დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში „თიბისი ბანკის“ ოფისში კრედიტოფიცერი დაჭრა

125
spot_img

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, ნაცნობი, ამავე ბანკის თანამშრომელი – 1988 წელს დაბადებული ჯ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ ი.შ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.