იმ დროს, როცა უკრაინაში NATO-ს კატასტროფული პროქსი ომი გრძელდება, როგორც ჩანს, დედაქალაქ ვაშინგტონში ბევრი ადამიანი „პროექტ უკრაინის“ მიმართ ინტერესს კარგავს. იმის ნაცვლად, რომ ინტერვენციონიზმის უგუნურობა აღიარონ, მათ კიდევ უფრო დიდი მიზნები ამოძრავებთ. … ომი ჩინეთთან! სირია ‘არაბულ ლიგაში’ დაბრუნდა. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ‘ვარშავის პაქტის’ გაუქმების შემდეგ 1990-იანი წლების მიწურულს ნატომ გადაწყვიტა, რომ კლინტონის ადმინისტრაციის მმართველობისას „ადამიანის უფლებებს“ ძალისმიერი მეთოდებით დაიცავდა. გაქრა „გლობალური კომუნიზმის საფრთხე“, რომელსაც ნატო 40 წლის განმავლობაში თავისი ქმედებების გასამართლებლად იყენებდა. ნატო ხელახლა წარმოგვიდგა შეიარაღებული ატლანტისტი სუპერგმირების ჯგუფად. ყველგან, სადაც „უსამართლობა“ (ვაშინგტონელი ნეოკონების აზრით) სუფევდა, NATO მზად იყო პრობლემები იარაღითა და ბომბებით მოეგვარებინა. აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უფრო კმაყოფილი ვერ იქნებოდა. Beltway-ს ყველა ანალიტიკურმა ცენტრმა, რომელსაც ისინი უხვად აფინანსებენ, საბოლოოდ საიმედო გამარჯვებული იპოვა, რათა ფულის ნაკადი შეენარჩუნებინა. საქმე ყოველთვის ფულს ეხებოდა და არა უსაფრთხოებას. NATO-ს, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი სუპერგმირის, პირველი გამოცდა იუგოსლავია (1999 წ.) იყო. ალიანსის, ვაშინგტონში მოკალათებული მისი ნეოკონსერვატორი მომთვინიერებლებისა და მრავალი ევროპელი პოლიტიკოსის გარდა, ეს გამოცდა ყველასთვის საშინელი, გაუმართლებელი კატასტროფა იყო. იუგოსლავიას, რომელიც ნატოს ინტერესებს არ ემუქრებოდა, სამოცდათვრამეტი დღე ბომბავდნენ, ამ დროის განმავლობაში ასობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, განადგურდა ინფრასტრუქტურა, ხოლო ჭურვებმა, რომელთა თავები ურანით იყო დატენილი, მომავალ თაობებს ლანდშაფტი მოუწამლა. გასულ კვირას სერბმა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, გაიხსენა როგორ გაიქცა შუაღამისას ბაბუის სახლიდან, როცა NATO-ს ჩამოგდებულმა ბომბებმა იგი მთლიანად გაანადგურა. რა საშინელებაა! NATO ლიბიაში კადაფის მთავრობის დამხობაშიც მონაწილეობდა. კორპორაციული პრესა ნეოკონსერვატორების (ნეოკონების) ტყუილებს ამართლებდა, ვითომც ქვეყნის დაბომბვა, ადამიანების მკვლელობა და კადაფის მთავრობის დამხობა ლიბიაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოაგვარებდა. ნატოს ბომბებმა ლიბიის პრობლემები ვერ გადაჭრეს, პირიქით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესეს. ქაოსი, სამოქალაქო ომი, ტერორიზმი, მონებით ვაჭრობის ბაზარი, საყოველთაო სიღარიბე – გასაკვირი არ არის, რომ ჰილარი კლინტონი, ბარაკ ობამა და ნეოკონსერვსტორები ლიბიაზე საუბარს თავს არიდებენ. რამდენიმე წარუმატებელი სერიის შემდეგ ვაშინგტონის კონტროლირებული ნატო ვა-ბანკზე წავიდა და 2014 წელს რუსეთში „რეჟიმის შეცვლა“ გადაწყვიტა. პირველი ნაბიჯი იყო დემოკრატიულად არჩეული უკრაინის მთავრობის დამხობა, რაზეც ვიქტორია ნულანდმა და სხვა ნეოკონსერვატორებმა იზრუნეს. NATO სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოსულ მთავრობას მასშტაბურ სამხედრო დახმარებას უწევდა და რუსეთთან საბრძოლველად ამზადებდა. ბოლო აკორდი იყო 2022 წელს რუსეთის თხოვნის უგულებელყოფა, რაც ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებას ეხებოდა. ეს შეთანხმება NATO-ს ჯარებს მის საზღვართან მიახლოებაში ხელს შეუშლიდა. მეინსტრიმული მედიისა და აშშ-ის მთავრობის პროპაგანდის მიუხედავად, NATO-მ უკრაინაში ისეთივე წარმატებას მიაღწია, როგორც ლიბიაში. გაქრა ასობით მილიარდი აშშ დოლარი, სეიმურ ჰერშმა და სხვა ჟურნალისტებმა მასიური კორუფციული ფაქტები დოკუმენტურად დაადასტურეს. ამჯერად ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ NATO-ს სამიზნეს – რუსეთს – ბირთვული იარაღი აქვს. მოსკოვისთვის ეს პროქსი ომი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მის შემდგომ არსებობას უკავშირდება. წარუმატებლობის მიუხედავად, NATO-მ ჩინეთთან კონფლიქტის დაწყება გადაწყვიტა, შესაძლოა იმიტომ, რომ უკრაინაში განცდილი კატასტროფიდან ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. გასულ კვირას NATO-მ განაცხადა, რომ იაპონიაში თავის პირველ აზიურ ოფისს გახსნის. შემდეგი ნაბიჯი ტაივანის ნატოში გაწევრიანება იქნება? ტაივანი NATO-ს ახალი „უკრაინა“ ხომ არ გახდება და NATO-ს სახელით, რომელსაც კონფლიქტებისადმი უსაზღვრო მიდრეკილება აქვს, ჩინეთს მსხვერპლად შესწირავს თავს? იმედი ვიქონიოთ, რომ 2024 წელს ამერიკა აირჩევს პრეზიდენტს, რომელიც NATO-ს მომაკვდინებელ მსოფლიო ‘ტურნეს’ საბოლოოდ დაასრულებს.
წყარო: https://www.zerohedge.com/geopolitical/ron-paul-says-forget-ukraine-dc-hawks-dragging-nato-taiwan-war