უკრაინას სრული აღდგენისთვის შესაძლოა, 250 მილიარდი დოლარი დასჭირდეს – EBRD

83
spot_img

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ვარაუდობს, რომ უკრაინას ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის სრული აღდგენისთვის 250 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

EBDRD-ის განცხადებით უკრაინას 5 წლიანი გეგმა სჭირდება, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს ქვეყანაში 50 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

„ხუთწლიანი აღდგენის პერიოდი მოითხოვს ყოველ წელს 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას უცხოური კაპიტალის შემოდინების გზით. პოსტკონფლიქტური ეკონომიკის უმეტესობა მშვიდობის დროინდელი პერიოდის მაჩვენებელს სულ მცირე 25 წლის განმავლობაში ვერ უბრუნდება, თუმცა ეკონომიკების 29% რეალურად აღწევს ომამდელ მშპ-ის დონეს ერთ სულ მოსახლეზე კონფლიქტიდან 5 წლის შემდეგ. ეს კვლევა აერთიანებს წარმატებული რეკონსტრუქციის საერთო მახასიათებლებს, რომლებსაც შესაძლოა, უკრაინა მიჰყვეს.

იმისთვის, რომ უკრაინა ხუთ წელიწადში აღდგეს, ამ პერიოდის განმავლობაში მისი ეკონომიკა წელიწადში 14%-ით უნდა გაიზარდოს. ძირითადი მახასიათებელი, რომელიც საერთოა მდგრადი უკიდურესად მაღალი ეკონომიკური ზრდის პერიოდებისთვის არის ინვესტიციების მაღალი თანაფარდობა მშპ-სთან“, – აღნიშნულია EBRD-ის ანგარიშში.