჩვენი ხალხის როლი ამ დიდი სამამულო ომის გამარჯვებაში არის უდავოდ შეუფასებელი. 700 ათასი ქართველი მონაწილეობდა ამ ომში. აქედან ნახევარზე მეტი გმირულად შეეწირა ამ იდეას, რასაც ერქვა ფაშიზმზე გამარჯვება. ამიტომ კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე და ჩვენს გმირ ვეტერანებს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ყველაფრისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ბახმუტის მიმართულებით, რუსები აქტიურად, მაგრამ წარუმატებლად უტევდნენ ივანოვსკოეს დასახლებას”

რუსეთ-უკრაინის ომის 440-ე დღე

უკრაინელმა მებრძოლებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ოთხი მიმართულებით – ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით – მოწინააღმდეგის 42 შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ბახმუტისა და მარინკას მიდამოებში ურთულესი ვითარებაა.

„ბახმუტის მიმართულებით, რუსები აქტიურად, მაგრამ წარუმატებლად უტევდნენ ივანოვსკოეს დასახლებასა და ქალაქ ჩასოვ-იარის მიმართულებით, რომლებზეც გადის უკრაინული ჯარების ძირითადი მარშრუტები ბახმუტში. მარინკას მიმართულებით, უკრაინელმა მებრძოლებმა ქალაქ მარინკაზე განხორციელებული ბევრი თავდასხმა მოიგერიეს.

ლიმანის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო სოფელ ბელოგოროვკაზე შეტევის განხორციელებაზე. ავდიივკას მიმართულებით, ოკუპანტები თავს დაესხნენ თავად ქალაქს, ასევე სოფელ პერვომაისკოეს, მაგრამ უშედეგოდ“, – აცხადებენ გენშტაბში.

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას საზღვაო და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით დაარტყა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისივე თქმით, 8 მაისს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე, მოწინააღმდეგემ შავ ზღვაში განთავსებული ხომალდებიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების მიმართულებით „კალიბრის“ ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა საჰაერო თავდაცვის სარდლობა „ვოსტოკის“ ძალებმა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 8-ვე მათგანი გაანადგურეს.

ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 9 მაისს, უკრაინის დროით დილის 04:00 საათზე, რუსულმა ძალებმა სტრატეგიული საავიაციო თვითმფრინავებიდან – ოთხი Tu-95MS ბომბდამშენიდან – Х-101/Х-555 ტიპის 17 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. აქედან 15 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. რაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განმარტებით, უკრაინის დაბომბვის ორი ტალღის შედეგად, ოკუპანტებმა „კალიბრისა“ და Х-101/Х-555 ტიპის 25 რაკეტა გაუშვეს, მათგან 23 უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით გაანადგურა.

უკრაინელებმა, წინასწარი ინფორმაციით, კიევის თავზე მტრის ბომბდამშენიდან გასროლილი ყველა რაკეტა ჩამოაგდეს. ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა კასპიის ზღვის რეგიონიდან, „ტუ-95MS“ ტიპის 4 სტრატეგიული ბომბდამშენის გამოყენებით.

სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად გოლოსევსკის რაიონში, კერძო სახლის ეზოში ხანძარი გაჩნდა. მისი ინფორმაციით, რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს საავტომობილო გზაზე შევჩენკოს რაიონშიც.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

პოლონეთმა უკრაინას, დღემდე, „მიგ-29“-ის ტიპის 10 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა, – გამოცემა Defence24-ის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა კანადაში ვიზიტის დროს განაცხადა.

”ჩვენ უკრაინას 10 „მიგ-29“ მივაწოდეთ“, – აღნიშნა ბლაშჩაკმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება. მედიის ინფორმაციით, კანადის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე მარიუშ ბლაშჩაკმა და ანიტა ანანდმა უკრაინის შემდგომ მხარდაჭერა და ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლების საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, მარტში პოლონეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის „მიგ-29“-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე შეთანხმდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 გამანადგურებელი სლოვაკეთს უნდა მიეწოდებინა. პირველი თვითმფრინავები სლოვაკეთიდან უკრაინაში მარტის ბოლოს გააგზავნეს. აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა უკრაინას პირველი 4 დაპირებული „მიგ-29“ გადასცა.

შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების ახალი, 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების გამოცხადებას გეგმავს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პაკეტი მოცავს დრონებს, საარტილერიო საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ასევე სხვა შესაძლებლობებს.

ამასთან, დახმარების პაკეტის მიწოდება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ ის იქნება შეთანხმებული და შეძენილი მწარმოებლებისგან და არა უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან ამოიღებენ.

ამასთან, USAI-ით გათვალისწინებული დახმარების პაკეტები გამიზნულია არა იმისთვის, რომ უკრაინას იარაღი ამჟამინდელი საჭიროების მიხედვით მიაწოდოს, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის საშუალო და გრძელვადიანი მარაგი შექმნას.

გასულ კვირას პენტაგონმა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავდა დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემისთვის, საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა.

Коба Кобаладзе и Андрей Касьянов возложили венки у мемориала героев, борющихся за свободу Грузии и Украины

Директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе, вместе с исполняющим обязанности поста Украины, Андреем Касьяновым и военным атташе Украины, генерал-майоро Сергеем Кравчуком, в Парке имени героев, борющихся за свободу Грузии и Украины на озере Лиси, возложил венки к мемориалу героев, борющихся за свободу Грузии и Украины, и отдали уважения их памяти. Об этом указано в пресс-релизе Государственной службы по делам ветеранов.

Коба Кобаладзе выражает сочувствие семьям военных, погибших в войне.

“То, что сегодня мы находимся здесь, еще одно подтверждение того, что мы отдаем дань уважения всем тем, кто борется за свободу, кто независимость своей страны защищает от агрессора, от врага. Для нас это знакомо. С тех пор, как эта страна обрела независимость, с того периода мы все время пребываем в борьбе, в кровопролитии. А недостатка в героях, благодаря богу, эта страна не испытывает. Я выражаю соболезнования в первую очередь их семьям, их родине. Довольно много количество тех парней, которых привезли из Украины погибшими и у государства есть четко выраженная позиция, чтобы они были похоронены с военными почестями. Для нас это трагедия, для кого то это может быть статистикой”, – заявил Коба Кобаладзе.

На мероприятии также присутствовали:  первый заместитель директора Государственной службы по делам ветеранов Николоз Квезерели, заместитель директора Мирон Чигогидзе, советник директора ведомства Владимир Имнадзе, представители Государственной службы по делам ветеранов, посольства Украины, ветераны и граждане.

“Парк  имени героев, борющихся за свободу Грузии и Украины на озере Лиси при поддержке Лиси девелопмент был открыт 29 апреля этого года”, – указано в пресс-релизе.

 

В Кеда провели бесплатную медицинскую акцию

При организации Государственной службы по делам ветеранов, в рамках меморандума о взаимосотрудничестве, врачи Центра неотложной кардиологии имени академика Г. Чапидзе, для ветеранов войны и вооруженных сил и членов их семей, проживающих в муниципалитете Кеда провели 143-ую по счету благотворительную медицинскую акцию.

 

Акция включала бесплатные обследования кардиологического профиля (консультация врача-кардиолога, электрокардиограмма, эхоскопия сердца, лабораторные исследования). В рамках акции бесплатными медицинскими услугами воспользовались более 150 бенефициаров Госслужбы, было осуществлено 270 медицинских визитов.

 

С проведением акции на месте ознакомились начальник управления Аджарии Департамента регионального правления Государственной службы по делам ветеранов Шота Кипиани, старший специалист учетно-аналитического департамента и социальных вопросов служба Важа Далакишвили, мэр муниципалитета Кеда Роланд Беридзе, член Парламента Анзор Болквадзе.

 

Первый меморандум о взаимосотрудничестве между Государственной службой по делам ветеранов и Центром неотложной кардиологии им. академика Г. Чапидзе был подписан в апреле 2017 года, а после благотворного сотрудничества на протяжение 5 лет, 16 апреля 2022 года меморандум снова был продлен еще на 5 лет.

 

В рамках меморандума бесплатные благотворительные акции для ветеранов и членов их семей проводятся перманентно в масштабах всей Грузии. Со дня подписания меморандума по сей день при организации Государственной службы по делам ветеранов, врачами Центра неотложной кардиологии имени академика Г. Чапидзе было проведено 143 благотворительных медицинских акций; бесплатное медицинское обслуживание было предоставлено 12 776 бенефициару.

 

Бесплатные медицинские акции для ветеранов и членов их семей в рамках меморандума в масштабах всей Грузии будут проводится и в дальнейшем, о чем ветераны предварительно будут информированы.

 

Автор(ы): geotimes

 

В Зугдиди открыли бюст национального героя Грузии Мамия Аласания

По инициативе Государственной службы по делам ветеранов и при поддержке мэрии Зугдидского муниципалитета, 6 мая этого года в Зугдиди, в парке имени Мераба Костава, открыли бюст национального героя Грузии Мамия Аласания. Сегодня Мамия Аласания исполнилось бы 80 лет.

На мероприятии присутствовали директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе, первый заместитель директора Николоз Квезерели, заместитель Джандри Убирия, советник директор Владимир Имнадзе, сын Мамия Аласания, Иракли Аласания, мэр Зугдидского муниципалитета, Мамука Цоцерия, заместители губернатора Самегрело-Верхней Сванетии Давид Кухалеишвили и Давид Верава, заместитель Председателя Правительства АР Абзащии Анзор Маргиани, члены Парламента Грузии, представители управления по Самегрело Департамента регионального правления Государственной службы по делам ветеранов, ветераны войны и вооруженных сил.

Следует отметить, что бюст Мамия Аласания был установлен в том парке, где ранее были установлены бюсты национальных героев Грузии Мераба Костава и Гено Адамия и мемориал памяти участников восстания 1924 года.

Мамия Аласания родился 6 мая 1943 года в селе Анаклия. В том же году семья Аласания переехела жить в Зугдиди. Мамия Аласания в 1961 году окончил среднюю школу №1 Зугдиди. Он был полковником госбезопасности. С 1974 года работал на разных руководящих должностях, а позднее был начальником отдела государственной безопасности Автономной области Южной Осетии. В 1992-93 годы он был командирован со специальным заданием в Самегрело.

27 сентября 1993 года, в день падения Сухуми, он вместе с Жиули Шартава, мэром Сухуми Гурамом Габескирия и другими членами правительства АР Абхазии находился в здании Верховного Совета АР Абхазии. Сепаратисты Жиули Шартава, Гурама Габескирия и пятидесятилетнего Мамия Аласания вместе с сопровождающими лицами убили. В результате старании Международного комитета Красного Креста и правительства Грузии, в октябре 2017 года останки Мамия Аласания, вместе с останками Гурама Габескирия, бали идентифицированы и вместе с ним с военными почестями были захоронены на братском кладбище Дигоми. В 2018 году Мамия Аласания был присвоен орден Национального героя Грузии.

“78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა” – პაპუაშვილი

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს. 78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს და სათანადო პატივი ვცეთ მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს, მათ თავდადებასა და დამსახურებას.

მისი თქმით, ფაშიზმზე გამარჯვებაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა – ბრძოლის ველზე, მსოფლიო მშვიდობისათვის, 300 ათასზე მეტი ქართველი დაეცა.

„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს. 78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა. ამ გამარჯვებაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა – ბრძოლის ველზე, მსოფლიო მშვიდობისათვის, 300 ათასზე მეტი ქართველი დაეცა. ბევრი მათგანის გმირობის ისტორია ჩვენთვის ცნობილია, უმეტესობის კი არა. თუმცა, სწორედ მათი საგმირო ტრადიციების გაგრძელება იყო, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, ჩვენი გმირი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეულად იცავდნენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

განსაკუთრებული მოწიწებით მინდა ეს დღე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს მივულოცო. ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს და სათანადო პატივი ვცეთ მათ თავდადებასა და დამსახურებას,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

“გასამმაგებულად მუშაობდა არტილერია და ავიაცია, ჯამში 45 იერიში მოიგერიეს”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“9 მაისს გილოცავთ ევროპის დღეს! 1950 წელს სწორედ ამ დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა გამოაცხადა იდეა ფოლადისა და ქვანახშირის თანამეგობრობის დაარსების იდეა, რომელმაც პრინციპში ბოლო მოუღო კონტინენტის მთავარი მეტოქე სახელმწიფოების – საფრანგეთის და გერმანიის მუდმივ ომებს და დაპირისპირებებს და საფუძველი ჩაუყარა დღევანდელი ევროპული კავშირის შექმნას! გილოცავთ ევროპის დღეს!

ეს დღე ოფიციალურად ევროპის დღე გახდება მალე უკრაინაში, ხოლო 8 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღედ! პრეზიდენტ ზელენსკიმ ამ წინადადებით უკვე მიმართა უმაღლეს რადას!

ამ დღეებს თავისებურად “აღნიშნავს” თანამედროვეობის ჰიტლერის (ასე თვლის უკრაინელების 94%) – ვლადიმერ პუტინ პუტლერის რეჟიმი. დღეს გამთენიას ისევ თავს დაესხნენ რაკეტებით კიევს, მაგრამ 15-დან 15-ვე რაკეტა გაანეიტრალა ჩვენმა ჰსთ ძალებმა! მადლობა მათ! მსხვერპლიც არ არის, თუმცა განადგურების შედეგად რაკეტის ნამსხვრევები საფრთხეს უქმნის მაინც მშვიდობიან მოქალაქეებს!

დღეს, პუტლერის გვერდზე წითელ მოედანზე იდგებიან ბელარუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და სომხეთის ლიდერები! პრინციპში ეგენი ფარად გადაეფარნენ თავისი ჩასვლით დღეს ნაბიჭვარ პუტლერს. არა უშავს, მაინც ვერ გაექცევა თავის სასჯელს.

პუტლერის რეჟიმს, პატრუშევებს და ჩეკა ბანდას, თავის მეჯოგე შოიგუიან, კუხარკა პრიგოჟინიან, ყასაბი სუროვიკინიან და მიზინცევიანად, პლუს ჯაგლაგა ლავრაშას და მითამ ქულთურ-მულთურ პესკოვს, მორიგჯერ ჩაუვარდათ თარიღებზე ორიენტირებული შედეგების დადება!

ბახმუტი დგას და თან ძალიან მაგრად დგას! გუშინ კონტრიერიში განახორციელეს ჩვენებმა და კაი მოსული ტერიტორია გაწმინდეს ვაგნერელებისგან ცენტრში! ბრძოლა გრძელდება და ცხადია ძალიან მძიმე ბრძოლები, მაგრამ ბახმუტის აღებას ჩემ კანჭებს უპატაკებს კუხარკა პუტლერს!

ასევე პაწაწინა მარიინკა, ასევე ავდეევკა იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი მიმართულებით გუშინ გასამმაგებულად მუშაობდა არტილერია და ავიაცია! ჯამში 45 იერიში მოიგერიეს გუშინ ჩვენებმა! ვენაცვალე თქვენს მარჯვენას ბიჭებო და გოგოებო! 40 ათასი ქალი იბრძვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში! ჩვენც გვყავს ჩვენი ქართველი გმირი გოგოები! ისინი აუცილებლად მოხვდებიან ჩვენს ფილმში!

კრემინნასთანაც აქტიურობდნენ გუშინ, მაგრამ აღარ აქვს ტ…კი ამ დაწყევლილ ურდოს! აწი თავდდაცვას უნდა მიხედოს გერასიმემ, მაგრამ არც მაგი შეუძლია! თუ არა და ნახავთ აგერ, სუუუულ მალე!

პოლონელბმა ჯიგრებმა დაადასტურეს გუშინ, რომ კიდევ 10 მიგ-29 გადმოსცეს ჩვენებს!

ხორვატებმა, ბაევიკებმა, ასევე დაადასტურეს, რომ 14-დან 9 საბრძოლო ვერტმფრენი გადმოსცეს ჩვენებს!

დღეს გამოცხადდება სავარაუდოდ ახალი ამერიკული 1.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება. ჰოუქის ტიპის ჰსთ სისტემები, რაკეტები, საარტილერიო ჭურვები და ა.შ.

ევროპულმა კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი თანხები ჭურვების დამზადებასა და შესყიდვაზე მიმართოს!

ასევე ევროპული კავშირის მე-11 სანქციების პაკეტში პირველად მოხვდებიან არარუსული კომპანიები. ეს იქნება 7 ჩინური, 2 არაბული და სავარაუდოდ 1 სომხური კომპანია! რძალო შენ გეუბნებიო, ლასთ ქოლ გაიზ, ლასთ ქოლ!

ბაიზივეი, დღეს ევროპული კომისიის პრეზიხდენტი ურზულა ვონ დერ ლაინი ჩადის კიევში, ევროპის დღის აღსანიშნავად ზელენსკისთან!

გუშინ მხცოვანი ჰენრი კისინჯერი ისევ გამოენთო, უეჭველი დაიდება მოლაპარაკებები წლის ბოლომდე რუსეთსა და უკრაინას შორისო! მანამდე რომის პაპმა, უნგრეთიდან!!!! დაბრუნებულმა, იღაღადა, ახალ სამშვიდობო გეგმაზე ვმუშაობო!

უკრაინელებმა, ყური მური ჩვენ არ ვიცით, მინამ 1991 წლის მდგომარეობით ურდოს არ გავრეკავთ, მანამდე ილაპარაკეთ და იყავითო!

ამასობაში, უკან მოუხედავად ითესებიან ხერსონის ოლქიდან და ზაპოროჟიედან კოლაბორანტები და მათი ოჯახის წევრები! ცალკეულ რაიონებში უკვე მედიკამენტების და საწვავის მიწოდებაც შეწყდა! შეტევა, შეტევაააა!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო უნდა გამოერკვეს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
გაუმარჯოს ევროპას!
მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ვანის მუზეუმს ევროპის მუზეუმების ფორუმის პრიზი გადაეცა

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების დაჯილდოების ფარგლებში, პრიზი გადაეცა.

კერძოდ, არქეოლოგიურ მუზეუმმა ბარსელონაში, ევროპის მუზეუმების ფორუმზე მიიღო სილეტოს პრიზი – „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისთვის“. პრიზი ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს გადაეცა.

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მიზანია, ჩამოაყალიბოს ახალი პერსპექტივები ქალაქ ვანის, არქეოლოგიური გათხრების ადგილისა და რელიგიური ცენტრის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მითიურ ოქროს საწმისთან. მისი ახლად რესტავრირებული შენობა 2020 წელს გაიხსნა  მუდმივმოქმედი გამოფენებით, რომლებიც ასახავს კოლხეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის არსებობის რვა საუკუნეს. მუდმივი და დროებითი გამოფენების გარდა, მუზეუმი გვთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს და წარმოადგენს კვლევით ლაბორატორიას, როგორც რეგიონის ყველაზე დიდ და ერთადერთ მრავალფუნქციურ საჯარო სივრცეს. ის ასევე არის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრების ადგილი“, – ნათქვამია წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვანის მუზეუმი ცდილობს, გაზარდოს ცნობიერება საზოგადოებრივი, კულტურისა და განათლების ფართო საკითხებზე.

„მუზეუმის პროექტები და პროგრამები მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ჩართვისკენ არქეოლოგიური ძეგლის დაცვაში. მუზეუმი გთავაზობს უამრავ პროგრამას, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდა აუდიტორიის და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ჩართულობა“, – ნათქვამია წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების ფორუმის ვებგვერდზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელი „ტვიტერზე“ თავად იუწყება.

„სასიამოვნოა კიევში დაბრუნება. სადაც ჩვენთვის ძვირფას ღირებულებებს ყოველდღე იცავენ. ამიტომ, ეს არის ღირსეული ადგილი „ევროპის დღის“ აღსანიშნავად“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ის მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, უკრაინაში 9 მაისის „ევროპის დღედ“ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა კიევის რკინიგზის სადგურზე გადაღებული ფოტო, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი პერებიინისი დახვდა.

ცნობილია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 მაისს ქუთაისში +21 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. გამოიდარებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოსალოდნელია ნალექი, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში გამოიდარებს, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +22, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც გამოიდარებს. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც ნალექიანი დღე და +11 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. იწვიმებს ომალოშიც, სადაც დღისით +14, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +21 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.