იტალიაში 2.7 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რომელიც ბათუმის გავლით სომხეთში იგზავნებოდა

164
spot_img

იტალიის პოლიციამ 800 მილიონი ევროს ღირებულების 2 700 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის გადატანაც ბათუმის პორტის გავლით სომხეთში იგეგმებოდა.

Routers-ი წერს, ნარკოტიკული ნივთიერება ორ სამაცივრე კონტეინერში ბანანებთან ერთად ინახებოდა და იტალიაში ეკვადორიდან ჩავიდა. გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ კონტეინერის საბოლოო დანიშნულება სომხეთი იყო, სადაც თითქმის 3 ტონა კოკაინის ჩატანა საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის პორტის გავლით იგეგმებოდა.

იტალიის პოლიციის განცხადებით, ნარკოტიკები 12-მეტრიან კონტეინერში სპეციალური სკანერებისა და პოლიციის გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით აღმოაჩინეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იტალიის პოლიციამ ეკვადორიდან მომავალ ტვირთში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინა. Routers-ის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ ასევე გამოავლინა, ჯამში, 600 კილოგრამამდე კოკაინის გადატანის მცდელობა. აღნიშნულ შემთხვევებშიც ტვირთის დანიშნულების ადგილი ხორვატია, საბერძნეთი და საქართველო იყო.