“ქედს ვიხრი ჩვენი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე” – პრემიერი

93
spot_img

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქედს იხრის იმ გმირი ქართველების წინაშე, ვინც გმირულად შეეწირა ამ იდეას.

„მინდა გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე. ამ დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხების და ჩვენი გამარჯვების დღე მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს. მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისa და ჩვენი ქართველების, ჩვენი ხალხის როლი ამ დიდი სამამულო ომის გამარჯვებაში არის უდავოდ შეუფასებელი. 700 ათასი ქართველი მონაწილეობდა ამ ომში. აქედან ნახევარზე მეტი გმირულად შეეწირა ამ იდეას, რასაც ერქვა ფაშიზმზე გამარჯვება. ამიტომ კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე და ჩვენს გმირ ვეტერანებს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ყველაფრისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.